пятница, 18 декабря 2009 г.

ნახევარფინალი

1 ნახევარფინალი
მსოფლიო ეკრანის კომიკოსმა ჩარლი ჩაპლინმა ჩაულაპარაკა ეპოქის სახელგანთქმულ მეცნიერს: "მე ტაშს მიკრავენ ნიშნად იმისა, რომ ჩემი შემოქმედება ყველასათვის გასაგებია, თქვენ კი ვერ გიბედავენ ტაში არ დაგიკრან, თორემ თქვენი არაფერი გაეგებათ". ვის მიმართა ჩაპლინმა ამ სიტყვებით?
ალბერტ აინშტაინს.
რუსეთის ამ მეფემ საკუთარი შვილიც კი გაიმეტა და მოკლა, იგი გამორჩეული იყო თავისი სიმკაცრით, ამიტომ შთამომავლობამ მას შესაბამის ეპითეტი მოუძებნა, ამ ეპითეტიდან წარმოიშვა ერთ - ერთი რესპუბლიკის დედქალაქის სახელიც. დაასახელეთ ეს მეფე.
ივანე მეოთხე "მრისხანე"
ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს, რომ მანდილოსანს მამაკაცის დასათვალიერებლად ჰყოფნის 45 წამი. 10 წამი ის აკვირდება ფიგურას,8 წმ-თვალებს, 7 წმ-თმებს, 10 წმ -ტუჩებს, 5 წმ -მხრებს. რას აკვირდება ის ბოლო 5 წამის განმავლობაში?
თითებზე, ან ბეჭედზე. (საქორწინო ბეჭედი თუ აქვს)
ჰოლანდიასა და ბელგიაში ეს არის სავალდებულო, ავსტრალიის მოქალაქე ამის იგნორირებისათვის შეიძლება დააჯარიმონ, საბერძნეთის მოქალაქეს კი შეიძლება პასპორტიც წაართვან. რა ვალდებულებაზეა საუბარი?
არჩევნებში მონაწილეობა.
(შავი ყუთი) ეს მცენარე მცენარეთა შორის ყველაზე დიდ ნაყოფს იძლევა. წარმოშობით ის ტროპიკული ამერიკიდანაა და ევროპაშიცაა მოშენებული. იგი საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. მისი ნაყოფი კი დევს შავ ყუთში. რა დევს შავ ყუთში?
გოგრა
რა სასჯელი იყო გათვალისწინებული გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში თვითმკვლელობის მცდელობისათვის?
დახვრეტა (სიკვდილით დასჯა).
1972 წელს ახალგაზრდა ინდოელმა მისწერა ჯონ ლენონს, რომ მისი ოცნებაა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, მაგრამ არა აქვს ფული და თხოვდა გამოეგზავნა მას საჭირო თანხა. ლენონმა უპასუხა: "ჩაუღრმავდით მედიტაციას და შეძლებთ მთელი სამყარო დაინახოთ თქვენს წარმოსახვაში". გარკვეული ხნის შემდეგ ეს ინდოელი მაინც გაემგზავრა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ. როგორ იშოვა მან ფული?
გაყიდა ლენონის წერილი.
ავსტრალიური დოლარის მონეტაზე გამოსახულნი არიან ფაუნის წარმომადგენლები: სირაქლემა ემუ, ფრინველი კივი, იხვნისკარტა, კენგურუ, კოალა, ძაღლი დინგო. ვინ ან რა არის გამოსახული ერთდოლარიან მონეტაზე?
ავსტრალიელი ადამიანი. (აბორიგენი)
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატებზე მუდმივად არის მსაჯობის პრობლემა. ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ. ერთხელ ესპანეთის ნაკრების წარმომადგენელმა მეოთხედფინალის წინ ივარაუდა, თუ რამდენ ბარათს მიიღებდა ესპანეთის ნაკრები მსაჯისგან იმ თამაშზე. დაასახელეთ რა ფერის და რამდენი ბარათის ჩვენება ივარაუდა ხუმრობით მან?
ორი წითელი და ერთი ყვითელი ბარათი (კომენტარი: ესპანეთის დროშის ფერებია)
რამდენიმე წლის წინ ერთმა მილანურმა ფირმამ მილანის რამდენიმე უბნის ბიჭს დაურიგა ორიგინალური საჩუქრები - შურდულები, წარწერით: "ერთგული თანამშრომლობისათვის". თუმცა ბიჭებს ალბათ არასოდეს უფიქრიათ, რომ თავიანთი ქმედებებით ისინი ზრდიან ამ ფირმის შემოსავალს. მაშ რას აწარმოებს აღნიშნული ფირმა?
მინებს (ფანჯრის მინებს).
ძველ რომში ცხოველს უწოდებდნენ "ინსტრუმენტუმ სემივოკალეს". იარაღს "ინსტრუმენტუმ მუტუს". ყურადღება შეკითხვა: ვის, ან რას უწოდებდნენ ისინი "ინსტრუმენტუმ ვოკალეს?"
მონას.
ჩეროკის ტომის ინდიელები ყჰვებიან ზღაპარს წისქვილზე, რომლიდანაც ძაღლი ყოველ ღამე იპარავდა ფქვილს. ფქვილი გზადაგზა იბნეოდა. რის შედეგადაც გაჩნდა "ეს". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ "ეს"
ირმის ნახტომი (ითვლება "რძიანი გზა" ან გალაქტიკა)

