I ჯგუფი
ამერიკელებმა გალაქტიკაში გაუშვეს კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ჩადეს კაცობრიობის ცივილიზაციის საუკეთესო მიღწევათა ნიმუშები. საქართველოდან ამ ხომალდში ცაიდო 2 ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სიმღერა ”ჩაკრულო”. დაასახელეთ მეორე.
ქართული ანბანი
იტალიაში გამოუშვეს ყავის ფინჯანი სპეციალურად ზარმაცი და დაბნეული ადამიანებისათვის. ფინჯანი ელექტროფიცირებული იყო და როცა მასში სითხე საჭირო დონეს აღწევდა, გაისმოდა მელოდიური ზარი. ამ ჭურჭელმა ჰპოვა საკმაოდ უჩვეულო გასაღების ბაზარი. მაშ რა კატეგორიის ხალხი ყიდულობდა მას?
უსინათლოები.
როგორც ბერძნული მითოლოგია გვამცნობს, ეს ნომფა იმდენს ყბედობდა, რომ ჰერამ დასაჯა იგი. მან დაკარგა ლაპარაკის უნარი და მხოლოდ სხვისი ნათქვამის დაბოლოების გამეორება შეეძლო. რა ერქვა მას?
ექო.
გადათარგმნეთ პორტუგალიურ ენაზე: „იანვრის მდინარე“.
რიო დე ჟანეირო.
(შავი ყუთი) რამდენიმე წლის წინათ სან-ფრანცისკოში დამზადებული იქნა სასმელი რეცეპტის მიხედვით, რომელიც დაწერილი იყო თიხის ფირფიტაზე ოთხი ათასი წლის წინ, ძველ ბაბილონში. რეცეპტში შედიოდა თაფლი, პური, ფინიკი და კიდევ რაღაც. მაშ, რა სასმელი დევს შავ ყუთში?
ლუდი
თქვენს წინაშეა საკმაოდ ორიგინალური სარეკლამო პოსტერი, სადაც წაშლილია ერთ-ერთი ცხოველი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცხოველი!
იაგუარი
არაბულ ენაში განსაზღვრული არტიკლი "ალ" ზოგ შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობას ცვლის. ასე მაგალითად: "ქითააბ" არის წიგნი, "ალ ქითააბ" კი – ყურანი. "მადიინა" არის ქალაქი, "ალ მადიინა" – ქალაქი მედინა. "ბათუულ" ითარგმნება, როგორც "ქალწული"... ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც არაბები მოიხსენიებენ, როგორც "ალ ბათუულ"?
ღვთისმშობელ მარიამს
დედამიწაზე არის ტბა პიჩლეიკი. რომელიც სავსეა არა წყლით, არამედ ნივთიერებით, რომლის მოპოვებაც ხდება მისი ქვაბულიდან და რომელიც გამოიყენება პრაქტიკული დანიშნულებით. მაშ რითია სავსე ეს ტბა?
ასფალტით.
10-15 წლის წინ დასავლეთის ერთ-ერთი სატელეფონო კომპანია დიდი პრობლემის წინაშე დადგა, ტარიფების გაუზრდელად როგორ მიეღწიათ იმისათვის, რომ ხალხს ცოტა ელაპარაკა სატელეფონო ჯიხურებიდან. რა ორიგინალური გზით გადაწყვიტეს მათ ეს პრობლემა?
დაამძიმეს ტელეფონის ყურმილი.
ფეხბურთი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მათთვის განკუთვნილი ჯილდოების რიცხვი მუდმივად იზრდება, აჯილდოვებენ არა მარტო ჩემპიონებს და ბომბარდირებს, არამედ ანტი-რეკორდების მფლობელებსაც. როგორ ფიქრობთ, რით დააჯილდოვა ერთ-ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 4 გოლი გაიტანა საკუთარ კარში?
კომპასით.
საფრანგეთს თითქმის ერთი დუჟინი ჰყავდა ამ სახელის მატარებელი მეფე. მათგან ნუმერაციით მეორეს მელოტს ეძახდნენ, მესამეს-მოსულელოს, მეხუთეს - ბრძენს, მეექვსეს - შლეგს, მეცხრეს - მშვენიერო რომანი უძღვნა ერთ-ერთმა მწერელმა. რა ერქვა ყველა მათგანს?
შარლი.
ერთხელ ძალზე მგზნებარე თაყვანისმცემელმა განუცხადა ალექსანდრე ბლოკს: ”თქვენი თვალები ისე გვანან ქრისტეს თვალებს ...” ენამახვილი პოეტი არ დაიბნა და უპასუხა: ”გვანან, ალბათ მხოლოდ ...” დაასრულეთ ერთი სიტყვით.
რაოდენობით.
ერთ რექტორანში კლიენტმა მოითხოვა წიწილა, შემდეგ კი დაფიქრდა და დაამატა: ”მე თუ შეიძლება ყველაზე ნორჩი”. ოფიციანტმა იმწამსვე მიუგო ”სერ, იქნებ მოგართვათ პირდაპირ ....” რა?
კვერცხი
არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ინდოეთის შტატ მადია-ფრადეშში ჩატარდა გრანდიოზული დემონსტრაცია ხურდა ფულის პაისის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია ამ ფულით რაიმეს ყიდვა. ვინ ჩაატარა ეს დემონსტრაცია?
მათხოვრებმა.
ქრისტისნული რელიგიის მიხედვით, რომელი ფაქტის შემდეგ განადგურდა კაცობრიობის 1/4 ნაწილი?
როცა კაენმა მოკლა აბელი.
ამ დაწესებულების რეკლამაში მონაწილეობდა მიხეილ გორბაჩოვი და იქ იგი ტყლიპის გარეშე გამოდიოდა. რა დაწესებულებაა ეს?
ქიმწმენდა.
(შავი ყუთი) ხის დამამუშავებელი მრეწველობის ეს დარგი XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ვითარდება, ინგლისში იმ დროს იყენებდნენ მომწამვლელ ნივთიერებებს, რის გამოც ეს დარგი არ იყო უსაფრთხო. უსაფრთხო იგი გახდა 1855 წლიდან, როცა ეს დარგი აითვისა შვეიცარიამ. ამ დარგის ნაწარმი კი დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ასანთი
1812 წელს ამ რაღაცას შეცდომაში შეჰყავდათ რუსი ჯარისკაცები და ისინი ხშირად საკუთარ ოფიცრებსაც კი ჰკლავდნენ, რადგან ისინი მტრის ეგონათ. მაშ რატომ ეშლებოდათ საკუთარი ოფიცრები მტრისაში?
ოფიცრები ფრანგულად ლაპარაკობდნენ.
ამ ბოშა ქალს პროსპერ მერიმემ ნოველა, ხოლო ჟორჟ ბიზემ ოპერა მიუძღვნა. დაასახელეთ ის.
კარმენი.
გადმოცემით, რომელიც დაცულია „ქართლის ცხოვრებაში“,ამ მდინარეების ნაპირას დაბანაკებული არაბთა ლაშქარი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა.ერთმა მდინარემ 23 000 მეომარი წალეკა, მეორემ კი 35 000 ცხოველი. დაასახელეთ ეს 2 მდინარე.
აბაშისწყალი და ცხენისწყალი.
ინდოელები შვეულმფრენს „დიდ ჩიტს“ უწოდებენ, მაგნიტოფონს: „საგანს, რომელიც ხმას იპარავს“, ორთქლმავალს - „ცეცხლოვან ცხენს“. რას უწოდებენ ისინი - „ღმერთი ტიბერ ანუდი ეწევა ყალიონს“?
გემს.
ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში შედის უფრო მეტი ქვეყანა, ვიდრე გაეროში. დაასახელეთ ის მაქსიმალურად ზუსტად.
ფიფა - ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია.
როცა იესოს მოციქულებიდან ერთ-ერთმა იუდა ისკარიოტელმა გასცა იგი და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, მოციქულად სხვა ადამიანი აირჩიეს, იგი საქართველოშია დაკრძალული. დაასახელეთ ის.
მოციქული მატათა.
დააკვირდით ჩამონათვალს: ჩინეთი - 5. ნატო - 4. აზერბაიჯანი - 8. ისრაელი - ?
6 (დროშებზე არსებული ვარსკვლავების ქიმების რაოდენობა)
მისი ნამდვილი სახელი და გვარია ანდრეას გრაიფი, რომელიც დაიბადა გერმანიაში 1616 წელს. მას „გერმანელთა შექსპირად“ თვლიდნენ. მან დაწერა ტრაგედია „კატარინა ფონ გეორგიინ“ რომელიც მიუძღვნა ქართველ მამულიშვილს. მაშ რომელ ქართველ მამულიშვილს მიეძღვნა ეს ტრაგედია?
