სუპერფინალი
აპოლონიუს როდოსელის „არგონავტიკაში“ რთული ამოცანის წინაშე მყოფი იასონი მედეას დახმარებას სთხოვს. რათა დაარწმუნოს მედეა, რომ დაეხმაროს მას, მახვილგონიერი იასონი მიმართავს ანალოგიას და უყვება ქალ-ვაჟის ისტორიას, სადაც ქალი ეხმარება ვაჟს რთული ამოცანის შესრულებაში. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ ქალ-ვაჟის სახელები.
არიადნე და თეზევსი
მე-16 საუკუნის კასტილიაში ისინი მეზობელი ჰოლანდიიდან შემოსულ ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იმ ეპოქის ადგილობრივ მოსახლეობას ისინი გოლიათები ეგონა. მათ სალვადორ დალიმ თავისი ნახატიც კი მიუძღვნა. დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
ქარის წისქვილები.
შვედი მხატვრის - ლინგსტრემის სამი სურათი თაღლითებმა გააყალბეს. მხატვარმა პოლიციის ინსპექტორის რჩევა გაითვალისწინა და თავის ნახატზე, სიყალბისგან დასაცავად ტოვებდა - რას?
თითების ანაბეჭდებს.
თავდაპირველად მისი აშენება იგეგმებოდა ე.წ „არლინგტონის ფერმების“ ტერიტორიაზე. ამ მიზნით მოხდა სპეციალური გზების გაყვანა, რომლებიც ერთმანეთს გეგმის თანახმად 108 გრადუსის კუთხით კვეთენ. თუმცა საბოლოოდ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ადგილი დაიწუნა იმ მიზეზით, რომ ფუჭდებოდა ხედი დედაქალაქზე და მშენებლობამ დაგეგმილი ადგილიდან რამოდენიმე კილომეტრით გადაიწია. საბოლოოდ მშენებლობა 1943 წლის იანვარში დასრულდა. დაასახელეთ ამ მშენებლობის შედეგი.
პენტაგონი.
(შავი ყუთი) საფრანგეთის ქალაქ ტულონის მცხოვრებლები ამ მიზნით იყენებდნენ გაწვრთნილ თოლიებს. ამერიკელები ატარებდნენ ექსპერიმენტებს მერცხლებთან, რუსები კი შევარდნებთან. აი, პარიზელებმა კი ძეგლი დაუდგეს მას რაც არის შავ ყუთში. მაშ, რა არის შავ ყუთში?
მტრედი
დაასახელეთ ადამიანი, რომელიც რაფაელის ფრესკაზე „ათენის სკოლა“, განმარტოებით კიბეებზე გდია.
დიოგენე.
მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?
ჩანგალი.
ეს სიმბოლო მართმადიდებლური სარწმუნოებისა, შეადგინეს წმიდა მამებმა ნიკეას და კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაზე, იგი განიყოფებოდა 12 წევრად ანუ მუხლად და მისი ცოდნა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. დაასაზელეთ მართმადიდებლური სარწმუნოების ეს სიმბოლო.
მრწამსი.
1968 წელს ერთი ინდოელი ჟურნალისტი აგროვებდა მასალას საბჭოთა ჯარების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შესახებ. მან არ იცოდა ჩეხური ენა და დასახმარებლად თავის ჩეხ კოლეგას მიმართა კითხვით, თუ რაზე წერენ ძირითადად მათი გაზეთები. მან უპასუხა: „ჩვენ გაზეთებში იბეჭდება სიმართლე, ნახევრად სიმართლე და ტყუილი. სიმართლე იწერება სპორტულ განყოფილებებში, ნახევრად სიმართლე „ამ განყოფილებებში“, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ტყუილია!“ ამ ჩეხის აზრით, კონკრეტულად რომელ განყოფილებებში იბეჭდებოდა ნახევრად სიმართლე?
ამინდის პროგნოზში.
ნაპოლეონი ამბობდა „რუსეთში 3 ძირითადი ქალაქი მაქვს ასაღები, თუ პირველი ავიღე - ფეხებში ჩავჭიდებ მას ხელს, თუ მეორე - მხრებში და თუ მესამე - გულში ჩავცემ მახვილსო.“ პირველი იყო კიევი. დაასახელეთ მეორე და მესამე ზუსტი თანამიმდევრობით.
პეტერბურგი და მოსკოვი.
ამ ადამიანის მშობლიური ქვეყნის გერბს ამშვენებს წარწერა:“აქ ჩვენ თავისუფლებისადმი სიყვარულმა მოგვიყვანა“. აღსანიშნავია ფაქტი, რომ 1995 წელს ის მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც 10 წლის შემდეგ გაირკვა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ პირველი ადგილი მას მშობლიურ ქვეყანაშიც დაეკავებინა. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.
ჟორჟ ვეა.
ბიოლოგიაში არსებობს ეფექტი, რომლის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს თევზი ლატიმერია. მეცნიერები თვლიდნენ, რომ ლატიმერია 70 მილიონი წლის წინ ამოწყდა, თუმცა 1938 წელს, კომორის კუნძულებთან პირველად მოხდა ამ არსების ცოცხალი ეგზემპლიარის აღწერა, ხოლო მოგვიანებით კი ამ თევზის, ბუნებრივ პირობებში გადაღებაც კი. ზემოთხსენებული ბიოლოგიური ეფექტი, ახალი აღთქმის პერსონაჟის სახელს ატარებს. დაასახელეთ ამ პერსონაჟის სახელი.
ლაზარე.
вторник, 23 марта 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий