შეკითხვების არქივი

понедельник, 24 мая 2010 г.

ფ ი ნ ა ლ ი

დურგლებს შალაშინის მეშვეობით შეუძლიათ ხეს დაუზიანებლად ქერქი მოაშორონ. ზოგიერთი წყაროს ცნობით 1770 წელს ჟან-ჟაკ პერემ შალაშინის ანალოგიურად წარმოადგინა კონსტრუქცია სხვა მოწყობილობისა. დაასახელეთ ეს მოწყობილება, თუ მას ბევრი ჩვენთაგანი იყენებს.

უსაფრთხო საპარსი ფირფიტა

საერთაშორისო გამოფენაზე "SEMA-2008" საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია მოდიფიცირებულმა "Hummer H2T",რომელსაც ბორბლების ნაცვლად ჰქონდა მუხლუხოები. ამ მანქანას მიეძღვნა ბევრი სტატია. ერთ-ერთი მათგანის სათაური კი უნდა დაასრულოთ თქვენ 2 სიტყვით: ”მუხლუხოებიანი "Hummer H2T” ძალიან ეფექტურად გამოიყურება, თუმცა გაუგებარია რაში სჭირდება მას . . .” ?

სათადარიგო ბორბალი.

ამბინანიბეანატსინდრანუ, ტრატრამარანანინდრანგარონტი, მარუმიანდრახიმახაველონა, როგორ ფიქრობთ, რომელ კუნძულზე არიან ეს ქალაქები?

მადაგასკარზე

ტელეგადაცემაში ”ანშლაგი წარმოგიდგენთ” მომღერალმა ვალერი ლეონტიევმა მოყვა სასაცილო ისტორია: ერთხელ ის მეგობრებთან ერთად კაფეში იჯდა. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა და გაიელვა. რა გააკეთა ამ მომენტში, მიჩვეულმა ლეონტიევმა?

გაიღიმა

(შავი ყუთი) სპარსებთან მიმდინარე საომარი გეგმის განხილვისას, თემისტოკლეს გეგმას ბევრი მომხრე გამოუჩნდა, იმის გამო რომ მისი საუბრის დროს, გემის ანძაზე დაფრინდა ის, რაც ახლა შავ ყუთშია და თავის მომავალ პატრონს მოუთმენლად ელოდება. მაშ, რა არის შავ ყუთში?

ბუ.

კაზინოში მუდამ ფული ტრიალებს, მაგალითად ლას-ვეგასში თამაში ჩერდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ისიც 30 წამით. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ხდება ეს.

31 დეკემბერი

დაასრულეთ კონსტანტინე მელიხანის გამონათვამი: ”ჯენტლმენისთვის ყოველთვის ძნელი საყურებელია, როგორ მოაქვს ქალბატონს მძიმე ტვირთი, ამიტომ ის ...

ტრიალდება ზურგით (ზურგს აქცევს)

გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი ტომას გობსი საკმაოდ არაორდინალური პიროვნება გახლდათ. მან მეგობრებს სთხოვა მოეგონებინათ ეპტაფიები მისივე საფლავისათვის და ამით ერთობ ხალისობდა. საკუთარი საფლავის ქვაზე ამოსატვიფრად კი, ყველაზე მეტად მას მოსწონდა ფრაზა: ” აი, ჭეშმარიტი ჰარი პოტერი”

თქვენი კი დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ სიტყვებით - ჰარი პოტერი.

ფილოსოფიური ქვა.

ამის შესახებ ცნობები აქვთ ჩრდილოეთამერიკელ ინდიელებს: ”ჩვენ კომანჩების ტომის ბავშვებმა დავიჭირეთ ადგილობრივი შერიფი. ჩვენ მას წყურვილით ვკლავდით, მაგრამ მას ერთი სიტყვაც კი არ წამოცდენია. ამაში მას დაეხმარა ”თეთრი ქვა”. რას გულისხმობდნენ ისინი ”თეთრი ქვის” ქვეშ?

საღეჭი რეზინი

სულთანმა მუჰამედმა 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, ბრძანა ერთ-ერთი შენობა ვარდის წყალში დაებანათ, მე არ გეკითხებით, რა იყო ამ შენობაში მუჰამედის მოსვლამდე. დაასახელეთ , რა სახელით ვიცნობთ მას ჩვენ.

აია სოფია

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან პირველად ეს გამოიყენეს ერევანში. ხოლო უკრაინაში, ზაპოროჟიეში 1996 წლისათვის ამის ნაცვლად აარჩიეს 24 ლამაზი გოგონა 170 სმ. ზე მაღალი 18 დან 25 წლამდე, რამდენიმე თვის შემდეგ ეს მაგალითი აიტაცეს კიევმა და ხარკოვმა. რა ასრულებს ამ გოგონების მაგივრობას უკვე ჩვენს ქალაქში?

შუქნიშანი

ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა მიხაილ დონსკის სტატია, რომელშიც ის ამბობს: ”უნარი იმისა, იმსჯელო იმ საკითხებზე, რომელთა არსშიც ჩახედული არა ხარ, უკვე გახდა ჩვენი ეპოქის თანმდევი ნიშანი”.
ყურადღებით შეკითხვა: რა თამაში მოიყვანა ჟურნალისტმა მაგალითად, რათა დაემტკიცებინა ამ ტენდენციის სისწორე?

რა? სად? როდის?

четверг, 13 мая 2010 г.

გაზაფხულის ნახევარფინალები


პირველი ნახევარფინალი
1588 წლის 12 მაისს კათოლიკური ლიგის მომხრეებმა პირველად საფრანგეთის ისტორიაში პარიზის ქუჩებში აღმართეს ის, რაც შემდგომ არაერთხელ აიგო სხვადასხვა მიზეზებით. რაზეა საუბარი?
ბარიკადები
1979 წლის 3 თებერვალს ფრანკფურტის ”აინტრახტისა” და მიუნხენის ”ბაიერნის” თამაშის მე-80 წუთზე გამოჩენილი თვდამსხმელის გერდ მიულერის კარიერაში პირველად მოხდა ისეთი რამ, რამაც მას განაცხადებინა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ. რა მოხდა?
შეცვალეს.
ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ რუსულ ანბანში ასო ”Ё შემოიღო ნიკოლოზ კარამაზინმა XVIII საუკუნის ბოლოს. ყურადღებით შეკითხვა, რომელი ასო შემოიტანა რუსულ ანბანში მეცნიერებათა აკადემიამ 1735 წელს?
Й
ეგვიპტელი ბრძენების წარმოდგენებით, ადამიანი 9 რამისაგან შედგება, ესენია: სხეული, სული, მუმია, გული, სასიცოცხლო ძალა, კიდევ ერთი სული, უკვდავი ორეული, ლანდი. დაასახელეთ მეცხრე შემადგენელი, თუ ის ყველა ჩვენგანს გააჩნია.
სახელი
60-იან წლებში NASA-მ გადაწყვიტა სპეციალური კალმის გამოშვება, რომელიც იმუშავებდა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, ასტრონავტებისათვის. გამოშვებულ იქნა სულ 50 უნიკალური "ასტრონავტის კალამი". ეს პროექტი NASA-ს დაუჯდა რამოდენიმე მილიონი დოლარი. ამავე დროს იგივე პრობლემა დადგა საბჭოთა კოსმონავტიკის წინაშეც. იგი საბჭოთა კავშირში ზედმეტი დანახარჯების გარეშე გადაჭრეს და კოსმონავტებს დაურიგეს ის, რაც დევს შავ ყუთში. მაშ, რა დევს შავ ყუთში?
ფანქარი
პირველყოფილი ტომების მასხარები ხშირად ბაძავენ თეთრკანიანებს.. ასე მაგალითად, ახალი გვინეის ხუმარები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდიდან ხტებიან მაღალი ხეებიდან. ვის ბაძავენ ისინი?
პარაშუტისტებს.
ჰეროდოტეს შრომების კრებულს თავისი სახელწოდება მალე არ მიუღია. მისი გარდაცველებიდან 2-3 ასწლეულის შემდეგ მისი ნაშრომი გაყვეს 9 ნაწილად და საერთო სახელი უწოდეს: ”ისტორია 9 წიგნად”.  ამ წიგნის მეორე სახელწოდების გაგება არ არის რთული, თუ გავიხსენებთ, რომ თითოეულ წიგნს კონკრეტული სახელები ქვიათ. მაშ რა არის მეორენაირი სახელწოდება ამ წიგნისა?        მუზები
ერთ-ერთი სუფისტური ამბავი გადმოგვცემს: რომ მოლა ნასრედინი შეხვდა ინდოელ ბრძენს, რომელიც ცდილობდა მიეღწია ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიისთვის. მოლამაც მოუყვა მას საკუთარი ისტორია, თუ როგორ იხსნა ის ერთხელ  სიკვდილისგან თევზმა. გაიხსენეთ მოლას ენამახვილობა და მიპასუხეთ, რისგან ელოდა მას სიკვდილი, თევზს რომ არ გადაერჩინა?             შიმშილისაგან
მოისმინეთ ანეკდოტი: ქალი ხმამაღლა გაჰკივის ქუჩაში:  - მიშველეთ, ჩემმა შვილმა ფული გადაყლაპა... უცებ ხალხის მასიდან  გამორბის მამაკაცი, ბავშვს კიდებს ფეხებში ხელს და ანჯღრევს, სანამ ფული არ გადმოუვარდება.
-         მადლობთ ექიმო, ეუბნება ქალი. თქვენ რომ არა . . .
-          მე ექიმი არ ვარ, პასუხობს მამაკაცი. მაშ რომელი დაწესებულებიდან იყო ის?
საგადასახადო :)
ფილმში  “ღამე მუზეუმში 2” მოქმედება  მიმდინარეობს მუზეუმში, სადაც ყველა ექსპონატი ცოცხალია. ფილმის გმირები რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდებიან. რჩევის მისაღებად ისინი მიდიან ქმნილებასთან, რომელიც თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე მათ უნდა დაეხმაროს, მაგრამ ამის ნაცვლად ის საკუთარი სხეულის დემონსტრირებას იწყებს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ქმნილების სახელწოდება.                      მოაზროვნე
30 წლის მათემატიკის პროფესორმა ჩარლზ დოდსონმა ერთხელ ნავით საცურაოდ წაიყვანა დეკან ლიდელის სამი ქალიშვილი. სეირნობის დროს მან ყველაზე უფროს და საყვარელ გოგონას ზღაპარი უამბო, ხოლო შემდეგ, როცა სახლში მივიდა, ეს ზღაპარი ლოგიკურად და მათემატიკურად დაამუშავა, რამდენიმე ნახატიც დაუმატა და გოგონას გაუგზავნა. 1988 წელს ლონდონში ეს ხელნაწერი 154 000 გირვანქად გაიყიდა. რა ერქვა ამ გოგონას?                 ალისა (დოდსონის ფსევდონიმი - ლუის კეროლი)
2002  წლის შემოდგმოაზე დიდი ბრიტანეთის ქიმიის სამეფო საზოგადოებამ პირველად გადაუხვია თავის ტრადიციებს და საკუთარ რიგებში მიიღო უცნაური წევრი, რომელიც მისი მოღვაწეობის ასი წლის იუბილეს დაემთხვა. სამეფო საზოგადოების განმარტებით, თავის საქმიანობაში ის იყო პირველი, რომელმაც ქიმიის მიღწევები გამოიყენა. თუ მიხვდით ვისზეა საუბარი, დაასახელეთ ცხოველი, რომელიც ფიგურირებს ამ დახასიათებაში.
ძაღლი (ბასკერვილების)
მეორე ნახევარფინალი
ეს მოიგონეს მამაკაცებმა 3000 წლის წინ.  შუა საუკუნეების ევროპაში ქალები ამ საქმეში არ დაიშვებოდნენ და ის რაინდების პრეროგატივა იყო. შემდეგ ეს საქმიანობა კაცებმა დაივიწყეს და მთლიანად ქალების ხელში გადავიდა. დაასახელეთ რა საქმიანობაზეა საუბარი?          ქსოვა
1784 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა თავის ქალიშვილს: ”მე არ მინდა ამ მიზნით თეთრთავა არწივი გამოიყენონ. ის ხომ თავის არსებობას უპატიოსნო და არამშვიდობიანი გზით უზრუნველყოფს. უროგო არ იქნებოდა, საამისოდ გამოგვეყენებინა ინდაური. იგი მამაცი ფრინველია”. რა მიზნით სურდა ფრანკლინის ინდაურის გამოყენება?
აშშ-ს გერბზე გამოსახატავად
ვიქტორ ჩიჟიკოვის კარიკატურაზე გამოსახულია მოსწავლე, რომელიც კალმით მერხზე გაუჩერებლივ აკაკუნებს, თითქოს ცდილობს დაფასთან გასულ მეგობარს უკარნახოს და რის გამოც მასწავლებელი მას კიცხავს. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ მერხთან მჯდომი ბავშვის გვარი.      მორზე
ვან გოგმა შთამომავლობას დაუტოვა ფოსტალიონ რულენის 6 ფერწერული და 3 გრაფიკული პორტრეტი. საინტერესოა, რომ რულენზე ხშირად ის ხატავდა მხოლოდ ერთ ადამიანს. ვის?
საკუთარ თავს
მის შემქმნელებად ითვლებიან ნისეფორ ნიეპსი და ლუი ჟაკ მანდე დაგერი დაახლოებით 1830-იან  წლებში. საქართველოში - ალექსანდრე როინიშვილმა, რუსეთში-ალ. როდჩენკომ, ევროპაში - ვარანცო მიხონედის ნამუშევრებმა კუთვნილი ადგილი დაუმკვიდრეს ხელოვნების ამ დარგს მსოფლიოში. ამ დარგის  ჩვეულებრივი პროდუქცია კი დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ფოტოსურათი.
ძველ ბერძნებს ნებისმიერი შემთხვევისათვის გააჩნდათ მელოდია. მაგალითად, დაკრძალვისათვის, ქორწილისათვის, ომისათვის და ა.შ. რის დროს სრულდებოდა მელოდია ორი სასულე ინსტრუმენტით, რომელთაგანაც ერთ-ერთი უფრო დიდი იყო, მაგრამ უკრავდნენ თანაბარი ჟღერადობით?
ქორწინების
ავტომობილის ეს დეტალი გამოიგონა შვედმა ინჟინერმა ნილს ბოხლინმა და დააპატენტა კომპანიავოლვომ” 1959 წელს. მისი დამზადების ტექნოლოგია ამავე კომპანიამ 1968 წელს შეიმუშავა. აშშ- ჩქაროსნული გზების მმართველობის ადმინისტრაციამ გამოთვალა, რომ მარტო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ დეტალმა სიკვდილს გადაარჩინა 55 600 ადამიანი. რა დეტალზეა საუბარი?
ეს დეტალია უსაფრთხოების ქამარი
დაასრულეთ ხუმრობა, რომელიც ჩვენს დროში პოპულარულია ისრაელში: ”ისრაელში კომპიუტერების გაფიცვაა - ისინი უარს ამბობენ გამოიყენონ ოპერაციების დროს არაბული ... რა?
ციფრები (რიცხვები)
ინდოეთში მცხოვრები ბხილების ტომის ლეგენდის თანახმად, ერთმა არსებამ მოუყვა ადამიანებს იმის შესახებ, რომ ღმერთს ჩაფიქრებული აქვს ადამის მოდგმის დაღუპვა და ადამიანებმა თავი გადაირჩინეს. გაიგო რა ამის შესახებ ღმერთმა, კაცობრიობას შეუნარჩუნა სიცოცხლე. აი, არსება კი, რომელმაც გასცა მისი ზრახვები - მკაცრად დასაჯა, თანაც ისე, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. დაასახელეთ ეს არსება.
თევზი.
ქართულ ისტორიულ საბუთებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დავით აღმაშენებლის ანდერძს გელათის მონასტრისადმი. ისტორიკოსთა უმრავლესობა ამ საბუთის სათაურითვე ამტკიცებს, რომ ანდერძი ყალბია და არა 12-ე საუკუნეში, არამედ გაცილებით გვიანაა შედგენილი. დაასახელეთ სათაურში დასახელებული სიტყვა, რაც მიუთითებს ფაქტის სიყალბეზე.
აღმაშენებელი.
ტაილანდის დროშა გადაწყვეტილია იმავე სამ ფერში, რომლებიც გამოსახულია რუსეთის დროშაზე. წითელი აღნიშნავს ერს, ნაციას. ლურჯი - მონარქიას. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად რას აღნიშნავს ტაილანდის დროშაზე თეთრი ფერი?
ბუდიზმს.
ჩვენს წ. აღმდე 107 წელს მხედარმთმთვარმა გაიუს მარიუსმა რომში დაიწყო პირველი პროფესიული არმიის ჩმოყელიბება. თვის ჯარში მან ჩრიცხა რომის სამხედრო სკოლებში აღზრდილი ახალგაზრდები, რომლებსაც საბრძოლო თვისებების გარდა აუცილებლად უნდა სცოდნოდათ ... რა? დაასახელეთ ის, რაც რომაელებს ბევრ გამარჯვებაში დაეხმარა.
ცურვა

воскресенье, 2 мая 2010 г.