ქეთევან წამებულს.
ეს სითხე ადრე ისეთი დეფიციტური და სუფთა იყო, რომ მას აფთიაქებში ჰყიდდნენ. შემდგომში იგი ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში. დაასახელეთ ის.
ბენზინი
ის ეგვიპტელებმა და ჩინელებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნეს, ჩინეთიდან შემდეგ გადაიღეს იაპონოაში. ბერძნულად „წმიდა ნიშანს “ ნიშნავს. რაზეა საუბარი?
იეროგლიფი.
მეცნიერებმა როჯერ და დებორა ფოთსებმა ასწავლეს შიმპანზეებს ჟესტების ენა, ყრუმუნჯების მსგავსად. რას აღნიშნავდნენ შიმპანზეები ჟესტებით : „გააღე. შეჭამე. დახურე“?
მაცივარს.
(შავი ყუთი) მის დაბადების თარიღად მიიჩნევენ ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელს, როცა კონსულმა მარიუსმა გამოსცა კანონი „მის“ შესახებ რომაელთა კოჰორტებისათვის. შემდეგ ის სახელმწიფოს სუვერენობისა და ერთიანობის სიმბოლო გახდა. მაშ რა დევს შავ ყუთში?
დროშა
ანეკდოტი: ერთხელ ჰიტლერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს დასათვალიერებლად წავიდა. მის შესაგებებლად ყველა სულით ავადმყოფი გამოიყვანეს.ისინი ხელის აწევით და შეძახილით „ჰაილ ჰიტლერ“ მიესალმნენ ფიურერს. მხოლოდ ერთი კაცი არ რეაგირებდა. გაცოფებული ჰიტლერი ეცა მას და კითხა მისი საქციელის მიზეზი. რა მიიღო მან პასუხად?
მე ექიმი ვარ.
რა ჰქონდათ საერთო პეიზაჟისტებს: ფრანგ-ჟან ვერნეს, ინგლისელ-უილიამ ტერნეს, ჰოლანდიელ-ვან ჰოფ მესდაგს და რუს- აივაზოვსკის. რა იყო მათი ნახატების მთავარი თემა?
ზღვა (მარინისტები)
დაასახელეთ ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო წიგნი, რომელიც ახალ აღთქმას ბოლოს აქვს დართული. ის შეიცავს მისტიკურ წინასწარმეტყველებას ქვეყნის დასასრულზე.
აპოკალიფსი (იოანეს სახარება).
საფრანგეთის ამ საფეხბურთო კლუბის დასახელება წარმოსდგება ბენედიქტელთა სააბატოს სახელიდან. მე-15 საუკუნეში სააბატოს ეს ტერიტორია საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქს შეუერთდა და მისი არისტოკრატიული კვარტალი გახდა. დაასახელეთ ეს საფეხბურთო ლუბი.
პ.ს.ჟ (პარის სენ ჟერმენი).
სიქსტის კაპელაში (რომი) საკურთხევლის კედელზე არის განთქმული ფრესკა, რომელიც 1535-1541 წლებში მოიხატა. ფრესკას „განკითხვის დღე“ ჰქვია და ბიბლიურ სიუჟეტს გადმოგვცემს. ვინ არის მისი ავტორი?
მიქელანჯელო ბუენაროტი.
1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციამ აღმოაჩინა ბაჰამის კუნძულები. რამდენიმე წლის შემდეგ ევროპელებმა ამოწყვიტეს მისი ადგილობრივი მოსახლეობა. დავიწყებული იქნა მათი ენაც, თუმცა შემორჩა ერთი სიტყვა, რომელიც საწოლის აღმნიშვნელია და დღესაც იხმარება. დაასახელეთ ის.
ჰამაკი
წყნარ ოკეანეში მობინადრე ერთ-ერთ მოლუსკს ქვია ლამაზი სახელი „არისტოკრატი“ მას აქვს ისეთი რამ, რითაც იგი გამოირჩევა სხვებისაგან და რაც ნაწილობრივ გამოხატება მის სახელში. მაშ რა არის ეს თავისებურება?