2 ნახევარფინალი
მეფისდროინდელი რუსეთის ფლოტში უფრო ხშირად იღებდნენ მათ, ვინც სოფლად იყო დაბადებული. ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი ბავშვობიდანვე შეჩვეულნი იყვნენ „მას“. ის საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო და ახლაც არის. რაზეა საუბარი?
აკვანი.
მსოფლიოში ის პირველად გამოჩნდა 1983 წელს და მასში იდო არყის ჭიქა. თავის არსებობის მანძილზე მასში იმყოფებოდა სრულიად განსხვავებული რამ: საპონი, დირიჟორის ჯოხი, კუ, საქორწინო კაბა, ყველი, მაღვიძარა, გველი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რამდენჯერმე ის სრულიად ცარიელიც კი იყო. დაასახელეთ ის ორი სიტყვით.
შავი ყუთი
1962 წლის 5 ოქტომბერს ლონდონის ძველი მიუზიქ ჰოლის შენობაში გაიმართა ტერენს იანგის ფილმის პრემიერა, სადაც პირველად გაჟღერდა ეს ფრაზა, მას ამბობს მთავარი გმირი. ეს ფრაზა შემდგომში ორ ათეულ ფილმში გამოიყენეს. თუმცა მარკ ფორესტერის დაჟინებული მოთხოვნით 2009 წელს გამოსულ მორიგ კინოსურათში ეს ფრაზა არ ფიგურირებს. დაასახელეთ ეს ფრაზა, ან მთავარი გმირი.
ბონდი, ჯეიმს ბონდი.
სტატისტიკა ამტკიცებს, რომ 1977 წელს ნიუ-იორკში ადამიანები დაკბინეს 24 712-ჯერ. მათ შორის: ძაღლებმა – 22 076-ჯერ; კატებმა - 1152-ჯერ; მათ კი - 892-ჯერ. დაასახელეთ ისინი.
თვით ადამიანები.
(შავი ყუთი) ძველი ეგვიპტელებისათვის ამორალურად ითვლებოდა 42 ცოდვა. (მკვლელობა, ქურდობა, მრუშობა, ცილისწამება და ა.შ.) მათი წარმოდგენით მიცვალებული საიქიოში უზენაესი მსაჯულის წინაშე უნდა წარმსდგარიყო. იქ წონიდნენ მის გულს სასწორზე, რომლის მეორე მხარესაც იდო ჭეშმარიტების სიმბოლო. რა იყო ძველი ეგვიპტელების აზრით ჭეშმარიტების სიმბოლო, თუ ის დევს შავ ყუთში.
ბუმბული
1918 წლიდან საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად აღნიშნავდნენ 8 მარტს. ეს ტრადიცია დაირღვა მხოლოდ ერთხელ. მაშ რომელ წელს არ იზეიმეს 8 მარტის დღესესწაული საბჭოთა კავშირში?
1953 წელს (5 მარტს გარდაიცვალა სტალინი)
პროფესიული დაავადების სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ორკენსტრანტების ეს კატეგორია ხშირად ყრუვდება მარცხენა ყურში. რომელ ინსტრუმენტზე უკრავენ ისინი?
ვიოლინოზე.
გერმანიაში არის სპეციალური ლიფტები. ისინი ჩვეულებრივადაა აგებული, თუმცა ყველა ღილაკი აქვთ ორ-ორი. ერთი ჩვეულებრივ სიმაღლეზე - 140 სმ-ზე. მეორე კი 80-90 სმ-ზე. ვისთვის არის განკუთვნილი მეორე ღილაკები?
ინვალიდებისათვის.
ბოლივიის დედაქალაქ ლა - პასის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის შენახვის ხარჯები. დაასახელეთ ეს სამსახური, რომელიც არის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში და სამტრედიაშიც.
სახანძრო.
კონფუცი თვლიდა ცუდ მმართველად იმას- ვინც ხალხს სძულდა, ცოტათი უკეთესად იმას -ვინც ხალხს უყვარდა, ვის სთვლიდა ის საუკეთესო მმართველად?
ვისაც ხალხი ვერ ამჩნევდა.
თავდაპირველად ამ ქვეყნის დროშაზე გამოსახული იყო გერბი, რომელიც შედგებოდა 4 ლომისაგან, შროპანისაგან, არფისაგან და ერთი რაღაცისაგან, რომელიც საბოლოოდ დარჩა კიდეც ამ ქვეყნის დროშაზე. დაასახელეთ ეს “რაღაც“.
მაქსიმალურად ზუსტად.
ნეკერჩხლის ფოთოლი.
„ახალი რუსებისათვის“ უშვებენ სპეციალურ ადაპტირებულ წიგნებს, მაგალითად კლასიკური ნაწარმოებების შემცირებულ ვარიანტებს. დაასახელეთ ცნობილი რუსი მწერლის რომანი, რომლის ყდაზედაც ერთ-ერთი გაზეთის ცნობით ხუმარა გამომცემლებმა ტექსტის ნაცვლად სარკე დაამაგრეს.
იდიოტი (ფ. დოსტოევსკი.)

Комментариев нет:

Отправить комментарий