გაზაფხულის ტური-მეორე წრის კითხვები

პირველი ჯგუფი

ბავარიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მისი რეალური პროტოტიპი იყო ქალი-მარია ფონ ერტალი, რომელიც ცხოვრობდა მამის ციხე-სიმაგრეში, ხოლო მათ პროტოტიპებად კი თვლიან ადგილობრივ მეშახტეებს, რომლებიც დადიოდნენ ფართე ქუდებით, რომლებიც მათ ქვებისგან იცავდა. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელშიც ისინი ერთად გვხვდებიან.
ფიფქია და 7 ჯუჯა
ცოტასთვის თუ არის ცნობილი კუნძული ტრისტან და კუნია, ყველაზე მოშორებული დასახლებული კუნძული, რომელიც ატლანტიკის სამხრეთ ნაწილშია, თუმცა ჩვენს შორის ბევრმა იცის მასთან ახლოს მყოფი დასახლებული კუნძული, რომელიც მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2120კმ. მდებარეობს. რომელი რეალური ადამიანის წყალობით გახდა ის ცნობილი?
ნაპოლეონის (ეს არის წმ. ელენეს კუნძული)
გამონათქვამმა ”ცეცხლითა და მახვილით” რომაელი პოეტების ოვიდიუსის და პროპერციუსის შემდეგ მიიღო მნიშვნელობა ”დაუზოგავად განადგურებისა”. თუმცა თვდაპირველად მას სულ სხვა დანიშნულებით იყენებდნენ. რა მიზნით?
სამკურნალო
1389 წელს ასწლიან ომთან დაკავშირებით , ინგლისის მეფემ რიჩრდ მეორემ გამოსცა კანონი, რომელიც კრძალავდა ყველა სახის სახალხო თამაშობებს, გარდა ერთისა. რომლის?
მშვილდიდან სროლა
როგორც ბევრი თქვენგანისთვის არის ცნობილი, სიტყვა ”ტრაპეცია ” წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან ”მაგიდა”. სიტყვა ”რომბი” - ბერძნული სიტყვიდან ”დაირა”. რას აღნიშნავდა ბერძნული სიტყვა “KUBOS” , საიდანაც წარმოიშვა სიტყვა ”კუბი”, თუ ის გამოიყენება ერთ-ერთი თამაშისას და დევს შავ ყუთში?
კამათელი
ის შეიქმნა ჩვ.წ. აღ. - მდე 450 წელს. მსოფლიო პოპულარობა მოიხვეჭა 1896 წელს. მისი მარცხენა ხელი დევს მარჯვენა მუხლზე. რა უჭირავს მას მარჯვენა ხელში?
ბადრო (დისკო)
ევროს ბანკნოტებზე წარწერები მინიმუმამდეა დაყვანილი, იმისათვის, რომ არ გაიმეორონ ის ყველა ქვეყნის ენაზე.თუმცა ვალუტის დასახელება ”ევრო” დაწერილია ორჯერ. ერთხელ ლათინური შრიფტით. რა ენაზეა დაწერილი მეორე წარწერა?
ბერძნულად.
რუსულ არმიაში არსებობდა მოძრავი ეკლესიები, სადაც ტარდებოდა წირვები სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მაგალითდ, თუ არმია მიდიოდა საბრძოლველად, მაშინ წირვას სწირავდნენ წმიდა ნიკოლოზს, როგორც მოგზაურთა მფარველს. ვის სწირავდნენ წირვას, როცა შეიარაღებაში ახალ თვითმფრინავს იღებდნენ?
ელია წინასწარმეტყველს
პოპულარულ მუსიკალურ კონკურსზე ”ევროვიზია - 2000” თითოეული მონაწილის გამოსვლის წინ აჩვენებდნენ მცირე ვიდეორგოლს, რომელიც ახასიათებდა მის ქვეყანას. რუმნიელი კონკურსანტის წინ აჩვენეს ასეთი ვიდეორგოლი - ”მასკარადზე არ უშვებენ არავის, თუ არ აცვია მასკარადის კოსტუმი, შემოდის ერთი ადამიანი ფრაკში, უღიმის შვეიცარს და ისიც უშვებს მას შიგნით. ვინ იყო ეს ადამიანი?
გრაფი დრაკულა.
ვოლფგანგ ამადეი მოცარტს კითხეს, როგორ ახერხებს ის ასე სწრაფად სიმფონიების შექმნას? - არაფერი საოცარი არ არის, თქვა კომპოზიტორმა - სიმფონიები თავისით ჟღერენ თავში. პრობლემა სხვა რამეშია, მაშ რაში იყო პრობლემა მოცარტის აზრით?
დროულად ჩაწერაში.
დაასრულეთ იტალური ანდაზა ორი სიტყვით: ”არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის, აუცილებლად ....”
მოვა შემდეგი
1968 წლის გაზაფხულზე პარიზში სტუდენტების გამოსვლის დროს მანიფესტანტებს ჰქონდათ ლოზუნგი "40–1000–60". ამ ლოზუნგით ისინი ითხოვდნენ მთავრობისაგან მინიმალურ 1000 ფრანკს ხელფასს საფრანგეთში, 60 წელს საპენსიო ასაკს და 40... ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მახსიმალურად ზუსტად რას აღნიშნავდა მათ მოთხოვნებში რიცხვი 40, თუ დღესდღეობით ეს რიცხვი საფრანგეთში 35–ს შეადგენს?
სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში.


მეორე ჯგუფი

მათ შორის შეიძლება შევხვდეთ შემდეგ წარმომადგენლებს: სენატორს, კადეტს, დიპლომატს, ვარსკვლავს, ვეფხვს, ბერძნული ანბანის უკანასკნელ ასოს, კორსიკელს... დაასახელეთ 1837 წელს გერმანიაში დაბადებული ვინმე ადამის გვარი, რომელიც აერთიანებთ მათ.
ოპელი
ოთხად გადაკეცილ საწერ საშუალებას ძველ საბერძნეთში tetradion (ანუ ოთხეული) ეწოდებოდა, ამავე სიტყვიდან არის მიღებული რუსული тетрадь და სომხური ტეტრაკ, რაც ფაქტიურად ერთსა და იმავეს აღნიშნავს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ქართული სიტყვა, რომელიც ასევე ნაწარმოებია tetradion - იდან.
ეტრატი
ნეტარი ავგუსტინე ადამისა და ევას დაცემას უწოდებდა "Felix Culpa"-ს, ანუ "ბედნიერ ცოდვას". ყურადღება შეკითხვა: ვის დაბადებას მიიჩნევდა ის ამ ცოდვის ყველაზე ბედნიერ გამოვლინებად?
იესო ქრისტესი
სპარსულ ენაზე გველი ჟღერს როგორც “მაარ”, შხამი კი - როგორც “ზოჰრ". აი, თუ როგორ ჟღერს სპარსულად “გველის შხამი” მე თქვენ არ გეტყვით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქართული სიტყვა, რომელიც წარმოდგა ამ სპარსული ფრაზისაგან, რომელიც თარგმანში “გველის შხამს” ნიშნავს.
ზახრუმა
ერთხელ, გადმოგვცემს ლეგენდა, მედიტაციის დროს, ბოდჰიდჰარმამ იგრძნო, რომ თვალები ეხუჭებოდა და ძალაუნებურად ეძინებოდა. მაშინ თავის თავზე გაბრაზებულმა ბოდჰიდჰარმამ ქუთუთოები მოიგლიჯა და მიწაზე დაყარა. ყურადღება შეკითხვა: რა მცენარე ამოვიდა ქუთუთოების დაყრის ადგილზე?
ჩაის ბუჩქი
პირველი სია წმინდა იპოლიტეთი იწყება და ფელიქს V–თი მთავრდება. მეორე სიაში, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სია მეთევზეთი იწყება და ჯერჯერობით უკანასკნელი ამ სიაში ეროვნებით გერმანელია. ახლა კი დამისახელეთ ოთხასოიანი წინსართი, რომელიც პირველი სიის წარმომადგენლებს მეორე სიის წარმომადგენლებისგან განასხვავებს.
ანტი
რომის იმპერიას ჰყავდა სამი უდიდესი მტერი: სამხრეთიდან ჰანიბალი, აღმოსავლეთიდან მითრიდატე პონტოელი და დასავლეთიდან მარკუს სერტორიუსი, რომლებიც ერთნაირი შემართებითა და სიძულვილით ებრძოდნენ რომს. ამიტომ მითრიდატეს უწოდეს აღმოსავლელი ჰანიბალი, ხოლო სერტორიუსს დასავლელი ჰანიბალი. მაგრამ არის კიდევ ერთი საოცარი დამთხვევა, რაც მითრიდატეს და სერტორიუსს საერთო ჰქონდათ ჰანიბალთან. რა ფიზიკური ნაკლი ჰქონდა საერთო სამივე სარდალს?
სამივე იყო ცალთვალა
ვერაფრით გახდებოდა ცნობილი ერთი ირლანდიელი მღვდელი, რომ არა მისი სამი შვილი. სიღარიბის მიუხედავად მათ მაინც მიიღეს განათლება და მწერლობას მიჰყვეს ხელი. რა ეწოდება უფროსი შვილის ყველაზე ცნობილ რომანს?
“ჯეინ ეარი” (დები ბრონტეები)
ცნობილია, რომ ეს კუნძულები კოლუმბმა თავისი მეორე მოგზაურობისას, 1493 წელს აღმოაჩინა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მათი სახელი მომდინარეობს ესპანური სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „საწინააღმდეგოს“. ეს მიანიშნებდა იმას, რომ კუნძულები ოკეანის მეორე მხარეს მდებარეობენ. დაასახელეთ მათი სახელწოდება!
ანტილის კუნძულები
თუ საქართველოში არსებული ერთ-ერთი საგანმანათლებლო ორგანიზაციის საიტს ვესტუმრებით, ვნახავთ,რომ სხვა სასწავლო პროგრამებთან ერთად ორგანიზაცია გვთავაზობს ზოგადი ინგლისურის შესწავლას 6 დონეზე.ყოველი დონის წარწერის წინ გამოსახულია გარკვეული ფიგურა. ამ ფიგურებს ერთი თამაში აერთიანებს. თუ მიხვდით, რომელ თამაშზეა საუბარი, არ გაგიჭირდებათ დაასახელოთ ის, რითაც სწავლის ბოლო, Advanced დონე აღინიშნება.
მეფე
მე-19-20-ე საუკუნის ამ ცნობილ გერმანელ კომპოზიტორს, დაბადების დღეზე მეგობრებმა საჩუქრად ერთი არსება აჩუქეს, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და მისი სახლში გაჩერება პრობლემა გახდა. ამიტომ კომპოზიტორმა ეს არსება ზოოპარკს გადასცა საჩუქრად. რა გვარი იყოს ეს ცნობილი კომპოზიტორი?
შტრაუსი (არსება - სირაქლემა)
დაასრულეთ მაჰათმა განდის სიტყვები: ”სიძულვილზე გაიმარჯვეთ - სიყვარულით, სიცრუეზე - სიმართლით, ძალადობაზე -? ”
მორჩილებით (მოთმინებით)
რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგები ალაპარაკდნენ დაავადებაზე, რომლითაც მაგალითად იტალიაში ყოველი მესამე მოზარდია შეპყრობილი. ავადმყოფობის ძირითადი სიმპტომია უმიზეზო შფოთვა და გამღიზიანებლობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როცა ავადმყოფი მისთვის საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს იმას, რასაც პირველად დიდ ბრიტანეთში 1992 წლის დეკემბერში გამოჩნდა. დაწერეთ სამი სიმბოლო, რომლის მიმართაც პათოლოგიურ დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი!
სმს (SMS)


მესამე ჯგუფი
იაპონური ლეგენდის თანახმად, მზის ქალღმერთმა ამატერასუმ ერთხელ ღრუბლებში დაიმალა და ჩამოწვა სრული წყვდიადი დედამიწაზე. იმისათვის რომ ის იძულებული გაეხადათ გამოსულიყო ღრუბლებიდან, სხვა ღმერთებმა დადგეს ხის კონსტრუქცია და მასზე დასვეს ეს ფრინველი. რომელი?
მამალი.
ძველ სპარსეთში ძალიან ხშირად დანაშაულს სჯიდნენ გაროზგვით, სულერთი იყო ღარიბი იყავი თუ მდიდარი. დანაშაულის შემთხვევაში ორივე შემთხვევაში ხდებოდა მათრახის ცემა. დასჯისას ტანსაცმელს ღარიბიც იხდიდა და მდიდარიც, თუმცა განსხვავება იყო იმაში, რომ ამის შემდეგ ღარიბებს ამათრახებდნენ ტანზე. როგორ სჯიდნენ მდიდრებს?
ამათრახებდნენ ტანსაცმელს.
ტაილანდის ზოგიერთ პროვინციაში მათ გამო ნადგურდება მარცვლეულის მთელი მოსავლის 70%. ჩინეთსი იკარგება იმდენი ტონა მარცვლეული, რამდენ ტონა ვეშაპის ხორცსაც ყიდოან. ხოლო იტალიაში ენერგო სისტემების ავარიების 30% მათი დამსახურებაა. რა აყენებს ასეთ ზიანს ამ ქვეყნებს, თუ ისინი საქართველოშიცაა?
ვირთხები (თაგვები)
ნაპოლეონს იტალიის ბრძოლებში ხშირად მოსდიოდა უთანხმოება გენერალ ოჟეროსთან, რომელიც მასზე მაღალი იყო. ერთხელაც ნაპოლეონმა მას განუცხადა: ”თუ კიდევ არ დაემორჩილებით ჩემს ბრძანებებს, ვუბრძანებ ჩვენს შორის განსხვავება მოსპონ”. როგორ ალირებდა ის ამას?
მოკვეთდა თავს
ინდოეთის და პაკისტანის მუსლიმანები თვლიან რომ ამ კომპანიის ლოგო, რომელიც სულ ორი მსგავსი სიტყვისაგან შედგება, აძაგებს ალაჰს. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიის ლოგოს წარწერა სარკული გამოსახულებით წაკითხვისას იკითხება არაბულად, როგორც ”არ არის მუჰამედი, არ არის მექა”. ამ კომპანიის პროდუქცია ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც და ის დევს შავ ყუთში. რა დევს შავ ყუთში?
კოკა-კოლა
ცნობილია, რომ სიკვდილმა მას შუა მუშაობში მოუსწრო. ერთ ფანტასიკურ მოთხრობაში, მისი სული ლოცულობს, რათა იგი მოხვდეს ისეთ ადგილას, სადაც არ არიან ბარბაროსები და მას მუშაობის საშუალება მიეცემა. ლოცვის შემდეგ მისი სული ხვდება პერუში, რითაც მოთხრობის ავტორი ნასკას გეოგლიფების წარმოშობას ხსნის. რომელ ცნობილ მეცნიერზეა საუბარი?
არქიმედე
დაასრულეთ დაოსელი მოაზროვნის ცზი ლაის სიტყვები: “ცხოვრება სიზმარია, ხოლო სიკვდილი — …”
“… გამოღვიძება”.
თქვენს წინაშეა დათო ევგენიძის პოეტური მინიატურა:
„გეუბნები რომ მიყვარხარ
მეასეჯერ!
X Y Z
არასოდეს მყვარებიხარ!“.
აღადგინეთ სამი გამოტოვებული სიტყვა «X, Y, Z» ნაცვლად!
მე ასე ჯერ
არაბებმა ერთ-ერთი ქალაქის დაპყრობისას ამ ქალაქიდან გაიტანეს 3000 საპალნე ჯართი, რომელიც ერთ-ერთ მსოფლიო საოცრებას ეკუთვნოდა. ამას 1000-მდე აქლემი დასჭირდა. დაასახელეთ, თუ რისი ნაწილები გაიტანეს არაბებმა.
როდოსის კოლოსის (ჰელიოსის ქანდაკება)
სპორტის ამ სახეობის მიმდევარმა, ჯ. უ. პერეთმა მოკლა თოლია, ხოლო 1934 წელს, კლუბ მარგარეთ-ეთ-ქლიფში ერთმა პროფესიონალმა მოთამაშემ ჩააგდო ნოკაუტში ძროხა. სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი?
საუბარია გოლფზე.
“ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის კეთდება ეს?
სტატუეტებზე იტვიფრება მფლობელის გვარი
ისტორიკოსი კარლაილი თავის ერთ ერთ წიგნში საუბრობს საფრენგეთის რევოლუციის შესახებ. წიგნი დაყოფილია სამ ნაწილად, პირველ ნაწილში საუბარია რევოლუციის საწყის ეტაპზე და მას სახელად - ”ბასტილია” ქვია, მეორე ნაწილს -”კონსტიტუცია”. რა ქვია მესამე ნაწილს, რომელშიც რევოლუციის ყველაზე სისხლიან ნაწილზეა საუბარი? გილიოტინა

მეოთხე ჯგუფი
შუასაუკუნოვანი წარმოდგენებით, ეშმაკს შეუძლია გარდაისახოს ნებისმიერ ცოცხალ არსებად, გარდა ერთი ფრინველისა და ერთი ძუძუმწოვრისა. დაასახელეთ ისინი.
მტრედი და კრავი.
ეს ინგლისელი გრაფი, აზარტული თამაშების დიდი მოყვარული იყო, რის გამოც მას ხშირად საჭმელად დროც კი არ რჩებიდა. იმისათვის, რომ საჭმელი იოლად მიერთვა, მსახური იღებდა პურის ორ ნაჭერს, მათ შორის ხორცს ათავსებდა და ისე მიართმევდა ხოლმე თავის ბატონს. თქვენ კი დაასახელეთ ამ გრაფის გვარი.
სენდვიჩი.
ამ ქვეყნის სახელმწიფო გერბზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებულია ორი პალმა, უკანა ფონზე — მზე, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი ჩვენ ვხედავთ ფარს, რომელზეც გამოსახულია ცხოველის თავი პროფილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველს ამშვენებს მისი ერთ-ერთი ატრიბუტი. ამ ატრიბუტის გავრცელებული სახელი კი, თავის მხრივ, ფიგურირებს ქვეყნის სახელწოდებაში. დამისახელეთ ამ აფრიკული ქვეყნის თანამედროვე სახელწოდება.
კოტ დ’ივუარი
იერუსალიმში, სიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც ეწოდება გალიკანტე. ეს ეკლესია წმინდა პეტრეს სახელობისაა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც პეტრეს შემოესმა… რა შემოესმა (ორი სიტყვა)?
მამლის ყივილი
1972 წელს კომპანია “ეს-ეი-პი”-ს დირექტორი ჰასეო პრატნერი იმყოფებოდა კერძო მიღებაზე “ჯეი-ვი-სი”-ს მენეჯერებთან. მან მოინდმა გადაერთო ტელევიზორის არხი, მაგრამ გაიხლართა მავთულებში, დაეცა, დააქცია კოქტეილი, დასვარა კოსტუმი და შექმნა ძალზე უხერხული სიტუაცია. ამის შემდეგ მან გამოიგონა ის რაც დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ტელევიზორის დისტანციური პულტი
ერთხელ კომპოზიტორმა ვერდიმ განაცხადა, რომ ეს არის მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილი და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რის შესახებ ლაპარაკობდა ვერდი?
აპლოდისმენტები
ჟურნალ ”ექსპერტში” დაიბეჭდა სტატია აზარტული თამაშების შესახებ. მასში მოტანილი იყო ერთი ამერიკელის ციტატა: ”მე ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ თუ თამაშის საშუალებით გამდიდრება მინდა უნდა ვიყიდო ...” დაასრულეთ ციტატა ერთი სიტყვით.
კაზინო.
ინდიელების ერთ-ერთი ლეგენდა მიგვითხრობს: ინდიელებმა ამოწყვიტეს და დაწვეს კაციჭამიების ოჯახი, მათი მტკიცებით, გარდაცვილითა სულებს, სიკვდილის შემდეგაც არ მიუტოვებიათ ადამიანის შეწუხება. რის სახით მოგვევლინენ ინდიელების აზრით ისინი?
კოღოების.
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად თქვენ უნდა იცოდეთ, რომ იაპონური სიტყვა სანიო (Sangyo) ნიშნავს წარმოებას. ახლა კი დაასახელეთ კომპანია, რომელიც 1934 წლის შემდეგ ატარებს სახელს, რომელიც იაპონურიდან შეიძლება ითარგმნოს ასე: ”იაპონური წარმოება”
ნისანი
ეს რომანი პარიზის ერთ-ერთ გაზეთში თითქმის სამი წლის განმავლობაში 1844-56 წლებში იბეჭდებოდა. რამდენიმე ხანში რომანი წიგნად გამოიცა, ავტორმა - ალექსანდრე დიუმამ კი წარმოუდგენლად დიდი ჰონორარი მიიღო. ასეთი უეცარი გამდიდრების გამო, მწერალს ხშირად ხუმრობით ამავე რომანის მთავარ პერსონაჟს ადარებდნენ.დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
გრაფი მონტე-კრისტო.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში იგზავნებოდა. სავარაუდოდ იაპონელებმა პროდუქციის საწარმოებლად ეს ქალაქი წმინდა მარკეტინგული მიზნებით აირჩიეს, ვინაიდან ქალაქის სახელწოდება, ექსპორტირებულ საქონელზე, მყიდველისათვის უფრო მიმზიდველი გაკეთების საშუალებას იძლეოდა. დაწერეთ ამ ქალაქის სახელწოდება სამი ინგლისური ასოთი.
USA
2003 წელს ნაპოვნი იქნა უძველესი არსების ნარჩენები. ეს ფაქტი გახმაურდა და პრესა 21-ე საუკუნის უდიდეს აღმოჩენაზე ალაპარაკდა. თუმცა მეცნიერებმა ეს ”დიდი აღმოჩენა” მალევე უარყვეს, ვინაიდან დადგინდა, რომ აღმოჩენილი არსება 150 მილიონი წლის წინ მცხოვრები ჩვეულებრივი პლეზიოზავრია და მისი ასაკი ბევრად აღემატება იმ ტბის ასაკს, რომლის მახლობლადაც ის იპოვეს. დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ეს აღმოჩენა მოხდა.
შოტლანდია (საუბარია ტბა ლოხ-ნესის ურჩხულზე)

5 ჯგუფი
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე პოპულარულ და კითხვად წიგნებს შორის პირველი ადგილი ეკუთვნის ბიბლიას, რომლის საერთო ტირაჟი 6 მილიარდს ეგზემპლარს აღწევს. მეორე ადგილზეა მაო ძედუნის ციტატების კრებული (მილიარდ ეგზემპლარამდე). მესამე ადგილზეა `ბეჭდების ბრძანებელი~. დაასახელეთ წიგნი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
გინესის რეკორდების წიგნი
დათო ტურაშვილს მოჰყავს ისტორია შევარდნაძის დროინდელ მინისტრზე, რომელიც მივლინებული იყო ერთ-ერთ იტალიურ ქალაქში. დილით მინისტრმა გაიხედა სასტუმროს ფანჯრებიდან და შეწუხებულმა წარმოსთქვა: „რა მანდამაინც ჩემს ჩამოსვლას დაემთხვა ეს წყალდიდობა ”. რომელ ქალაქში იმყოფებოდა ის?
ვენეცია
1983 წლის 18 ნოემბრის თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ირაკლი ჩარკვიანი დაკითხვაზე დაიბარეს. გამომძიებელთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ტერორისტებთან ერთად ვერ გაფრინდა, მაგრამ აუცილებლად აიხდენს სურვილს და მაინც გაფრინდება.
- რომ ვერ გაფრინდეთ? - ჰკითხა დამცინავი ტონით გამომძიებელმა.
დაწერეთ სამი სიტყვა, რომლითაც ჩარკვიანმა გამომძიებლის ამ შეკითხვას უპასუხა. ეს სიტყვები მის სიმღერებშიც ხშირად მეორდებოდა.
მე გადავცურავ ზღვას
კანტს შეეკითხნენ:
- რომელი ქალია უფრო ერთგული, შავგვრემანი თუ ქერა?
რა უპასუხა კანტმა?
ჭაღარა
ჟურნალ “Forbes”-ის გამოკვლევების თანახმად, მამაკაცები თავისი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 5 კგ ასეთ პროდუქტს მიირთმევენ. მართალია თავად პროდუქტს ნაკლებად შეიძლება მიენიჭოს საკვების სტატუსი, მაგრამ იგი ერთ-ერთი მონაწილეა იმ პროცესისა, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. რა “პროდუქტზეა” საუბარი, თუ ის დევს შავ ყუთში?
ტუჩის პომადა.
ნოდარ დუმბაძე ერთ–ერთ თავის ნარკვევში წერს: „არ არის ახლა ამერიკაში უფრო პოპულარული წიგნი, ვიდრე ალექს ჰეილის ეს წიგნი. რომლის დასაწერადაც მწერალმა შეისწავლა თავისი გვარის გენეალოგია, ჩავიდა აფრიკაში, მოძებნა ის სოფელი, საიდანაც მისი წინაპრები წამოიყვანეს და გარკვეული ხანი იცხოვრა თავის ტომის ხალხთან”. ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა ქვია წიგნს, რომელზეც დუმბაძე საუბრობს, თუ ის 1987 წელს გადაღებული ფილმის სახელწოდებას ემთხვევა.
ფესვები
1856 წელს მას დახმარება ფრანგმა ღვინის მწარმოებლებმა სთხოვეს, რომლებსაც ღვინო დიდი რაოდენობით უძმარდებოდათ. გამოკვლევის შედეგად მან დაადგინა, რომ ყოველივე ამის მიზეზი საფუარი იყო, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დუღილისას კვდებოდა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი. ლუი პასტერი
რთველი, ნისლი, რთვილი, თოვლი, წვიმა, ქარი, აღმოცენება, ყვავილი, ველი, თიბვა, სიცხე, ნაყოფი. დაასახელეთ ქვეყანა, რომელთანაც ეს სიტყვათა რიგი განუყოფლად არის დაკავშირებული.
საფრანგეთი.
ბევრ თქვენგანს სმენია მელ ბრუკსის შესახებ. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ტალანტით. იგი ხშირად ერთდროულად გვევლინება, როგორც ფილმის რეჟისორი, ასევე სცენარისტი, მსახიობი და კომპოზიტორიც კი. ამ თვისებების გამო, მას შეარქვეს მეტსახელი რომელიც ემთხვევა 1970 წელს გადაღებულ კინოკომედიის სახელწოდებას. დაასახელეთ ეს მეტსახელი. ადამიანი-ორკესტრი
ნიუ-იორკის ერთ-ერთმა სატელევიზიო სტუდიამ დაიწყო სპეციალური გადაცემების გაშვება, რომელთა მეშვეობით სტუდია ეხმარება უძილობით დაავადებულ ხალხს. ამ გადაცემებში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მსახიობი. რას აკეთებს იგი გადაცემის დროს? იგი ამთქნარებს.
ძველი რომაელები მათ შორის ყველაზე მოკლეს უწოდებდნენ ”აურიკულარისს” ანუ ყურისათვის განკუთვნილს, ყველაზე გრძელს კი ”იმპუდიკუს”- ანუ გარყვნილს და აღვირახსნილს. დაასახელეთ კიდევ ერთი მათგანის ქართული სახელწოდება, რომელსაც ძველი რომაელები უწოდებდნენ ”დემონსტრატუს”-ს? საჩვენებელი თითი.
rodesac mas dausves SekiTxva: “daasaxeleT Tqveni sayavareli suraTi?”, man upasuxa: “avtomanqanis nawili, romelic badebs brma cxens, romelic kbens avtomanqanas”. daasaxeleT es pirovneba!
salvador dali
6 ჯგუფიgermaniaSi – muxa, kanadaSi – nekerCxali, holandiaSi – tita, CineTSi – iordasalami, iaponiaSi – qrizanTema, saberZneTSi – dafna, indoeTSi – lotosi, egvipteSi – papirusi, saqarTveloSi - ?
vazi
erT Zvelegviptur religiur himnSi figurirebs RmerTi, romelic “warmoiSva miwisqveSeTis siRrmeSi da Semdeg amovida dedamiwis zedapirze, raTa izrunos egviptis keTildReobaze”. ra erqva am RmerTs?
nilosi
me-20 saukunis dasawyisSi CineTSi gamoica am nawarmoebis pirveli Targmani. bevri mkiTxveli gancvifrebuli aRniSnavda: “es xom Zalian waagavs romans “sami mamaci da xuTi samarTliani”. daasaxeleT ეს ნაწარმოები, თუ ის ბევრ თქვენგანს აუცილებლად ექნება წაკითხული!
“sami muSketeri”
გინესის წიგნის მონაცემებით, შობადობის ყველაზე დიდი კოეფიციენტი იყო დაფიქსირებული კენიაში 1980-1985 წლებში. რომელი ქვეყანა დგას ამ სიის ბოლოში ყველაზე პატარა კოეფიციენტით?
ვატიკანი
ერთ–ერთი წყაროს მიხედვით, ის გახდა ცნობილი წყვილის დისლოკაციის ადგილის შეცვლის მიზეზი. სხვა წყაროს თანახმად, ის ათ წლიანი ომის მიზეზი გახდა. აგრეთვე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დახმარებით განხორციელდა დიდი აღმოჩენა. რაზეა საუბარი, თუ ის დევს შავ ყუთში?
ვაშლი.
1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად, იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა ნივთი მიიტანეს პარლამენტში?
ზარი
ბისმარკის “ამის” წონა იყო 1,965კგ, ბეთჰოვენის — 1,750კგ, კანტის — 1,600კგ. ყველაზე დიდი “ამის” მფლობელი კი აშშ-ში მცხოვრები მარკ უილსონია. 1998 წლისათვის მისი წონა 2,300კგ-ს შეადგენდა. რაზეა საუბარი?
საუბარია ადამიანის თავის ტვინზე.
მისი ღვიძლისაგან ქონს ამზადებენ, ჩონჩხისაგან წებოს, ხორცს საკვებად იყენებენ, ხრტილებისაგან კი კიბოს საწინააღმდეგო წამალს ამზადებენ. თითონ იგი გაუმაძღრი და მეტად ღორმუცელა თევზია. დაასახელეთ ის.
ზვიგენი.
rodesac Suasaukuneebis anatomebma pirvelad daiwyes Sida yuris agebulebis Seswavla, isini gancviprebuli darCnen xveuli klaknili milakebis simravliT, romelTa anatomiaSi garkvevac praqtikulad SeuZlebeli iyo. ra nagebobis saxelwodeba misces yuris am nawils?
labirinTi
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ამ ქვეყნის მესვეურებმა გადაწყვიტეს ახალი დედაქალაქის აშენება. გადაწყდა რომ დედაქალაქი აეშენებინათ ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში, ამისათვის ქაღალდზე გააკეთეს ქვეყნის ტერიტორიის ნახაზი, ამოჭრეს ის და ფარგლის წვერით ცენტრი მოუძებნეს და ცოტა ხანში ჯუნგლების ადგილას აშენდა ქალაქი. დაასახელეთ ეს დედაქალაქი.
ბრაზილია.
Zveli egviptelebi Tvlidnen, rom aseT adamians, sanam igi miaRwevs Tavis mizans, elis didi gza. amitom mas xangrZlivad da zedmiwevniT amzadebdnen am mogzaurobisaTvis. kerZod, fexze mas acmevdnen yvelaze gamZle masalisagan damzadebul TeTr sandlebs. rogor adamianebs amzadebdnen ase egviptelebi?
gardacvlilebs
rogorc cnobilia, Zvel droSi monetebze mravali RvTaeba iyo gamosaxuli. meore mxridan ki xSirad gamoxatavdnen mmarTvels. zogierTi mkvlevaris azriT, swored aqedan modis erTi Zalze cnobili bibliuri fraza. romeli?
მიეცით უფალს უფლისა და კეისარს კეისრისა