ცისფერი სისხლი.
პარიზი წარმოუდგენელია ეიფელის კოშკის გარეშე, თუმცა მას თავის დროზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა: შარლ გუნო, ალექსანდრე დიუმა ... აი, გი დე მოპასანმა კი ორიგინალური ხერხი მოძებნა, რათა სადილის დროს მაინც დამალულიყო მისგან. სად სადილობდა ის?
თვით ეიფელის კოშკში.
დაასახელეთ ფრინველი, რომელიც ნოემ პირველად გაუშვა კიდობნიდან წარღვნის შემდეგ.
ყვავი
1907 წელს ის ავაზაკურად მოკლეს მეფის აგენტებმა. მისი მკვლელობის ამბავმა ენით გამოუთქმელი მწუხარება გამოიწია. დასაფლავებას 100 000-მდე კაცი დაესწრო. მის საფლავზე იაკობ ნიკოლაძის ძეგლია აღმართული. ვინ იყო ეს პიროვნება?
ილია ჭავჭავაძე
მე-16 საუკუნეში მეცნიერი კემპე გამოვიდა გამოვიდა გამაოგნებელი ჰიპოთეზით, რომ სამოთხეში ღმერთი შვედურად ლაპარაკობდა, ადამი დანიურად. ლოგიკურად იქინასწარმეტყველა მან ის ენაც, რომელზეც გველმა აცდუნა ევა. მაშ კემპეს აზრით რა ენაზე აცდუნა გველმა ევა?
ფრანგულად.
(შავი ყუთი) მისი პირველი მოდელი იწონიდა 50 კგ-ს. დღეს ის შეიძლება იწონიდეს 115 გრამს და ქონდეს გაბარიტები 3X4 სმ. ზოგიერთ მათგანში ჩაყენებულია კომპასი, საათი. ხოლო 2001 წელს შექმნეს მოდელი, რომელიც ანეკდოტებსაც კი ჰყვება. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ფოტოაპარატი
200 წელს აბუ-დაბიში გაიხსნა სავაჭრო ცენტრი, სახელწოდებით „ქალთა ზონა“, რომელიც მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი. ამ მაღაზიაში ქალებს აქვთ იმის უფლება, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არა აქვთ ხოლმე. რისი?
ჩადრის მოხსნის.
ყველას გაგიგიათ ბრაზილიური კარნავალების შესახებ, რომელიც ყოველწლილურად ტარდება, თუმცა რამდენჯერმე, კერძოდ 1958 წ,1962წ,1970წ, 1994წ, 2002 წ იგი ხელმეორედ ჩატარდა. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, რა იყო ამის მიზეზი.
ბრაზილია გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში.
მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრული ქალაქ სეხეშფეხეშვარისათვის მიმდინარეობდა სამთვიანი ბრძოლა. ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცები ხუმრობდნენ: „უფრო ადვილია აიღო ეს ქალაქი ვიდრე...“ დაასრულეთ ეს ხუმრობა.
წარმოთქვა ის. (მისი სახელი).
ვახტანგოვის თეატრში გადიოდა სპექტაკლი „ანა კარენინა“. სპექტაკლი ძალიან გრძელი გამოვიდა, 5 საათიანი. პრემიერის დროს მე-4 საათის ბოლოს ერთმა მოხუცმა გადაულაპარაკა მეორეს: „იცით, მე ცხოვრებაში არასოდეს ასე დიდხანს არ ველოდი ...“ რას?
მატარებელს.
მისი სიგრძეა- 8 841 კმ, მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის 2450 კმ. ზოგი მას უწოდებს მსოფლიოში ყველაზე გრძელ სასაფლაოს. რაზეა საუბარი?
ჩინეთის დიდი კედელი.
იხსენებდა რა ბავშვობას ჟან პოლ სარტრი თავის მემუარებში წერდა:“1912 წელს მე ვიყავი 7 წლის და ვიცოდი კითხვა, ის კი 17 წლის იყო და ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა“. ვის, ან რის შესახებ წერდა ის?
კინოს შესახებ.
საჰარის ტერიტორიაზე განლაგებულ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი განცხადება: „ჩაასხით საწვავი ჩვენთან, ყველა მომდევნო ავტოგასამართი სადგური არის ....“
დაასრულეთ ერთი სიტყვით.