среда, 31 марта 2010 г.

გაზაფხულის ტური - პირველი წრის შეკითხვები

I ჯგუფი
ის დაიბადა ფლორენციაში 1454 წელს, 1505 წელს კი მიიღო ესპანეთის ქვეშევრდომობა. დიდება მას მოუტანა მისმა ორმა წერილმა, რომლებიდანაც ერთ-ერთს ერქვა “მუნდუს ნოვუს” – “ახალი სამყარო ან კონტინენტი”. მითხარით მისი სახელი!
ამერიგო (ვესპუჩი)
გერმანიაში, სოფელ უნტერზიმენგინში აგებულია ასეთი რამ. ცენტრში მოთავსებულია სპილენძის მასიური სფერო. მისგან 69 მეტრის მოშორებით ალუმინის ბარდის მარცვალი. კიდევ 57 მეტრის დაშორებით – ცოტათი უფრო დიდი ბურთულა. და ასე შემდეგ – უკანასკნელ სფერომდე, რომელიც მდებარეობს ცენტრალური სფეროდან 7 კილომეტრის დაშორებაზე. რას განასახიერებს ეს კომპლექსი?
მზის სისტემის მოდელია
ის იყო ვექილი “უოტერგეიტის საქმეში” და თვით პრეზიდენტმა ნიქსონმა თქვა მის შესახებ, რომ ქალი, რასაკვირველია, უნდა იყოს ჭკივანი, მაგრამ ასეთ დონემდე ხომ არა. 24 წლის შემდეგ იგი კვლავ იყო იმპიჩმენტის საქმის თანამონაწილე, კიდევ 4 წლის შემდეგ კი გახდა სენატორი. დაასახელეთ ეს ქალბატონი!
ჰილარი კლინტონი (1973 წ იყო “უოტერგეიტის საქმის” სასამართლო გარჩევა)
მაქსიმალურ სიჩქარეს ეს ფრინველი ავითარებს, როდესაც ზის ადგილზე – 555 მეტრი წამში. დამუხრუჭების დროს ფრინველის თავი განიცდის გადატვირთვას, რომელიც რამდენიმე ათასჯერ აღემატება დედამიწის მიზიდულობის ძალას. დაასახელეთ ეს ფრინველი!
კოდალა
(შავი ყუთი) ერთხელ ერთ ჩემი ნაცნობი თავს ევლებოდა ერთ ლამაზ გოგოს და თან ძალიან ერიდებოდა ეს სიტუაცია. ერთხელაც გოგონამ ჰკითხა, თუ ვინ მოსწონდა მას. ნაცნობმა უპასუხა, რომ ხვალ გაუგზავნის მას იმ ქალის პორტრეტს, რომელიც მას უყვარს. ის რაც გაუგზავნა მან მეორე დილას გოგონას დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
სარკე
სამხრეთ ამერიკის აბორიგენები ჭაბუკებს უხვრეტენ ყურებს და ნესტოებს, უჭრიან კანს სხეულზე, შიშვლებს აბავენ ჭიანჭველების ბუდეს, ანდა მარტოს ტოვებენ შუაგულ ჯუნგლებში რამდენიმე დღით საჭმლისა და წყლის გარეშე. ითვლება, რომ ბიჭები, რომლებიც ღირსეულად გაუძლებენ ამ გამოცდას და ცოცხლები დარჩებიან, მზად არიან¼ რისთვის?
ცოლის მოსაყვანად
1602 წლის 12 დეკემბრის ღამეს სავოის ჰერცოგის ჯარებმა დაპყრობის მიზნით განახორციელეს შეტევა ქალაქ ჟენევაზე. მათ მარცხი განიცადეს. ეს მოვლენა ყოველწლიურად 12 დეკემბერს აღინიშნება ჟენევის მაცხოვრებლების მიერ. ეწყობა დიდი ზეიმი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი დიდ ქვაბში იხარშება სუპი. კითხვა: რა როლი ითამაშა სუპმა ქალაქის დაცვის დროს?
მას თავზე ასხავდნენ მომხდურთ
როდესაც ამ მწერალმა წაიკითხა ანტონი ვან ლევენჰუკის წიგნი “ბუნების საიდუმლოებანი”, იგი იმდენად განცვიფრებული დარჩა, რომ გაემგზავრა ლევენჰუკთან და პირადად გაეცნო მას და მის მიკროსკოპებს. ამის შემდეგ მან დაწერა თავისი ორი ცნობილი წიგნი, რომლებსაც საფუძვლად დაედო მიკროსკოპების გაცნობით მიღებული შტაბეჭდილებები. დაასახელეთ ეს მწერალი!
ჯონათან სვიფტი, “გულივერის მოგზაურობა”
კრიმინალისტიკაში არსებობს ასეთი ცნება – “ნაბიჯის სიგანე”. საშუალოდ ნაბიჯის სიგანე მერყეობს 6-დან 12 სანტიმეტრამდე. კითხვა: რომელი პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ “ნაბიჯის სიგანე” უარყოფითი?
მანეკენებს (მოდელებს)
ამ სამსახურის იდეა ამერიკელ ელენ ჩერჩ მარშალს გაუჩნდა. მისი დებიუტი 1930 წ. 15 მაისს შედგა. პირველი ინსტრუქცია, რომელსაც იგი ასრულებდა იყო შემდეგი: მას უნდა დაექოქა საათი, მოეკლა ყველა ბუზი სალონში, აეკრძალა მგზავრებისათვის სიგარეტის ნამწვავების ფანჯრიდან გადაგდება და, თუ ეს საჭიროებას წარმოადგენდა, მათი ფეხსაცმელებიც გაეწმინდა. ამასთან ერთად, იგი მუდამ გაღიმებული უნდა ყოფილიყო. ვინ იყო ელენ ჩერჩ მარშალი?
პირველი სტიუარდესა
ეს დაწესებულება 1800 წელს დააარსა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა. 1815 წელს მას ახალი სული შთაბერა პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა შესწირა რა ამ დაწესებულებას საკუთარი კოლექცია, რომელის შეიცავდა 6487¼ რას?
წიგნს
იაპონიაში გამოცდილი მძღოლები ასე არიგებენ დამწყებებს: “თუ ადამიანს დაეჯახე, პირველ რიგში გააკეთე ეს და მერე კი სასწრაფო დახმარებას გამოუძახე”. თუ თქვენ ასე მოქცევით, სასამართლო ამას მიიჩნევს შემამსუბუქებელ გარემოებად. მაშ, რა უნდა გააკეთოს იაპონელმა მძღოლმა პირველად?
ბოდიში მოიხადოს





II ჯგუფი
1989 წელს ფიზიკოსმა ტიმ ბერნერს-ლიმ ევროპის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრს შესთვაზა ინფორმაციის გამანაწილებელი ახალი სისტემის კონცეფცია. მისი ჩანაფიქრით, ეს სისტემა დაეხმარებოდა მთელი მსოფლიოს ფიზიკოსებს სწრაფად გაეცვალათ ინფორმაცია. კითხვა: რის მამად ითველება ტიმ ბერნერს-ლი?
ინტერნეტის
ძველ ეგვიპტეში ეს სასმელი ფუფუნებად ითვლებოდა, მისი გაუზავებლად დალევის უფლება კი ჰქონდა მხოლოდ ფარაონს და მის დაახლოებულ პირებს. დღეს კი ეს სასმელი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში იყიდება. დაასახელეთ ეს სასმელი!
რძე
პოლონეთში - მეშკო I, უნგრეთში - იშტვან I, დანიაში - ჰარალდ ლურჯკბილა, ნორვეგიაში - ოლაფ ტრიგვესონი, შვედეთში - ოლაფ სკოტკონუნგი. საქართველოში _ ?
პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე გახლავთ მირიან III.
სულხან-საბა ორბელიანი თავის “მოგზაურობა ევროპაში” წერს: “ეს ქალაქი ზღვაში იყო. სამგნით ზღვა ევლო, ცალგნით ვიწრო სრუტე¼ ის ქალაქი ერთიოს ხელმწიფისა იყო. ყმა არავისია”. დღესდღეობით ეს ქალაქი ერთ-ერთი სახელმწიფოს დედაქალაქია. რომელი ქალაქი ჰქონდა მხეველობაში სულხან-საბა ორბელიანს?
მონაკო
(შავი ყუთი) “იგი ყველაზე საოცარია იმ იარაღებს შორის, რომლებსაც ადამიანი ფლობს, _ წერდა ხ. ლ. ბორხესი, _ მიკროსკოპი და ტელესკოპი თვალის გაგრძელებაა, ტელეფონი _ ხმის, გუთანი და დაშნა _ ხელების. ის კი მეხსიერებისა და წარმოსახვის გაგრძელებაა.” რა ჰქონდა მხედველობაში მწერალს?
წიგნი
ინგლისის ქალაქ რიდუეიში, ერთ-ერთ საზოგადოებრივ შენობაში დაყენებული იქნა ხმაურმზომი. თუ ხმაური აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს, ირთვებოდა მაგნიტოფონი და დაწესებულების ხელმძღვანელის ხმა მოუწოდებდა ყველას საჩუმისაკენ. კითხვა: რა იყო განლაგებული ამ შენობაში?
სკოლა
“ის დაწყევლილია თავად ბედისწერის მიერ. იქ, სადაც ის დგავს ნაბიჯს, ბალახიც კი არ იზრდება, მეგობრები კი ყოველთვის ტრიალდებიან მისკენ ზურგით.” ვის შესახებ ამბობენ ასე ლათინურ ამერიკაში?
ფეხბურთის მეკარე
ამ ადამიანის სიცოცხლე არსებითადაა დაკავშირებული ორ თვესთან. ერთთან - ტრაგიკულად, ამ თვეში იგი მოკლეს; მეორეს კი სახელწოდება მიეცა სწორედ ამ პიროვნების პატივსაცემად. დაასახელეთ ეს ორი თვე!
იულიოს კეისარი მოკლეს მარტის იდების დროს, მის პატივსაცემად სახელწოდება მიეცა ივლისს
სახარას ტრამალებში ჩკარგულია მცირე ქალაქი აღადესი. ამ ქალაქში ცხოვრობენ მდიდრებიც და ღარიბებიც, მაგრამ არ არის მიღებული საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირება. ამიტომ ყველას აცვია ერთნაირი უდაბნოში გამოსადეგი და დაფლეთილი ტანცაცმელი, იკვებება ერთნაირად დაბალხარისხიანი საკვებით. არის სულ ორი ფაქტორი, რომელიც განასხვევებს მდიდარს ღარიბისაგან: პირველი – მდიდარს უფრო დიდი ზომის სახლი გააჩნია. დაასახელეთ მეორე!
მას ბევრი ცოლი ყავს
ამ სამივე ქართველ მეფეს უყვარდა ნადირობა. სამივეს ნადირობისას მოხდა ისეთი რამ, რასაც საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვენლობის მოვლენა მოჰყვა. დაასახელეთ სამივე მეფე!
ფარნავაზი _ იპოვა განძი, მირიან III და ვახტანგ გორგასალი
ერთხელ სჯულის კანონის მასწავლებელმა თავის აღსაზრდელს, დედოფალ ვიქტორიას ვაჟს, ტახტის მემკვიდრე პრინც ედუარდს, რომელიც რაღაც გასართობით იყო დაკავებული ჰკითხა “ ვინ არის მეფეზე ძლევამოსილი ?”. რა პასუხი გასცა დაუფიქრებლად ედუარდმა?
“მეფეზე ძლევამოსილი არის მხოლოდ ტუზი!”
1947 წელს ქალაქ მარამბაში ერთ ცნობილ პიროვნებას ძეგლი დაუდგეს. 60-იან წლებში ქალაქში იმყოფებოდა დედოფალი ელისაბედ II. “იგი ჩვენი ხალხის სიამაყეა!”_ განაცხადა დედოფალმა ძეგლთან და პატივისცემის ნიშნად ფეხთ გაიხადა და ისე ავიდა ძეგლის კვარცხლბეკზე. რა მდებარეობს ქ.მარამბადან 11კმ-ს დაშორებით?
ჩანჩქერი ვიქტორია (ძეგლი დაუდგეს დ.ლივინგსტონს ზამბიაში)



III ჯგუფი
მოცარტს ბედმა არგუნა ურთიერთობა ჰქონოდა ორ დიდ იტალიელთან. ერთ-ერთი მათგანია – ანტონიო სალიერი. მეორე მოცარტმა სპეციალურად მოიწვია, როგორც ტექსტის რედაქტორი ოპერისათვის “დონ ჟუანი”. დაასახელეთ ეს მეორე!
ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა
ერთი შვეუცარიული სოფლის მცხოვრებლები ედავებიან რამდენიმე ფრანგულ კომპანიას იმაში რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას სოფლის სახელი შეუნარჩუნდეს. შვეიცარიელების ძირითადი არგუმენტია ის, რომ ისინი ამ პროდუქციას აწარმოებენ უკვე ათას წელზე მეტია, ცოლო მისი ფრანგული ანალოგი, მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, მხოლოდ XVI საუკუნიდან იწარმოება. მაშ, რა ქვია ამ სოფელს?
შამპანი
დედამიწის თითქმის ყველა ხალხები თვლის დროს იყენებენ ათობით ათვლას ან ხუთობით ათვლას. ეს არც არის შემთხვევითი _ ხელზე ყველას ხუთი თითი აქვს. მაგრამ აი, იუკის ტომის ინდიელები მთელს კაცობრიობას უპირისპირდებიან და ოთხობით თვლას იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათაც 5-5 თითი აქვთ. რა აქვთ მათ, ისევე, როგორც ჩვენ _ 4?
შუალედი თითებს შორის
ტრადიციულ კორეულ ფერწერაში მხატვრები ხატავდნენ პორტრეტებს, პეიზაჟებს, ცხოველებს და 4 “კეთილშობილ მცენარეს”: ქლიავის ხეს, ქრიზანთემას, ორქიდეას და დაასახელეთ მეოთხე.
ბამბუკს.
(შავი ყუთი) შვეიცარიის ველებზე ორი ტიპის ქარი უბერავს – ატლანტიკიდან მობერილი ქარი – რომელიც მეტად ცივი და ნესტიანია და სახელად ბრიზი ეწოდება და მშრალი და თბილი ქარი ალპებიდან, რომლის სახელწოდებაც ქვია მას რაც დევს შავ ყუთში, და რომელიც ბევრს ამ დარბაზში მსხდომთაც გამოუყენებიათ. მაშ, რა დევს შავ ყუთში?
ფენი
მე-19 საუკუნის I ნახევარში მოდის მიმდევარ მანდილოსანთა საზაფხულო გარდერობში აუცილებლად შედიოდა გრძელი პერანგი კალთაზე მიმაგრებული ტყვიის ბურთულებით. რისთვის გამოიყენებოდა ეს ჩაცმულობა?
საბანაოდ
კეჩუას ინდიელები უწოდებენ ამას “კენტი”, გუარანის ინდიელები – “მაინუმბი”. ორივე სიტყვა ერთნაირად ითრგმნება – “ცისარტყელას წვეთი”. რის შესახებაა საუბარი?
ჩიტი კოლიბრი
“ადამიანური უსამართლობის ძეგლი” – ასე უწოდა ალექსანდრე ჰუმბოლდტმა მსოფლიო გეოგრაფიის ისტორიის ამ ფაქტს. ვის დაუდგეს ეს ძეგლი ვის მაგივრად?
ამერიგო ვესპუჩის ქრისტეფორე კოლუმბის ნაცვლად
შუა საუკუნეების ევროპულ ქალაქებში ძალზე ვიწრო ქუჩები იყო და ამიტომ სუფთა ჰაერი ძალზე ჭირდა. მდიდრებს სპეციალურად ჰქონდათ გაკეთებული ბაღები, სადაც ისინი სეირნობდნენ. სად სეირნობდნენ და სუნთქავდნენ სუფთა ჰაერით ღარიბები?
სასაფლაოებზე
ძველად აღმოსავლეთ ევროპაში საქორწინო წეს-ჩვეულებებს შორის, იყო ასეთი ჩვეულება: ახალდაქორწინებულების საძინებელი ოთახის კუთხეებში დგამდნენ ჭურჭელს (დოქს). რა იყო ამ ჭურჭელში?
თაფლი.
კუბელმა უილიამ კალიხომ, რომელიც მუშაობს “მარიო ალარკონის ფაბრიკაში” რამდენიმე წლის წინ 4 დღეში შექმნა ეს სიგრძით 3 მ და 40 სმ. ამით მან გააუმჯობესა თავისი თანამემამულის მანუელ ჰუსმანის რეკორდი, რომელსაც მანამდე ეკუთვნოდა რეკორდი – 2,9 მ. გასაგებია, რომ ასეთ გიგანტურ ზომებს ადამიანი ვერ გამოიყენებს, მაგრამ “მარიო ალარკონისათვის” მშვენიერი რეკლამა გამოვიდა. დაასახელეთ ზუსტად, რას აწარმოებს ეს ფაბრიკა?
სიგარებს.
იალტის კონფერენციის წინ სტალინმა ბრძანა დაემზადებინათ შპაგინის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამი ცალი სასაჩუქრო ვარიანტი. ორი მათგანი კონფერენციაზე გადაეცათ ადრესატებს. მესამე კი მოხვდა სსრკ შეიარაღებული ძალების მუზეუმში. ვისთვის იყო განკუთვნილი მესამე საჩუქარი?
შარლ-დე-გოლისათვის.



IV ჯგუფი
ოკეანიის მცხოვრებლებში ოდითგანვე გავრცელებულია ზღვის “რუკები” ისინი წარმოადგენენ სელისაგან დაწნულ ქსელს, რომლებიც აღნიშნავენ ზღვის დინებებს, ტალღების მიმართულებებს და მათ შორის მანძილს. რას აღნიშნავენ ნიჟარები ასეთ რუკებზე?
კუნძულებს.
ევროპარლამენტი ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, რომელიც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანას უწევს კოორდინაციას. ის ფინანსდება მისი წევრი ყველა ქვეყნის მიერ. როგორ ფიქრობთ, რაზე იხარჯება მასში ყველაზე დიდი თანხა, მთელი ბიუჯეტის 60%?
თარგმანებზე (თარჯიმნების ხელფასებზე).
ზოგიერთი წამლები აუმჯობესებენ სისხლით მომარაგებას, იღებენ რა მას ჭარბად მომარაგებული უბნებიდან და გადასცემენ ცუდად მომარაგებულ ორგანოებს. ვის სახელს ატარებს ეს ეფექტი?
რობინ ჰუდის.
ჟურნალისტმა ვინმე იაროსლავმა მოიფიქრა ასეთი იგავი, რომელიც ილუსტრირებას უკეთებს ფსიქოლოგიურ განსხვავებას ადამიანების ამ ორ ჯგუფს შორის: მიდის 2 ადამიანი, მოულოდნელად დაინახეს ზარდახშა. “საინტერესოა საიდან მოხვდა ის აქ” – გაიფიქრა ერთმა, გაიფიქრა პირველი ჯგუფის წარმომადგენელმა. “საინტერესოა, რა არის მასში?” გაიფიქრა მეორე ჯგუფის წევრმა. დაასახელეთ ეს 2 ჯგუფი.
ქალები და კაცები
(შავი ყუთი) ქალაქ ნალჩიკის - ყაბარდო ბალყარეთის დედაქალაქის დასახელება აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ეს საგანი აღნიშნულია ქალაქის გერბზე. თუმცა ყაბარდოელი ცხენები და ჯიგიტები აქ არაფერ შუაშია. სინამდვილეში მისი სახელის მიზეზია მთების მასივი, რომელიც მას სამი მხრიდან აკრავს. ეს საგანი დევს შავ ყუთში. რა?
ნალი
ფრთიანი ფრაზა მას სამკურნალო თვისებებს მიაწერს. ხოლო ჯონ აპლაიკის რომანის “კენტავრი” ერთი მოსწავლე სრულიად მოულოდნელად ასახელებს მას პასუხად მასწავლებლის შეკითხვაზე: “რომელი ეროზიული აგენტები იცითო”.
დრო.
კოლორადოს უნივერსიტეტის ზოოლოგების დაკვირვებით, ემ ცხოველების თავზე თმების განლაგება მეტყველებს მათ ტემპერამენტზე. თუ შუბმზე ლაქა მაღალზე აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ, მაშინ ისინი ნერვიულები და აგრესიულები არიან, ხოლო თუ თვალებს შორის არის – მაშინ წყნარი თვისებები ახასლათებთ. თუ მიხვდით რა ცხოველებზეა საუბარი, მაშინ დაასახელეთ თუ რისთვისაა საჭირო ეს გამოკვლევები?
კორიდაზე წასაყვანად.
ამ გამოგონებაში სამ ადამიანს მიუძღვის წვლილი. პირველმა – ვაინჰოდმა – 1879 წელს გააკეთა ეს ნივთი. მეორემ – დიუარმა – 1890 წელს შევერცხლა იგი. მესამემ – ბურგერმა – მიუჩინა მას ადგილი სამზარეულოში. თქვენ ყველას თითო ასეთი ნივთი ოჯახში აუცილებლად უნდა გქონდეთ. რომელ ნივთზეა საუბარი?
თერმოსი
რობესპიერმა ერთ ქალს 2 შვილი მოუკლა. მისი დასჯის დღეს ეს ქალბატონი ეშაფოტთან იდგა და როდესაც რობესპიერი დასაჯეს, თეატრალურად წამოიძახა ერთი სიტყვა.რა სიტყვა?
ბის
ერიხ ფრომი ამბობდა, რომ ადამიანები მორტოსულნი არიან იმიტომ, რომ პირველების ნაცვლად აგებენ მეორეებს. პირველები, ენციკლოპედიის თანახმად, არსებობს მოცურავე, გადასატანი (მოსახსნელ-დასამონტაჟებელი), ჯაჭვის, ბეწვის, დაკიდული, ბოძებზე, თაღებიანი და ა.შ. მეორეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კი შექმნა ინგლისურენოვანმა როკ-ჯგუფმა. დაასახელეთ პირველიც და მეორეც!
ხიდები და კედლები (“პინკ ფლოიდის” “კედელი”)
ჩინური ხალხური თქმულება ამბობს, რომ თუ ქალი სიზმარში ნახავს წყალში ჩავადრნილ ხმალს, ის მალე გარდაიცვლება. რა მოხდება თუ ის იღებს ხმალს წყლიდან?
მალე შვილი შეეძინება.
რუსი მხატვრის პეტრე მალკოვის იუმორისტულ ჩანახატზე გამოსახულია ორი გამოჩენილი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანია მხატვარი, პოსტიმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. თუ მიხვდით რომელ მხატვარზეა საუბარი, დაასახელეთ მეორე პიროვნება, ამერიკელი პროფესიონალი სპორტსმენი და გაითვალისწინეთ, რომ ისინი შემთხვევით არ არიან ერთად გამოსახულნი.
მაიკ ტაისონი.

V ჯგუფი
როგორც მოგეხსენებათ ძველეგვიპტური იეროგლიფები ამოხსნა გამოჩენილმა ფრანგმა ეგვიპტოლოგმა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა. ამაში მას დაეხმარა ორი სახელი, თანაც პირველი სახელის მე-4, მე-3 და 1-ლი ასოები (იეროგლიფები) დაემთხვა მეორე სახელის მე-2, მე-4 და მე-5 იეროგლიფებს. პირველი სახელია პტოლემეოსი. მეორე?
კლეოპარტა.
ჩვ. წ. პირველ საუკუნეში რომის იმპერატორმა ნერონ კლაუდიუს ცეზარმა გაგზავნა მონები მთაში. რაც მათ მოიტანეს, იმას დაუმატეს თაფლი და ხილი. მაშ, რისთვის გაგზავნეს მონები?
თოვლისათვის (ყინულისათვის).
ძველ ბერძენ ზღვაოსნებს ჰქონდათ ასეთი წეს-ჩვეულება: ღამით გემის ერთ-ერთ ანძაზე ისინი კიდებდნენ ცხვრის ტყავს. კითხვა: რისთვის?
წურავდნენ და ღებულობდნენ მტკნარ წყალს
მეორე საუკუნეში დაწერილ აპოკრიფულ თხზულებაში “სოლომონის სიბრძნე” ნათქვამია, რომ ეს არის ურწმუნო სულის ძეგლი. აი, თუ როგორ გამოიყურება ეს ძეგლი, თქვენ შეიძლება გაიგოთ (ან უკვე იცით), თუ დაკვირვებით წაიკითხავთ ბიბლიას. ყურადღება კითხვა – რისგან არის დამზადებული ეს “ურწმუნო სულის ძეგლი”
მარილისაგან
(შავი ყუთი) მობილური ტელეფონების სადგურები გამოიყურება როგორც ანძები, რომლებიც ძალზე აფუჭებენ პეიზაჟს, ამიტომ აშშ-ში დაიწყეს მისი შენიღბვა – როგორც ფიჭვის ხეები, ქარის წისქვილები, კლდეები, საეკლესიო ზარები. რად ნიღბავენ მათ აშშ-ს სამხრეთ შტატებში, თუ ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ზომისა დევს შავ ყუთში?
კაქტუსი.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდია “ახალი სომხების” ერთ-ერთ გამოსვლაზე ნახსენები იყო “ცივილიზაციის ისეთი მიღწევების” შესახებ, როგორიცაა “შაითან – ორპირი ქარი” და “ბიულ-ბიულ ჭა”. დაასახელეთ, თუ რას გულისხმობდნენ ისინი ამ სიტყვების ქვეშ.
კონდინციონერი და ჯაკუზი.
ღმერთი სლამპანდაი მუდმივად ქმნის ადამიანებს. და ყოველთვის, როდესაც მორიგ ბავშვს დაამზადებს, მიჰყავს ის სხვა ღმერთებთან, რომლებიც ბავშვს უსვამენ ერთადერთ შეკითხვას: “რა გინდა რომ გეჭიროს ხელში?”. კითხვა, რაზე ახდენს გავლენას ბავშვის პასუხი?
მის სქესზე (გოგო იქნება თუ ბიჭი).
1998 წელს გამოჩნდა ახალი კომპიუტერული თამაში “რბოლა გვირაბში”. დაასახელეთ ქალბატონი, რომელიც ზის ამ თამაშის დროს უკანა სკამზე.
პრინცესა დაიანა.
ერთხელ გენადი ხაზანოვმა Yთქვა: “თუ გინდა, რომ გადაეხვიო და ჩაეხუტო მთელ მსოფლიოს იყიდე ეს” რა?
გლობუსი.
ლათინურ ენაზე: “შექმნილი” – კრეატურა. “გაფერადებული” – პოლიტურა. “დახატული” – პინტურა. გადამითარგმნეთ ლათინურად სიტყვა “დასვრილი, ჭუჭყიანი”
მაკულატურა.
1949 წელს ალბერტ აინშტაინმა დაწერა ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელშიც პატიებას სთხოვდა ამ ადამიანს. ვის?
ისააკ ნიუტონს.
კონფუცი თვლიდა ცუდ მმართველად იმას, ვინც ხალხს სძულდა, ცოტათი უკეთესად იმათ, ვინც ხალხს უყვარდა. ვის სთვლიდა ის საუკეთესო მმართველად?
ვისაც ხალხი ვერ ამჩნევდა (ითვლება – არ იცნობდა).