მირაჟი.
ერთხელ დიდ რუს ექიმს ბოტკინს ჰკითხეს:“რა არის წონაში დაკლების ყველაზე ეფექტური საშუალება?“, ეს ძალზე მარტივია, უპასუხა ბოტკინმა, უბრალოდ თქვენ თავი უნდა მოაბრუნოთ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, როდესაც... დაასრულეთ მისი გამონათქვამი.
საჭმელს გაწოდებენ
შუა აზიაში ნაღვლიანად ხუმრობენ: ოქროსხელებიანი ხალხი წავიდა რუსეთში, ოქროსთავიანი ხალხი -ისრაელში, ჩვენთან კი დარჩნენ ასეთი ხალხიო. მაშ როგორი ხალზი დარჩა შუა აზიაში ამ ხუმრობის თანახმად?
ოქროსკბილებიანი.
მოისმინეთ არაბული იგავი: ერთხელ ხალიფამ დაიბარა თავისთან ვაზირი და ქვიშაზე გაავლო ხაზი. „ეს არის ჩემი საზრუნავი (პრობლემა), შემიმცირე ის ისე, რომ არ შეეხო მას“. რა მოიმოქმედა ვაზირმა?
გაავლო უფრო დიდი ხაზი.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჟერარ დეპარდიე ამბობს, რომ ამერიკაში წარმატებით არ სარგებლობს ფრანგული წარმოშაობის 2 პროდუქტი, ერთი არის ფრანგული კინო. დაასახელეთ მეორე მათგანი ორი სიტყვით.
ფრანგული ღვინო.
(შავი ყუთი) ისრაელში - აგორი. უნგრეთში - ფიდერი, საბერძნეთში - ლეფტი, თურქეთში - ყურიში, ესპანეთში - სენტიმო, იაპონიაში - სენი. საქართველოში მისი შესაბამისი კი დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
თეთრი. (ჩაითვლება „ხურდა ფული“) მარტო „ფული“, ან „ლარი“ არ ითვლება.
ამ ინსტრუმენტის სახელწოდების თარგმანი იტალიურიდან ქართულად ასე ჟღერს:
"ხმამაღლა-ჩუმად"
ფორტეპიანო
რამდენიმე წლის წინ ბერლინში ჩატარდა უცნაური ღონისძიება. „საუკუნის საუკეთესო ფილმად“
აღიარეს სურათი, რომელიც გამოვიდა 1969 წელს, ის გადაიღეს ამერიკელებმა დუბლების გარეშე აშშ-დან საკმაოდ დიდი მანძილით დაშორებულ ტერიტორიაზე,საბჭოთა კავშირში კი შურით აღნიშნავდნენ, რომ გამოყენებული დეკორაციები არაბუნებრივია და მსახიობების თამაში არადამაჯერებელი. მაშ სად გადაიღეს ეს ფილმი?
მთვარეზე.
ეს ქალაქი სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის , ის დაარსებული იქნა ძალიან ცნობილი ბოროტმოქმედების მიერ, მასზე ხუმრობით ამბობენ, რომ აქ უფრო მეტი მლოცველია ვიდრე მექაშიო. რომე ქალაქზეა საუბარი?
ლას-ვეგასი.
ნიუ იორკის ერთ-ერთმა ტიპოგრაფიულმა კომპანიამ ერთი გრანდიოზული შეკვეთის შესრულების დროს აღმოაჩინა, რომ საწყობში სხვადასხვა ფერის საღებავებიდან საკმარისი რაოდენობის მხოლოდ ერთი ფერის საღებავი იყო, თუ თქვენ მიხვდით რა უნდა დაემზადებინა მას, მაშინ დაასახელეთ ეს ფერი.
მწვანე.
დაასახელეთ ქართველი მხატვარი, რომელმაც კომუნისტების დროს მოხატა ქაშუეთის ეკლესია.
ლადო გუდიაშვილი.
1863 წელს ამ თამაშში ამის გაკეთება ყველას შეეძლო, 1869 წლიდან ყველას აეკრძალა, ხოლო 1870 წლიდან დღემდე ამის უფლება მოწინააღმდეგეებში თითო-თითოს აქვს. რას წარმოადგენენ ისინი?