VI ჯგუფი (საბაზო სკოლები)
ზიმბაბუეს ნაციონალურ პარკში სეირნობისას 50 წლის ამერიკელმა ტურისტმა დაკარგა საფულე. მან ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა. ქურდი სწრაფად აღმოაჩინეს, მით უმეტეს რომ მას დამალვა სულაც არ უცდია. მაგრამ ის არ დაუპატიმრებიათ. რატომ?
მაიმუნი იყო.
ჰოკაიდოზე ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრი, რომელსაც იაპონელები იუკიგასენს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ის პოპულარულია ევროპაშიც, ძირითადად კი სკანდინავიის ქვეყნებში. სპორტის ამ სახეობის სახელწოდებაში ფიგურირებს თოვლი, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვობაში ყველა ჩვენგანს მიუღია მონაწილეობა ამ შეჯიბრში. მაშ, რაში ეჯიბრებიან ერთმანეთს იუკიგასენის მონაწილეები?
გუნდაობაში.
მიქელანჯელო სტუმრად იყო ნაკლებად ნიჭიერ კოლეგასთან, რომელმაც მას თავის სახლი დაათვალიერებინა, თან უთხრა, რომ მან დარბაზის კედლები შეათეთრებინა, რათა მერე მოეხატა. რა ურჩია მიქელანჯელომ კოლეგას?
ურჩია დაეტოვებინა თეთრი კედლები.
ვინც საჭმელად ვარგისი მოლუსკების მოშენებითაა გატაცებული, “ეს” მისთვის დიდი დაბრკოლებაა. ამის გამო მოლუსკები საჭმელად უვარგისი ხდება. სელექციონერები მუშაობენ ისეთი მოლუსკების გამოსაყვანად,რომელშიც “ის” არ იქნება. რაზეა საუბარი?
მარგალიტი
(შავი ყუთი) მომავალი იმპერატორის კონსტანტინე VI-ს საცოლის შესარჩევად, მისმა დედამ რეგენტმა ირინამ ყველა ქალაქში გააგზავნა შიკრიკები, გრაგნილით, რომელშიც მითითებული იყო მომავალი დედოფლის ასაკი, სიმაღლე და სხვა მახასიათებლები. ყველაზე საოცარია, რომ სარძლოს ასარჩევად შიკრიკებს კიდევ დაურიგეს ის, რაც დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ფეხსაცმელი
ესპანეთის კუნძულ პალმა დე მაიორკაში გაიმართა ფოსტალიონის გაბრიელ გრანადოსის სასამართლო. ბრალდების მხარემ მოითხოვა მისთვის 384 912 წელის მისჯა, სერიული დანაშაულებისათვის, რომელთა რაოდენობა 42 768 – ს შეადგენდა. რა დანაშაულს სჩადიოდა ის?
არ არიგებდა წერილებს.
პალესტინაში იყო 2 ქალაქი სოდომი და გომორი, მათი მცხოვრებნი საყოველთაოდ ცნობილნი იყვნენ თავისი გარყვნილებით. უფალმა დასაჯა ეს ქალაქები, მოუვლინა მათ ცეცხლის წვიმა და მოსპო იქ ყოველივე ცოცხალი. რა მდებარეობს ახლა იმ ადგილზე?
მკვდარი (მარილიანი) ზღვა.
რას უდრის პარიზის მერიდიანის მეოთხედის ერთი მემილიონედი ნაწილის სიგრძე?
ერთ მეტრს.
ალ. დიუმა (მამა) თავის კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებში წერს: “აქ მისვლისას მე აღმოვჩნდი ზღვის, მდინარისა და ტბის შუა და ამიტომ ბუნებრივია პირველად თევზი მოვითხოვე.” მაშ, რომელ ქალაქში იმყოფებოდა ალ.დიუმა?
ფოთში
ერთხელ ერთ ჯამბაზს იტალიაში შეუსრულებია საცირკო ნომერი ბოთლის გამოყენებით და წარმოდგენა ჩაშლია, ბოთლის იტალიური სახელწოდებიდან მოდის სიტყვა, რომელიც დაღმასვლას, მიზნების შეუსრულებლობას, სრლ კრახს ნიშნავს. დაასახელეთ ეს ცნობილი სიტყვა.
ფიასკო
ამ მწერმა მუჰამედის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა, როცა ის მექადან მედინაში გარბოდა. რომელ მწერზეა საუბარი?
ობობა
რუსული “მატრიოშკა” მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ძველ ბერძნებსაც ქონდათ ასეთი რამ. ეს იყო დიდი სათამაშო, რომელშიც სხვა პატარა სათამაშოები ელაგა, მათ ყველას საკუთარი სახელები ქვიოდათ. კითხვა:რისი ფორმა ქონდა დიდ სათამაშოს?
ცხენის.

вторник, 23 марта 2010 г.

ზამთრის სეზონის ფინალური ტური

სუპერფინალი
აპოლონიუს როდოსელის „არგონავტიკაში“ რთული ამოცანის წინაშე მყოფი იასონი მედეას დახმარებას სთხოვს. რათა დაარწმუნოს მედეა, რომ დაეხმაროს მას, მახვილგონიერი იასონი მიმართავს ანალოგიას და უყვება ქალ-ვაჟის ისტორიას, სადაც ქალი ეხმარება ვაჟს რთული ამოცანის შესრულებაში. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ ქალ-ვაჟის სახელები.
არიადნე და თეზევსი
მე-16 საუკუნის კასტილიაში ისინი მეზობელი ჰოლანდიიდან შემოსულ ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იმ ეპოქის ადგილობრივ მოსახლეობას ისინი გოლიათები ეგონა. მათ სალვადორ დალიმ თავისი ნახატიც კი მიუძღვნა. დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
ქარის წისქვილები.
შვედი მხატვრის - ლინგსტრემის სამი სურათი თაღლითებმა გააყალბეს. მხატვარმა პოლიციის ინსპექტორის რჩევა გაითვალისწინა და თავის ნახატზე, სიყალბისგან დასაცავად ტოვებდა - რას?
თითების ანაბეჭდებს.
თავდაპირველად მისი აშენება იგეგმებოდა ე.წ „არლინგტონის ფერმების“ ტერიტორიაზე. ამ მიზნით მოხდა სპეციალური გზების გაყვანა, რომლებიც ერთმანეთს გეგმის თანახმად 108 გრადუსის კუთხით კვეთენ. თუმცა საბოლოოდ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ადგილი დაიწუნა იმ მიზეზით, რომ ფუჭდებოდა ხედი დედაქალაქზე და მშენებლობამ დაგეგმილი ადგილიდან რამოდენიმე კილომეტრით გადაიწია. საბოლოოდ მშენებლობა 1943 წლის იანვარში დასრულდა. დაასახელეთ ამ მშენებლობის შედეგი.
პენტაგონი.
(შავი ყუთი) საფრანგეთის ქალაქ ტულონის მცხოვრებლები ამ მიზნით იყენებდნენ გაწვრთნილ თოლიებს. ამერიკელები ატარებდნენ ექსპერიმენტებს მერცხლებთან, რუსები კი შევარდნებთან. აი, პარიზელებმა კი ძეგლი დაუდგეს მას რაც არის შავ ყუთში. მაშ, რა არის შავ ყუთში?
მტრედი 
დაასახელეთ ადამიანი, რომელიც რაფაელის ფრესკაზე „ათენის სკოლა“, განმარტოებით კიბეებზე გდია.

დიოგენე.
მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?
ჩანგალი.
ეს სიმბოლო მართმადიდებლური სარწმუნოებისა, შეადგინეს წმიდა მამებმა ნიკეას და კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაზე, იგი განიყოფებოდა 12 წევრად ანუ მუხლად და მისი ცოდნა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. დაასაზელეთ მართმადიდებლური სარწმუნოების ეს სიმბოლო.
მრწამსი.

1968 წელს ერთი ინდოელი ჟურნალისტი აგროვებდა მასალას საბჭოთა ჯარების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შესახებ. მან არ იცოდა ჩეხური ენა და დასახმარებლად თავის ჩეხ კოლეგას მიმართა კითხვით, თუ რაზე წერენ ძირითადად მათი გაზეთები. მან უპასუხა: „ჩვენ გაზეთებში იბეჭდება სიმართლე, ნახევრად სიმართლე და ტყუილი. სიმართლე იწერება სპორტულ განყოფილებებში, ნახევრად სიმართლე „ამ განყოფილებებში“, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ტყუილია!“ ამ ჩეხის აზრით, კონკრეტულად რომელ განყოფილებებში იბეჭდებოდა ნახევრად სიმართლე?
ამინდის პროგნოზში.
ნაპოლეონი ამბობდა „რუსეთში 3 ძირითადი ქალაქი მაქვს ასაღები, თუ პირველი ავიღე - ფეხებში ჩავჭიდებ მას ხელს, თუ მეორე - მხრებში და თუ მესამე - გულში ჩავცემ მახვილსო.“ პირველი იყო კიევი. დაასახელეთ მეორე და მესამე ზუსტი თანამიმდევრობით.
პეტერბურგი და მოსკოვი.
ამ ადამიანის მშობლიური ქვეყნის გერბს ამშვენებს წარწერა:“აქ ჩვენ თავისუფლებისადმი სიყვარულმა მოგვიყვანა“. აღსანიშნავია ფაქტი, რომ 1995 წელს ის მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც 10 წლის შემდეგ გაირკვა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ პირველი ადგილი მას მშობლიურ ქვეყანაშიც დაეკავებინა. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.
ჟორჟ ვეა.
ბიოლოგიაში არსებობს ეფექტი, რომლის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს თევზი ლატიმერია. მეცნიერები თვლიდნენ, რომ ლატიმერია 70 მილიონი წლის წინ ამოწყდა, თუმცა 1938 წელს, კომორის კუნძულებთან პირველად მოხდა ამ არსების ცოცხალი ეგზემპლიარის აღწერა, ხოლო მოგვიანებით კი ამ თევზის, ბუნებრივ პირობებში გადაღებაც კი. ზემოთხსენებული ბიოლოგიური ეფექტი, ახალი აღთქმის პერსონაჟის სახელს ატარებს. დაასახელეთ ამ პერსონაჟის სახელი.
ლაზარე.

пятница, 18 декабря 2009 г.

ნახევარფინალი

1 ნახევარფინალი
მსოფლიო ეკრანის კომიკოსმა ჩარლი ჩაპლინმა ჩაულაპარაკა ეპოქის სახელგანთქმულ მეცნიერს: "მე ტაშს მიკრავენ ნიშნად იმისა, რომ ჩემი შემოქმედება ყველასათვის გასაგებია, თქვენ კი ვერ გიბედავენ ტაში არ დაგიკრან, თორემ თქვენი არაფერი გაეგებათ". ვის მიმართა ჩაპლინმა ამ სიტყვებით?
ალბერტ აინშტაინს.
რუსეთის ამ მეფემ საკუთარი შვილიც კი გაიმეტა და მოკლა, იგი გამორჩეული იყო თავისი სიმკაცრით, ამიტომ შთამომავლობამ მას შესაბამის ეპითეტი მოუძებნა, ამ ეპითეტიდან წარმოიშვა ერთ - ერთი რესპუბლიკის დედქალაქის სახელიც. დაასახელეთ ეს მეფე.
ივანე მეოთხე "მრისხანე"
ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს, რომ მანდილოსანს მამაკაცის დასათვალიერებლად ჰყოფნის 45 წამი. 10 წამი ის აკვირდება ფიგურას,8 წმ-თვალებს, 7 წმ-თმებს, 10 წმ -ტუჩებს, 5 წმ -მხრებს. რას აკვირდება ის ბოლო 5 წამის განმავლობაში?
თითებზე, ან ბეჭედზე. (საქორწინო ბეჭედი თუ აქვს)
ჰოლანდიასა და ბელგიაში ეს არის სავალდებულო, ავსტრალიის მოქალაქე ამის იგნორირებისათვის შეიძლება დააჯარიმონ, საბერძნეთის მოქალაქეს კი შეიძლება პასპორტიც წაართვან. რა ვალდებულებაზეა საუბარი?
არჩევნებში მონაწილეობა.
(შავი ყუთი) ეს მცენარე მცენარეთა შორის ყველაზე დიდ ნაყოფს იძლევა. წარმოშობით ის ტროპიკული ამერიკიდანაა და ევროპაშიცაა მოშენებული. იგი საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. მისი ნაყოფი კი დევს შავ ყუთში. რა დევს შავ ყუთში?
გოგრა
რა სასჯელი იყო გათვალისწინებული გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში თვითმკვლელობის მცდელობისათვის?
დახვრეტა (სიკვდილით დასჯა).
1972 წელს ახალგაზრდა ინდოელმა მისწერა ჯონ ლენონს, რომ მისი ოცნებაა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, მაგრამ არა აქვს ფული და თხოვდა გამოეგზავნა მას საჭირო თანხა. ლენონმა უპასუხა: "ჩაუღრმავდით მედიტაციას და შეძლებთ მთელი სამყარო დაინახოთ თქვენს წარმოსახვაში". გარკვეული ხნის შემდეგ ეს ინდოელი მაინც გაემგზავრა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ. როგორ იშოვა მან ფული?
გაყიდა ლენონის წერილი.
ავსტრალიური დოლარის მონეტაზე გამოსახულნი არიან ფაუნის წარმომადგენლები: სირაქლემა ემუ, ფრინველი კივი, იხვნისკარტა, კენგურუ, კოალა, ძაღლი დინგო. ვინ ან რა არის გამოსახული ერთდოლარიან მონეტაზე?
ავსტრალიელი ადამიანი. (აბორიგენი)
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატებზე მუდმივად არის მსაჯობის პრობლემა. ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ. ერთხელ ესპანეთის ნაკრების წარმომადგენელმა მეოთხედფინალის წინ ივარაუდა, თუ რამდენ ბარათს მიიღებდა ესპანეთის ნაკრები მსაჯისგან იმ თამაშზე. დაასახელეთ რა ფერის და რამდენი ბარათის ჩვენება ივარაუდა ხუმრობით მან?
ორი წითელი და ერთი ყვითელი ბარათი (კომენტარი: ესპანეთის დროშის ფერებია)
რამდენიმე წლის წინ ერთმა მილანურმა ფირმამ მილანის რამდენიმე უბნის ბიჭს დაურიგა ორიგინალური საჩუქრები - შურდულები, წარწერით: "ერთგული თანამშრომლობისათვის". თუმცა ბიჭებს ალბათ არასოდეს უფიქრიათ, რომ თავიანთი ქმედებებით ისინი ზრდიან ამ ფირმის შემოსავალს. მაშ რას აწარმოებს აღნიშნული ფირმა?
მინებს (ფანჯრის მინებს).
ძველ რომში ცხოველს უწოდებდნენ "ინსტრუმენტუმ სემივოკალეს". იარაღს "ინსტრუმენტუმ მუტუს". ყურადღება შეკითხვა: ვის, ან რას უწოდებდნენ ისინი "ინსტრუმენტუმ ვოკალეს?"
მონას.
ჩეროკის ტომის ინდიელები ყჰვებიან ზღაპარს წისქვილზე, რომლიდანაც ძაღლი ყოველ ღამე იპარავდა ფქვილს. ფქვილი გზადაგზა იბნეოდა. რის შედეგადაც გაჩნდა "ეს". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ "ეს"
ირმის ნახტომი (ითვლება "რძიანი გზა" ან გალაქტიკა)

2 ნახევარფინალი
მეფისდროინდელი რუსეთის ფლოტში უფრო ხშირად იღებდნენ მათ, ვინც სოფლად იყო დაბადებული. ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი ბავშვობიდანვე შეჩვეულნი იყვნენ „მას“. ის საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო და ახლაც არის. რაზეა საუბარი?
აკვანი.
მსოფლიოში ის პირველად გამოჩნდა 1983 წელს და მასში იდო არყის ჭიქა. თავის არსებობის მანძილზე მასში იმყოფებოდა სრულიად განსხვავებული რამ: საპონი, დირიჟორის ჯოხი, კუ, საქორწინო კაბა, ყველი, მაღვიძარა, გველი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რამდენჯერმე ის სრულიად ცარიელიც კი იყო. დაასახელეთ ის ორი სიტყვით.
შავი ყუთი
1962 წლის 5 ოქტომბერს ლონდონის ძველი მიუზიქ ჰოლის შენობაში გაიმართა ტერენს იანგის ფილმის პრემიერა, სადაც პირველად გაჟღერდა ეს ფრაზა, მას ამბობს მთავარი გმირი. ეს ფრაზა შემდგომში ორ ათეულ ფილმში გამოიყენეს. თუმცა მარკ ფორესტერის დაჟინებული მოთხოვნით 2009 წელს გამოსულ მორიგ კინოსურათში ეს ფრაზა არ ფიგურირებს. დაასახელეთ ეს ფრაზა, ან მთავარი გმირი.
ბონდი, ჯეიმს ბონდი.
სტატისტიკა ამტკიცებს, რომ 1977 წელს ნიუ-იორკში ადამიანები დაკბინეს 24 712-ჯერ. მათ შორის: ძაღლებმა – 22 076-ჯერ; კატებმა - 1152-ჯერ; მათ კი - 892-ჯერ. დაასახელეთ ისინი.
თვით ადამიანები.
(შავი ყუთი) ძველი ეგვიპტელებისათვის ამორალურად ითვლებოდა 42 ცოდვა. (მკვლელობა, ქურდობა, მრუშობა, ცილისწამება და ა.შ.) მათი წარმოდგენით მიცვალებული საიქიოში უზენაესი მსაჯულის წინაშე უნდა წარმსდგარიყო. იქ წონიდნენ მის გულს სასწორზე, რომლის მეორე მხარესაც იდო ჭეშმარიტების სიმბოლო. რა იყო ძველი ეგვიპტელების აზრით ჭეშმარიტების სიმბოლო, თუ ის დევს შავ ყუთში.
ბუმბული
1918 წლიდან საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად აღნიშნავდნენ 8 მარტს. ეს ტრადიცია დაირღვა მხოლოდ ერთხელ. მაშ რომელ წელს არ იზეიმეს 8 მარტის დღესესწაული საბჭოთა კავშირში?
1953 წელს (5 მარტს გარდაიცვალა სტალინი)
პროფესიული დაავადების სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ორკენსტრანტების ეს კატეგორია ხშირად ყრუვდება მარცხენა ყურში. რომელ ინსტრუმენტზე უკრავენ ისინი?
ვიოლინოზე.
გერმანიაში არის სპეციალური ლიფტები. ისინი ჩვეულებრივადაა აგებული, თუმცა ყველა ღილაკი აქვთ ორ-ორი. ერთი ჩვეულებრივ სიმაღლეზე - 140 სმ-ზე. მეორე კი 80-90 სმ-ზე. ვისთვის არის განკუთვნილი მეორე ღილაკები?
ინვალიდებისათვის.
ბოლივიის დედაქალაქ ლა - პასის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის შენახვის ხარჯები. დაასახელეთ ეს სამსახური, რომელიც არის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში და სამტრედიაშიც.
სახანძრო.
კონფუცი თვლიდა ცუდ მმართველად იმას- ვინც ხალხს სძულდა, ცოტათი უკეთესად იმას -ვინც ხალხს უყვარდა, ვის სთვლიდა ის საუკეთესო მმართველად?
ვისაც ხალხი ვერ ამჩნევდა.
თავდაპირველად ამ ქვეყნის დროშაზე გამოსახული იყო გერბი, რომელიც შედგებოდა 4 ლომისაგან, შროპანისაგან, არფისაგან და ერთი რაღაცისაგან, რომელიც საბოლოოდ დარჩა კიდეც ამ ქვეყნის დროშაზე. დაასახელეთ ეს “რაღაც“.
მაქსიმალურად ზუსტად.
ნეკერჩხლის ფოთოლი.
„ახალი რუსებისათვის“ უშვებენ სპეციალურ ადაპტირებულ წიგნებს, მაგალითად კლასიკური ნაწარმოებების შემცირებულ ვარიანტებს. დაასახელეთ ცნობილი რუსი მწერლის რომანი, რომლის ყდაზედაც ერთ-ერთი გაზეთის ცნობით ხუმარა გამომცემლებმა ტექსტის ნაცვლად სარკე დაამაგრეს.
იდიოტი (ფ. დოსტოევსკი.)

пятница, 11 декабря 2009 г.

მეორე წრის შეკითხვები

I ჯგუფი

ამერიკელებმა გალაქტიკაში გაუშვეს კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ჩადეს კაცობრიობის ცივილიზაციის საუკეთესო მიღწევათა ნიმუშები. საქართველოდან ამ ხომალდში ცაიდო 2 ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სიმღერა ”ჩაკრულო”. დაასახელეთ მეორე.
ქართული ანბანი

იტალიაში გამოუშვეს ყავის ფინჯანი სპეციალურად ზარმაცი და დაბნეული ადამიანებისათვის. ფინჯანი ელექტროფიცირებული იყო და როცა მასში სითხე საჭირო დონეს აღწევდა, გაისმოდა მელოდიური ზარი. ამ ჭურჭელმა ჰპოვა საკმაოდ უჩვეულო გასაღების ბაზარი. მაშ რა კატეგორიის ხალხი ყიდულობდა მას?
უსინათლოები.

როგორც ბერძნული მითოლოგია გვამცნობს, ეს ნომფა იმდენს ყბედობდა, რომ ჰერამ დასაჯა იგი. მან დაკარგა ლაპარაკის უნარი და მხოლოდ სხვისი ნათქვამის დაბოლოების გამეორება შეეძლო. რა ერქვა მას?
ექო.

გადათარგმნეთ პორტუგალიურ ენაზე: „იანვრის მდინარე“.
რიო დე ჟანეირო.

(შავი ყუთი) რამდენიმე წლის წინათ სან-ფრანცისკოში დამზადებული იქნა სასმელი რეცეპტის მიხედვით, რომელიც დაწერილი იყო თიხის ფირფიტაზე ოთხი ათასი წლის წინ, ძველ ბაბილონში. რეცეპტში შედიოდა თაფლი, პური, ფინიკი და კიდევ რაღაც. მაშ, რა სასმელი დევს შავ ყუთში?
ლუდი

თქვენს წინაშეა საკმაოდ ორიგინალური სარეკლამო პოსტერი, სადაც წაშლილია ერთ-ერთი ცხოველი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცხოველი!



იაგუარი

არაბულ ენაში განსაზღვრული არტიკლი "ალ" ზოგ შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობას ცვლის. ასე მაგალითად: "ქითააბ" არის წიგნი, "ალ ქითააბ" კი – ყურანი. "მადიინა" არის ქალაქი, "ალ მადიინა" – ქალაქი მედინა. "ბათუულ" ითარგმნება, როგორც "ქალწული"... ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც არაბები მოიხსენიებენ, როგორც "ალ ბათუულ"?
ღვთისმშობელ მარიამს

დედამიწაზე არის ტბა პიჩლეიკი. რომელიც სავსეა არა წყლით, არამედ ნივთიერებით, რომლის მოპოვებაც ხდება მისი ქვაბულიდან და რომელიც გამოიყენება პრაქტიკული დანიშნულებით. მაშ რითია სავსე ეს ტბა?
ასფალტით.

10-15 წლის წინ დასავლეთის ერთ-ერთი სატელეფონო კომპანია დიდი პრობლემის წინაშე დადგა, ტარიფების გაუზრდელად როგორ მიეღწიათ იმისათვის, რომ ხალხს ცოტა ელაპარაკა სატელეფონო ჯიხურებიდან. რა ორიგინალური გზით გადაწყვიტეს მათ ეს პრობლემა?
დაამძიმეს ტელეფონის ყურმილი.

ფეხბურთი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მათთვის განკუთვნილი ჯილდოების რიცხვი მუდმივად იზრდება, აჯილდოვებენ არა მარტო ჩემპიონებს და ბომბარდირებს, არამედ ანტი-რეკორდების მფლობელებსაც. როგორ ფიქრობთ, რით დააჯილდოვა ერთ-ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 4 გოლი გაიტანა საკუთარ კარში?
კომპასით.

საფრანგეთს თითქმის ერთი დუჟინი ჰყავდა ამ სახელის მატარებელი მეფე. მათგან ნუმერაციით მეორეს მელოტს ეძახდნენ, მესამეს-მოსულელოს, მეხუთეს - ბრძენს, მეექვსეს - შლეგს, მეცხრეს - მშვენიერო რომანი უძღვნა ერთ-ერთმა მწერელმა. რა ერქვა ყველა მათგანს?
შარლი.

ერთხელ ძალზე მგზნებარე თაყვანისმცემელმა განუცხადა ალექსანდრე ბლოკს: ”თქვენი თვალები ისე გვანან ქრისტეს თვალებს ...” ენამახვილი პოეტი არ დაიბნა და უპასუხა: ”გვანან, ალბათ მხოლოდ ...” დაასრულეთ ერთი სიტყვით.
რაოდენობით.

ერთ რექტორანში კლიენტმა მოითხოვა წიწილა, შემდეგ კი დაფიქრდა და დაამატა: ”მე თუ შეიძლება ყველაზე ნორჩი”. ოფიციანტმა იმწამსვე მიუგო ”სერ, იქნებ მოგართვათ პირდაპირ ....” რა?
კვერცხი

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ინდოეთის შტატ მადია-ფრადეშში ჩატარდა გრანდიოზული დემონსტრაცია ხურდა ფულის პაისის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია ამ ფულით რაიმეს ყიდვა. ვინ ჩაატარა ეს დემონსტრაცია?
მათხოვრებმა.

ქრისტისნული რელიგიის მიხედვით, რომელი ფაქტის შემდეგ განადგურდა კაცობრიობის 1/4 ნაწილი?
როცა კაენმა მოკლა აბელი.

ამ დაწესებულების რეკლამაში მონაწილეობდა მიხეილ გორბაჩოვი და იქ იგი ტყლიპის გარეშე გამოდიოდა. რა დაწესებულებაა ეს?
ქიმწმენდა.

(შავი ყუთი) ხის დამამუშავებელი მრეწველობის ეს დარგი XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ვითარდება, ინგლისში იმ დროს იყენებდნენ მომწამვლელ ნივთიერებებს, რის გამოც ეს დარგი არ იყო უსაფრთხო. უსაფრთხო იგი გახდა 1855 წლიდან, როცა ეს დარგი აითვისა შვეიცარიამ. ამ დარგის ნაწარმი კი დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ასანთი

1812 წელს ამ რაღაცას შეცდომაში შეჰყავდათ რუსი ჯარისკაცები და ისინი ხშირად საკუთარ ოფიცრებსაც კი ჰკლავდნენ, რადგან ისინი მტრის ეგონათ. მაშ რატომ ეშლებოდათ საკუთარი ოფიცრები მტრისაში?
ოფიცრები ფრანგულად ლაპარაკობდნენ.

ამ ბოშა ქალს პროსპერ მერიმემ ნოველა, ხოლო ჟორჟ ბიზემ ოპერა მიუძღვნა. დაასახელეთ ის.
კარმენი.

გადმოცემით, რომელიც დაცულია „ქართლის ცხოვრებაში“,ამ მდინარეების ნაპირას დაბანაკებული არაბთა ლაშქარი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა.ერთმა მდინარემ 23 000 მეომარი წალეკა, მეორემ კი 35 000 ცხოველი. დაასახელეთ ეს 2 მდინარე.
აბაშისწყალი და ცხენისწყალი.

ინდოელები შვეულმფრენს „დიდ ჩიტს“ უწოდებენ, მაგნიტოფონს: „საგანს, რომელიც ხმას იპარავს“, ორთქლმავალს - „ცეცხლოვან ცხენს“. რას უწოდებენ ისინი - „ღმერთი ტიბერ ანუდი ეწევა ყალიონს“?
გემს.

ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში შედის უფრო მეტი ქვეყანა, ვიდრე გაეროში. დაასახელეთ ის მაქსიმალურად ზუსტად.
ფიფა - ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია.

როცა იესოს მოციქულებიდან ერთ-ერთმა იუდა ისკარიოტელმა გასცა იგი და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, მოციქულად სხვა ადამიანი აირჩიეს, იგი საქართველოშია დაკრძალული. დაასახელეთ ის.
მოციქული მატათა.

დააკვირდით ჩამონათვალს: ჩინეთი - 5. ნატო - 4. აზერბაიჯანი - 8. ისრაელი - ?
6 (დროშებზე არსებული ვარსკვლავების ქიმების რაოდენობა)

მისი ნამდვილი სახელი და გვარია ანდრეას გრაიფი, რომელიც დაიბადა გერმანიაში 1616 წელს. მას „გერმანელთა შექსპირად“ თვლიდნენ. მან დაწერა ტრაგედია „კატარინა ფონ გეორგიინ“ რომელიც მიუძღვნა ქართველ მამულიშვილს. მაშ რომელ ქართველ მამულიშვილს მიეძღვნა ეს ტრაგედია?
ქეთევან წამებულს.

ეს სითხე ადრე ისეთი დეფიციტური და სუფთა იყო, რომ მას აფთიაქებში ჰყიდდნენ. შემდგომში იგი ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში. დაასახელეთ ის.
ბენზინი

ის ეგვიპტელებმა და ჩინელებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნეს, ჩინეთიდან შემდეგ გადაიღეს იაპონოაში. ბერძნულად „წმიდა ნიშანს “ ნიშნავს. რაზეა საუბარი?
იეროგლიფი.

მეცნიერებმა როჯერ და დებორა ფოთსებმა ასწავლეს შიმპანზეებს ჟესტების ენა, ყრუმუნჯების მსგავსად. რას აღნიშნავდნენ შიმპანზეები ჟესტებით : „გააღე. შეჭამე. დახურე“?
მაცივარს.

(შავი ყუთი) მის დაბადების თარიღად მიიჩნევენ ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელს, როცა კონსულმა მარიუსმა გამოსცა კანონი „მის“ შესახებ რომაელთა კოჰორტებისათვის. შემდეგ ის სახელმწიფოს სუვერენობისა და ერთიანობის სიმბოლო გახდა. მაშ რა დევს შავ ყუთში?
დროშა

ანეკდოტი: ერთხელ ჰიტლერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს დასათვალიერებლად წავიდა. მის შესაგებებლად ყველა სულით ავადმყოფი გამოიყვანეს.ისინი ხელის აწევით და შეძახილით „ჰაილ ჰიტლერ“ მიესალმნენ ფიურერს. მხოლოდ ერთი კაცი არ რეაგირებდა. გაცოფებული ჰიტლერი ეცა მას და კითხა მისი საქციელის მიზეზი. რა მიიღო მან პასუხად?
მე ექიმი ვარ.

რა ჰქონდათ საერთო პეიზაჟისტებს: ფრანგ-ჟან ვერნეს, ინგლისელ-უილიამ ტერნეს, ჰოლანდიელ-ვან ჰოფ მესდაგს და რუს- აივაზოვსკის. რა იყო მათი ნახატების მთავარი თემა?
ზღვა (მარინისტები)

დაასახელეთ ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო წიგნი, რომელიც ახალ აღთქმას ბოლოს აქვს დართული. ის შეიცავს მისტიკურ წინასწარმეტყველებას ქვეყნის დასასრულზე.
აპოკალიფსი (იოანეს სახარება).

საფრანგეთის ამ საფეხბურთო კლუბის დასახელება წარმოსდგება ბენედიქტელთა სააბატოს სახელიდან. მე-15 საუკუნეში სააბატოს ეს ტერიტორია საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქს შეუერთდა და მისი არისტოკრატიული კვარტალი გახდა. დაასახელეთ ეს საფეხბურთო ლუბი.
პ.ს.ჟ (პარის სენ ჟერმენი).

სიქსტის კაპელაში (რომი) საკურთხევლის კედელზე არის განთქმული ფრესკა, რომელიც 1535-1541 წლებში მოიხატა. ფრესკას „განკითხვის დღე“ ჰქვია და ბიბლიურ სიუჟეტს გადმოგვცემს. ვინ არის მისი ავტორი?

მიქელანჯელო ბუენაროტი.

1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციამ აღმოაჩინა ბაჰამის კუნძულები. რამდენიმე წლის შემდეგ ევროპელებმა ამოწყვიტეს მისი ადგილობრივი მოსახლეობა. დავიწყებული იქნა მათი ენაც, თუმცა შემორჩა ერთი სიტყვა, რომელიც საწოლის აღმნიშვნელია და დღესაც იხმარება. დაასახელეთ ის.
ჰამაკი

წყნარ ოკეანეში მობინადრე ერთ-ერთ მოლუსკს ქვია ლამაზი სახელი „არისტოკრატი“ მას აქვს ისეთი რამ, რითაც იგი გამოირჩევა სხვებისაგან და რაც ნაწილობრივ გამოხატება მის სახელში. მაშ რა არის ეს თავისებურება?
ცისფერი სისხლი.


პარიზი წარმოუდგენელია ეიფელის კოშკის გარეშე, თუმცა მას თავის დროზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა: შარლ გუნო, ალექსანდრე დიუმა ... აი, გი დე მოპასანმა კი ორიგინალური ხერხი მოძებნა, რათა სადილის დროს მაინც დამალულიყო მისგან. სად სადილობდა ის?
თვით ეიფელის კოშკში.

დაასახელეთ ფრინველი, რომელიც ნოემ პირველად გაუშვა კიდობნიდან წარღვნის შემდეგ.
ყვავი

1907 წელს ის ავაზაკურად მოკლეს მეფის აგენტებმა. მისი მკვლელობის ამბავმა ენით გამოუთქმელი მწუხარება გამოიწია. დასაფლავებას 100 000-მდე კაცი დაესწრო. მის საფლავზე იაკობ ნიკოლაძის ძეგლია აღმართული. ვინ იყო ეს პიროვნება?
ილია ჭავჭავაძე

მე-16 საუკუნეში მეცნიერი კემპე გამოვიდა გამოვიდა გამაოგნებელი ჰიპოთეზით, რომ სამოთხეში ღმერთი შვედურად ლაპარაკობდა, ადამი დანიურად. ლოგიკურად იქინასწარმეტყველა მან ის ენაც, რომელზეც გველმა აცდუნა ევა. მაშ კემპეს აზრით რა ენაზე აცდუნა გველმა ევა?
ფრანგულად.

(შავი ყუთი) მისი პირველი მოდელი იწონიდა 50 კგ-ს. დღეს ის შეიძლება იწონიდეს 115 გრამს და ქონდეს გაბარიტები 3X4 სმ. ზოგიერთ მათგანში ჩაყენებულია კომპასი, საათი. ხოლო 2001 წელს შექმნეს მოდელი, რომელიც ანეკდოტებსაც კი ჰყვება. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ფოტოაპარატი

200 წელს აბუ-დაბიში გაიხსნა სავაჭრო ცენტრი, სახელწოდებით „ქალთა ზონა“, რომელიც მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი. ამ მაღაზიაში ქალებს აქვთ იმის უფლება, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არა აქვთ ხოლმე. რისი?
ჩადრის მოხსნის.

ყველას გაგიგიათ ბრაზილიური კარნავალების შესახებ, რომელიც ყოველწლილურად ტარდება, თუმცა რამდენჯერმე, კერძოდ 1958 წ,1962წ,1970წ, 1994წ, 2002 წ იგი ხელმეორედ ჩატარდა. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, რა იყო ამის მიზეზი.
ბრაზილია გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში.

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრული ქალაქ სეხეშფეხეშვარისათვის მიმდინარეობდა სამთვიანი ბრძოლა. ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცები ხუმრობდნენ: „უფრო ადვილია აიღო ეს ქალაქი ვიდრე...“ დაასრულეთ ეს ხუმრობა.
წარმოთქვა ის. (მისი სახელი).

ვახტანგოვის თეატრში გადიოდა სპექტაკლი „ანა კარენინა“. სპექტაკლი ძალიან გრძელი გამოვიდა, 5 საათიანი. პრემიერის დროს მე-4 საათის ბოლოს ერთმა მოხუცმა გადაულაპარაკა მეორეს: „იცით, მე ცხოვრებაში არასოდეს ასე დიდხანს არ ველოდი ...“ რას?
მატარებელს.

მისი სიგრძეა- 8 841 კმ, მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის 2450 კმ. ზოგი მას უწოდებს მსოფლიოში ყველაზე გრძელ სასაფლაოს. რაზეა საუბარი?
ჩინეთის დიდი კედელი.

იხსენებდა რა ბავშვობას ჟან პოლ სარტრი თავის მემუარებში წერდა:“1912 წელს მე ვიყავი 7 წლის და ვიცოდი კითხვა, ის კი 17 წლის იყო და ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა“. ვის, ან რის შესახებ წერდა ის?
კინოს შესახებ.

საჰარის ტერიტორიაზე განლაგებულ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი განცხადება: „ჩაასხით საწვავი ჩვენთან, ყველა მომდევნო ავტოგასამართი სადგური არის ....“
დაასრულეთ ერთი სიტყვით.
მირაჟი.


ერთხელ დიდ რუს ექიმს ბოტკინს ჰკითხეს:“რა არის წონაში დაკლების ყველაზე ეფექტური საშუალება?“, ეს ძალზე მარტივია, უპასუხა ბოტკინმა, უბრალოდ თქვენ თავი უნდა მოაბრუნოთ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, როდესაც... დაასრულეთ მისი გამონათქვამი.
საჭმელს გაწოდებენ

შუა აზიაში ნაღვლიანად ხუმრობენ: ოქროსხელებიანი ხალხი წავიდა რუსეთში, ოქროსთავიანი ხალხი -ისრაელში, ჩვენთან კი დარჩნენ ასეთი ხალხიო. მაშ როგორი ხალზი დარჩა შუა აზიაში ამ ხუმრობის თანახმად?
ოქროსკბილებიანი.

მოისმინეთ არაბული იგავი: ერთხელ ხალიფამ დაიბარა თავისთან ვაზირი და ქვიშაზე გაავლო ხაზი. „ეს არის ჩემი საზრუნავი (პრობლემა), შემიმცირე ის ისე, რომ არ შეეხო მას“. რა მოიმოქმედა ვაზირმა?
გაავლო უფრო დიდი ხაზი.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჟერარ დეპარდიე ამბობს, რომ ამერიკაში წარმატებით არ სარგებლობს ფრანგული წარმოშაობის 2 პროდუქტი, ერთი არის ფრანგული კინო. დაასახელეთ მეორე მათგანი ორი სიტყვით.
ფრანგული ღვინო.

(შავი ყუთი) ისრაელში - აგორი. უნგრეთში - ფიდერი, საბერძნეთში - ლეფტი, თურქეთში - ყურიში, ესპანეთში - სენტიმო, იაპონიაში - სენი. საქართველოში მისი შესაბამისი კი დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
თეთრი. (ჩაითვლება „ხურდა ფული“) მარტო „ფული“, ან „ლარი“ არ ითვლება.

ამ ინსტრუმენტის სახელწოდების თარგმანი იტალიურიდან ქართულად ასე ჟღერს:
"ხმამაღლა-ჩუმად"
ფორტეპიანო

რამდენიმე წლის წინ ბერლინში ჩატარდა უცნაური ღონისძიება. „საუკუნის საუკეთესო ფილმად“
აღიარეს სურათი, რომელიც გამოვიდა 1969 წელს, ის გადაიღეს ამერიკელებმა დუბლების გარეშე აშშ-დან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებულ ტერიტორიაზე,საბჭოთა კავშირში კი შურით აღნიშნავდნენ, რომ გამოყენებული დეკორაციები არაბუნებრივია და მსახიობების თამაში არადამაჯერებელი. მაშ სად გადაიღეს ეს ფილმი?
მთვარეზე.

ეს ქალაქი სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის , ის დაარსებული იქნა ძალიან ცნობილი ბოროტმოქმედების მიერ, მასზე ხუმრობით ამბობენ, რომ აქ უფრო მეტი მლოცველია ვიდრე მექაშიო. რომე ქალაქზეა საუბარი?
ლას-ვეგასი.

ნიუ იორკის ერთ-ერთმა ტიპოგრაფიულმა კომპანიამ ერთი გრანდიოზული შეკვეთის შესრულების დროს აღმოაჩინა, რომ საწყობში სხვადასხვა ფერის საღებავებიდან საკმარისი რაოდენობის მხოლოდ ერთი ფერის საღებავი იყო, თუ თქვენ მიხვდით რა უნდა დაემზადებინა მას, მაშინ დაასახელეთ ეს ფერი.
მწვანე.

დაასახელეთ ქართველი მხატვარი, რომელმაც კომუნისტების დროს მოხატა ქაშუეთის ეკლესია.
ლადო გუდიაშვილი.

1863 წელს ამ თამაშში ამის გაკეთება ყველას შეეძლო, 1869 წლიდან ყველას აეკრძალა, ხოლო 1870 წლიდან დღემდე ამის უფლება მოწინააღმდეგეებში თითო-თითოს აქვს. რას წარმოადგენენ ისინი?
მეკარეებს

ადამიანების კატეგორია დანანებითა და გულისწყვეტით ამბობს, რომ „მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია იყო ის, რომ ჩაიძირა ტიტანიკი და არა ეს გემი“. რომელ გემს გულისხმობენ ისინი?
ავრორა.

საქართველოს ერთ-ერთ დიდებულ მეფეზე ხალხში ლეგენდები დადიოდა „გოლიათიაო, მისი მომრევი არავინააო“, სოფელში ჩასვლისას ერთმა ხნიერმა დედაკაცმა უთხრა: „ეჰ მეფეო, ქება ჯობდა ნახვასო“. მას შერჩა აგრეთვე მეტსახელი, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს. დაასახელეთ ეს მეტსახელი 2 სიტყვით.
პატარა კახი.

რის კარებს აწერია დანტე ალიგიერის აზრით სიტყვები: „დასტოვე ყოველი იმედი, ვინც აქ შემოდიხარო“
ჯოჯოხეთის.

ამ მწერალმა საკუთარი ინფაქტიც კი გამოიყენა იმისათვის, რომ ნაწარმოები შეექმნა. რომელ ქართველ მწერალზეა საუბარი?
ნოდარ დუმბაძე

შუმერელმა მოაზროვნეებმა გამოიგონეს ციფრები, მაგრამ ვერ მიაგნეს მათემატიკის ერთ-ერთ უდიდეს საოცრებას. ეს ციფრი მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში აღმოაჩინეს ბაბილონელებმა. რა ციფრია ეს?
0

(შავი ყუთი) მიკრონეზიის რამდენიმე კუნძულზე ეროვნული ვალუტის სახით მიმოქცევაშია ე.წ. „მძიმე ვალუტა“მათი მსყიდველობითი უნარი მათ ზომაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი თავისი სიძიმის გამო მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე დევს, მაგრამ მაცხოვრებლებმა ზუსტად იციან ვის ეკუთვნის ის. ამ კუნძულზე ის 13 ათასია. ეს „უცნაური“ ვალუტა დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ქვა.

ამერიკის რიგით 30-ე პრეზიდენტი ძალიან გონებამახვილად ითვლებოდა, ერთხელ სადილობის დროს მას გვერდით მანდილოსანი მიუჯდა და უთხრა:“მე დავენიძლავე ჩემს ქმარს, რომ გათქმევინებთ 3 სიტყვას“. რა უპასუხა გონებამახვილმა პრეზიდენტმა?
თქვენ წააგეთ (დამარცხდით)

დაუკვირდით სიას: ნიკო ფიროსმანი, ზაქარია ფალიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი და დაასახელეთ ამ სიის შემდეგი წევრი:
ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

დიდ ჰიპოკრატეს ერთხელ ჰკითხეს - „“მართალია, რომ გენეალურობა ავადმყოფობაა? „დიახ - უპასუხა ჰიპოკრატემ - ეს იშვიათი ავადმყოფობაა და სამწუხაროდ იგი არ არის ...“ დაასრულეთ ერთი სიტყვით.
გადამდები.

რა ეწოდება საბერძნეთში მდებარე მთას, რომელზედაც 20-ზე მეტი მონასტერია და სადაც ქალებს მისვლა ეკრძალებათ?
ათონის მთა.

იმის მიუხედავად, რომ უმრავლეს აფრიკულ ქვეყანაში არ არის კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემები, მნიშვნელოვანი ცნობები მათში წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდება. ახალი ამბები სოფლიდან სოფელს გადაეცემა უჩვეულო „ენით“, რომელსაც „გუდუგუდუ“ ქვია. ყურადღება კითხვა: რა არის ამ ენის გადამცემი საშუალება?
დოლი.

რა შეადგენს ადამოანის წონის 3%, მაგრამ მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 30%-ს და კალორიების 20%-ს?
ტვინი

ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით ითხოვდა, რომ ბერნარდ შოუს მისთვის გაეწია რეკომენდაცია, შოუ დასთანხმდა და დაუწერა: ”ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი თამაშობს ჰამლეტს, რომულუსს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, თუმცა ყველაზე უკეთესად თამაშობს.....” დაასრულეთ მისი გონებამახვილური რეკომენდაცია.
ამ უკანასკნელს.(ანუ ბილიარდს)