მეკარეებს
ადამიანების კატეგორია დანანებითა და გულისწყვეტით ამბობს, რომ „მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია იყო ის, რომ ჩაიძირა ტიტანიკი და არა ეს გემი“. რომელ გემს გულისხმობენ ისინი?
ავრორა.
საქართველოს ერთ-ერთ დიდებულ მეფეზე ხალხში ლეგენდები დადიოდა „გოლიათიაო, მისი მომრევი არავინააო“, სოფელში ჩასვლისას ერთმა ხნიერმა დედაკაცმა უთხრა: „ეჰ მეფეო, ქება ჯობდა ნახვასო“. მას შერჩა აგრეთვე მეტსახელი, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს. დაასახელეთ ეს მეტსახელი 2 სიტყვით.
პატარა კახი.
რის კარებს აწერია დანტე ალიგიერის აზრით სიტყვები: „დასტოვე ყოველი იმედი, ვინც აქ შემოდიხარო“
ჯოჯოხეთის.
ამ მწერალმა საკუთარი ინფაქტიც კი გამოიყენა იმისათვის, რომ ნაწარმოები შეექმნა. რომელ ქართველ მწერალზეა საუბარი?
ნოდარ დუმბაძე
შუმერელმა მოაზროვნეებმა გამოიგონეს ციფრები, მაგრამ ვერ მიაგნეს მათემატიკის ერთ-ერთ უდიდეს საოცრებას. ეს ციფრი მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში აღმოაჩინეს ბაბილონელებმა. რა ციფრია ეს?
0
(შავი ყუთი) მიკრონეზიის რამდენიმე კუნძულზე ეროვნული ვალუტის სახით მიმოქცევაშია ე.წ. „მძიმე ვალუტა“მათი მსყიდველობითი უნარი მათ ზომაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი თავისი სიძიმის გამო მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე დევს, მაგრამ მაცხოვრებლებმა ზუსტად იციან ვის ეკუთვნის ის. ამ კუნძულზე ის 13 ათასია. ეს „უცნაური“ ვალუტა დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ქვა.
ამერიკის რიგით 30-ე პრეზიდენტი ძალიან გონებამახვილად ითვლებოდა, ერთხელ სადილობის დროს მას გვერდით მანდილოსანი მიუჯდა და უთხრა:“მე დავენიძლავე ჩემს ქმარს, რომ გათქმევინებთ 3 სიტყვას“. რა უპასუხა გონებამახვილმა პრეზიდენტმა?
თქვენ წააგეთ (დამარცხდით)
დაუკვირდით სიას: ნიკო ფიროსმანი, ზაქარია ფალიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი და დაასახელეთ ამ სიის შემდეგი წევრი:
ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
დიდ ჰიპოკრატეს ერთხელ ჰკითხეს - „“მართალია, რომ გენეალურობა ავადმყოფობაა? „დიახ - უპასუხა ჰიპოკრატემ - ეს იშვიათი ავადმყოფობაა და სამწუხაროდ იგი არ არის ...“ დაასრულეთ ერთი სიტყვით.
გადამდები.
რა ეწოდება საბერძნეთში მდებარე მთას, რომელზედაც 20-ზე მეტი მონასტერია და სადაც ქალებს მისვლა ეკრძალებათ?
ათონის მთა.
იმის მიუხედავად, რომ უმრავლეს აფრიკულ ქვეყანაში არ არის კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემები, მნიშვნელოვანი ცნობები მათში წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდება. ახალი ამბები სოფლიდან სოფელს გადაეცემა უჩვეულო „ენით“, რომელსაც „გუდუგუდუ“ ქვია. ყურადღება კითხვა: რა არის ამ ენის გადამცემი საშუალება?
დოლი.
რა შეადგენს ადამოანის წონის 3%, მაგრამ მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 30%-ს და კალორიების 20%-ს?
ტვინი
ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით ითხოვდა, რომ ბერნარდ შოუს მისთვის გაეწია რეკომენდაცია, შოუ დასთანხმდა და დაუწერა: ”ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი თამაშობს ჰამლეტს, რომულუსს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, თუმცა ყველაზე უკეთესად თამაშობს.....” დაასრულეთ მისი გონებამახვილური რეკომენდაცია.
ამ უკანასკნელს.(ანუ ბილიარდს)
пятница, 11 декабря 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий