I ჯგუფი
ის დაიბადა ფლორენციაში 1454 წელს, 1505 წელს კი მიიღო ესპანეთის ქვეშევრდომობა. დიდება მას მოუტანა მისმა ორმა წერილმა, რომლებიდანაც ერთ-ერთს ერქვა “მუნდუს ნოვუს” – “ახალი სამყარო ან კონტინენტი”. მითხარით მისი სახელი!
ამერიგო (ვესპუჩი)
გერმანიაში, სოფელ უნტერზიმენგინში აგებულია ასეთი რამ. ცენტრში მოთავსებულია სპილენძის მასიური სფერო. მისგან 69 მეტრის მოშორებით ალუმინის ბარდის მარცვალი. კიდევ 57 მეტრის დაშორებით – ცოტათი უფრო დიდი ბურთულა. და ასე შემდეგ – უკანასკნელ სფერომდე, რომელიც მდებარეობს ცენტრალური სფეროდან 7 კილომეტრის დაშორებაზე. რას განასახიერებს ეს კომპლექსი?
მზის სისტემის მოდელია
ის იყო ვექილი “უოტერგეიტის საქმეში” და თვით პრეზიდენტმა ნიქსონმა თქვა მის შესახებ, რომ ქალი, რასაკვირველია, უნდა იყოს ჭკივანი, მაგრამ ასეთ დონემდე ხომ არა. 24 წლის შემდეგ იგი კვლავ იყო იმპიჩმენტის საქმის თანამონაწილე, კიდევ 4 წლის შემდეგ კი გახდა სენატორი. დაასახელეთ ეს ქალბატონი!
ჰილარი კლინტონი (1973 წ იყო “უოტერგეიტის საქმის” სასამართლო გარჩევა)
მაქსიმალურ სიჩქარეს ეს ფრინველი ავითარებს, როდესაც ზის ადგილზე – 555 მეტრი წამში. დამუხრუჭების დროს ფრინველის თავი განიცდის გადატვირთვას, რომელიც რამდენიმე ათასჯერ აღემატება დედამიწის მიზიდულობის ძალას. დაასახელეთ ეს ფრინველი!
კოდალა
(შავი ყუთი) ერთხელ ერთ ჩემი ნაცნობი თავს ევლებოდა ერთ ლამაზ გოგოს და თან ძალიან ერიდებოდა ეს სიტუაცია. ერთხელაც გოგონამ ჰკითხა, თუ ვინ მოსწონდა მას. ნაცნობმა უპასუხა, რომ ხვალ გაუგზავნის მას იმ ქალის პორტრეტს, რომელიც მას უყვარს. ის რაც გაუგზავნა მან მეორე დილას გოგონას დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
სარკე
სამხრეთ ამერიკის აბორიგენები ჭაბუკებს უხვრეტენ ყურებს და ნესტოებს, უჭრიან კანს სხეულზე, შიშვლებს აბავენ ჭიანჭველების ბუდეს, ანდა მარტოს ტოვებენ შუაგულ ჯუნგლებში რამდენიმე დღით საჭმლისა და წყლის გარეშე. ითვლება, რომ ბიჭები, რომლებიც ღირსეულად გაუძლებენ ამ გამოცდას და ცოცხლები დარჩებიან, მზად არიან¼ რისთვის?
ცოლის მოსაყვანად
1602 წლის 12 დეკემბრის ღამეს სავოის ჰერცოგის ჯარებმა დაპყრობის მიზნით განახორციელეს შეტევა ქალაქ ჟენევაზე. მათ მარცხი განიცადეს. ეს მოვლენა ყოველწლიურად 12 დეკემბერს აღინიშნება ჟენევის მაცხოვრებლების მიერ. ეწყობა დიდი ზეიმი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი დიდ ქვაბში იხარშება სუპი. კითხვა: რა როლი ითამაშა სუპმა ქალაქის დაცვის დროს?
მას თავზე ასხავდნენ მომხდურთ
როდესაც ამ მწერალმა წაიკითხა ანტონი ვან ლევენჰუკის წიგნი “ბუნების საიდუმლოებანი”, იგი იმდენად განცვიფრებული დარჩა, რომ გაემგზავრა ლევენჰუკთან და პირადად გაეცნო მას და მის მიკროსკოპებს. ამის შემდეგ მან დაწერა თავისი ორი ცნობილი წიგნი, რომლებსაც საფუძვლად დაედო მიკროსკოპების გაცნობით მიღებული შტაბეჭდილებები. დაასახელეთ ეს მწერალი!
ჯონათან სვიფტი, “გულივერის მოგზაურობა”
კრიმინალისტიკაში არსებობს ასეთი ცნება – “ნაბიჯის სიგანე”. საშუალოდ ნაბიჯის სიგანე მერყეობს 6-დან 12 სანტიმეტრამდე. კითხვა: რომელი პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ “ნაბიჯის სიგანე” უარყოფითი?
მანეკენებს (მოდელებს)
ამ სამსახურის იდეა ამერიკელ ელენ ჩერჩ მარშალს გაუჩნდა. მისი დებიუტი 1930 წ. 15 მაისს შედგა. პირველი ინსტრუქცია, რომელსაც იგი ასრულებდა იყო შემდეგი: მას უნდა დაექოქა საათი, მოეკლა ყველა ბუზი სალონში, აეკრძალა მგზავრებისათვის სიგარეტის ნამწვავების ფანჯრიდან გადაგდება და, თუ ეს საჭიროებას წარმოადგენდა, მათი ფეხსაცმელებიც გაეწმინდა. ამასთან ერთად, იგი მუდამ გაღიმებული უნდა ყოფილიყო. ვინ იყო ელენ ჩერჩ მარშალი?
პირველი სტიუარდესა
ეს დაწესებულება 1800 წელს დააარსა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა. 1815 წელს მას ახალი სული შთაბერა პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა შესწირა რა ამ დაწესებულებას საკუთარი კოლექცია, რომელის შეიცავდა 6487¼ რას?
წიგნს
იაპონიაში გამოცდილი მძღოლები ასე არიგებენ დამწყებებს: “თუ ადამიანს დაეჯახე, პირველ რიგში გააკეთე ეს და მერე კი სასწრაფო დახმარებას გამოუძახე”. თუ თქვენ ასე მოქცევით, სასამართლო ამას მიიჩნევს შემამსუბუქებელ გარემოებად. მაშ, რა უნდა გააკეთოს იაპონელმა მძღოლმა პირველად?
ბოდიში მოიხადოს
II ჯგუფი
1989 წელს ფიზიკოსმა ტიმ ბერნერს-ლიმ ევროპის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრს შესთვაზა ინფორმაციის გამანაწილებელი ახალი სისტემის კონცეფცია. მისი ჩანაფიქრით, ეს სისტემა დაეხმარებოდა მთელი მსოფლიოს ფიზიკოსებს სწრაფად გაეცვალათ ინფორმაცია. კითხვა: რის მამად ითველება ტიმ ბერნერს-ლი?
ინტერნეტის
ძველ ეგვიპტეში ეს სასმელი ფუფუნებად ითვლებოდა, მისი გაუზავებლად დალევის უფლება კი ჰქონდა მხოლოდ ფარაონს და მის დაახლოებულ პირებს. დღეს კი ეს სასმელი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში იყიდება. დაასახელეთ ეს სასმელი!
რძე
პოლონეთში - მეშკო I, უნგრეთში - იშტვან I, დანიაში - ჰარალდ ლურჯკბილა, ნორვეგიაში - ოლაფ ტრიგვესონი, შვედეთში - ოლაფ სკოტკონუნგი. საქართველოში _ ?
პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე გახლავთ მირიან III.
სულხან-საბა ორბელიანი თავის “მოგზაურობა ევროპაში” წერს: “ეს ქალაქი ზღვაში იყო. სამგნით ზღვა ევლო, ცალგნით ვიწრო სრუტე¼ ის ქალაქი ერთიოს ხელმწიფისა იყო. ყმა არავისია”. დღესდღეობით ეს ქალაქი ერთ-ერთი სახელმწიფოს დედაქალაქია. რომელი ქალაქი ჰქონდა მხეველობაში სულხან-საბა ორბელიანს?
მონაკო
(შავი ყუთი) “იგი ყველაზე საოცარია იმ იარაღებს შორის, რომლებსაც ადამიანი ფლობს, _ წერდა ხ. ლ. ბორხესი, _ მიკროსკოპი და ტელესკოპი თვალის გაგრძელებაა, ტელეფონი _ ხმის, გუთანი და დაშნა _ ხელების. ის კი მეხსიერებისა და წარმოსახვის გაგრძელებაა.” რა ჰქონდა მხედველობაში მწერალს?
წიგნი
ინგლისის ქალაქ რიდუეიში, ერთ-ერთ საზოგადოებრივ შენობაში დაყენებული იქნა ხმაურმზომი. თუ ხმაური აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს, ირთვებოდა მაგნიტოფონი და დაწესებულების ხელმძღვანელის ხმა მოუწოდებდა ყველას საჩუმისაკენ. კითხვა: რა იყო განლაგებული ამ შენობაში?
სკოლა
“ის დაწყევლილია თავად ბედისწერის მიერ. იქ, სადაც ის დგავს ნაბიჯს, ბალახიც კი არ იზრდება, მეგობრები კი ყოველთვის ტრიალდებიან მისკენ ზურგით.” ვის შესახებ ამბობენ ასე ლათინურ ამერიკაში?
ფეხბურთის მეკარე
ამ ადამიანის სიცოცხლე არსებითადაა დაკავშირებული ორ თვესთან. ერთთან - ტრაგიკულად, ამ თვეში იგი მოკლეს; მეორეს კი სახელწოდება მიეცა სწორედ ამ პიროვნების პატივსაცემად. დაასახელეთ ეს ორი თვე!
იულიოს კეისარი მოკლეს მარტის იდების დროს, მის პატივსაცემად სახელწოდება მიეცა ივლისს
სახარას ტრამალებში ჩკარგულია მცირე ქალაქი აღადესი. ამ ქალაქში ცხოვრობენ მდიდრებიც და ღარიბებიც, მაგრამ არ არის მიღებული საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირება. ამიტომ ყველას აცვია ერთნაირი უდაბნოში გამოსადეგი და დაფლეთილი ტანცაცმელი, იკვებება ერთნაირად დაბალხარისხიანი საკვებით. არის სულ ორი ფაქტორი, რომელიც განასხვევებს მდიდარს ღარიბისაგან: პირველი – მდიდარს უფრო დიდი ზომის სახლი გააჩნია. დაასახელეთ მეორე!
მას ბევრი ცოლი ყავს
ამ სამივე ქართველ მეფეს უყვარდა ნადირობა. სამივეს ნადირობისას მოხდა ისეთი რამ, რასაც საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვენლობის მოვლენა მოჰყვა. დაასახელეთ სამივე მეფე!
ფარნავაზი _ იპოვა განძი, მირიან III და ვახტანგ გორგასალი
ერთხელ სჯულის კანონის მასწავლებელმა თავის აღსაზრდელს, დედოფალ ვიქტორიას ვაჟს, ტახტის მემკვიდრე პრინც ედუარდს, რომელიც რაღაც გასართობით იყო დაკავებული ჰკითხა “ ვინ არის მეფეზე ძლევამოსილი ?”. რა პასუხი გასცა დაუფიქრებლად ედუარდმა?
“მეფეზე ძლევამოსილი არის მხოლოდ ტუზი!”
1947 წელს ქალაქ მარამბაში ერთ ცნობილ პიროვნებას ძეგლი დაუდგეს. 60-იან წლებში ქალაქში იმყოფებოდა დედოფალი ელისაბედ II. “იგი ჩვენი ხალხის სიამაყეა!”_ განაცხადა დედოფალმა ძეგლთან და პატივისცემის ნიშნად ფეხთ გაიხადა და ისე ავიდა ძეგლის კვარცხლბეკზე. რა მდებარეობს ქ.მარამბადან 11კმ-ს დაშორებით?
ჩანჩქერი ვიქტორია (ძეგლი დაუდგეს დ.ლივინგსტონს ზამბიაში)
III ჯგუფი
მოცარტს ბედმა არგუნა ურთიერთობა ჰქონოდა ორ დიდ იტალიელთან. ერთ-ერთი მათგანია – ანტონიო სალიერი. მეორე მოცარტმა სპეციალურად მოიწვია, როგორც ტექსტის რედაქტორი ოპერისათვის “დონ ჟუანი”. დაასახელეთ ეს მეორე!
ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა
ერთი შვეუცარიული სოფლის მცხოვრებლები ედავებიან რამდენიმე ფრანგულ კომპანიას იმაში რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას სოფლის სახელი შეუნარჩუნდეს. შვეიცარიელების ძირითადი არგუმენტია ის, რომ ისინი ამ პროდუქციას აწარმოებენ უკვე ათას წელზე მეტია, ცოლო მისი ფრანგული ანალოგი, მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, მხოლოდ XVI საუკუნიდან იწარმოება. მაშ, რა ქვია ამ სოფელს?
შამპანი
დედამიწის თითქმის ყველა ხალხები თვლის დროს იყენებენ ათობით ათვლას ან ხუთობით ათვლას. ეს არც არის შემთხვევითი _ ხელზე ყველას ხუთი თითი აქვს. მაგრამ აი, იუკის ტომის ინდიელები მთელს კაცობრიობას უპირისპირდებიან და ოთხობით თვლას იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათაც 5-5 თითი აქვთ. რა აქვთ მათ, ისევე, როგორც ჩვენ _ 4?
შუალედი თითებს შორის
ტრადიციულ კორეულ ფერწერაში მხატვრები ხატავდნენ პორტრეტებს, პეიზაჟებს, ცხოველებს და 4 “კეთილშობილ მცენარეს”: ქლიავის ხეს, ქრიზანთემას, ორქიდეას და დაასახელეთ მეოთხე.
ბამბუკს.
(შავი ყუთი) შვეიცარიის ველებზე ორი ტიპის ქარი უბერავს – ატლანტიკიდან მობერილი ქარი – რომელიც მეტად ცივი და ნესტიანია და სახელად ბრიზი ეწოდება და მშრალი და თბილი ქარი ალპებიდან, რომლის სახელწოდებაც ქვია მას რაც დევს შავ ყუთში, და რომელიც ბევრს ამ დარბაზში მსხდომთაც გამოუყენებიათ. მაშ, რა დევს შავ ყუთში?
ფენი
მე-19 საუკუნის I ნახევარში მოდის მიმდევარ მანდილოსანთა საზაფხულო გარდერობში აუცილებლად შედიოდა გრძელი პერანგი კალთაზე მიმაგრებული ტყვიის ბურთულებით. რისთვის გამოიყენებოდა ეს ჩაცმულობა?
საბანაოდ
კეჩუას ინდიელები უწოდებენ ამას “კენტი”, გუარანის ინდიელები – “მაინუმბი”. ორივე სიტყვა ერთნაირად ითრგმნება – “ცისარტყელას წვეთი”. რის შესახებაა საუბარი?
ჩიტი კოლიბრი
“ადამიანური უსამართლობის ძეგლი” – ასე უწოდა ალექსანდრე ჰუმბოლდტმა მსოფლიო გეოგრაფიის ისტორიის ამ ფაქტს. ვის დაუდგეს ეს ძეგლი ვის მაგივრად?
ამერიგო ვესპუჩის ქრისტეფორე კოლუმბის ნაცვლად
შუა საუკუნეების ევროპულ ქალაქებში ძალზე ვიწრო ქუჩები იყო და ამიტომ სუფთა ჰაერი ძალზე ჭირდა. მდიდრებს სპეციალურად ჰქონდათ გაკეთებული ბაღები, სადაც ისინი სეირნობდნენ. სად სეირნობდნენ და სუნთქავდნენ სუფთა ჰაერით ღარიბები?
სასაფლაოებზე
ძველად აღმოსავლეთ ევროპაში საქორწინო წეს-ჩვეულებებს შორის, იყო ასეთი ჩვეულება: ახალდაქორწინებულების საძინებელი ოთახის კუთხეებში დგამდნენ ჭურჭელს (დოქს). რა იყო ამ ჭურჭელში?
თაფლი.
კუბელმა უილიამ კალიხომ, რომელიც მუშაობს “მარიო ალარკონის ფაბრიკაში” რამდენიმე წლის წინ 4 დღეში შექმნა ეს სიგრძით 3 მ და 40 სმ. ამით მან გააუმჯობესა თავისი თანამემამულის მანუელ ჰუსმანის რეკორდი, რომელსაც მანამდე ეკუთვნოდა რეკორდი – 2,9 მ. გასაგებია, რომ ასეთ გიგანტურ ზომებს ადამიანი ვერ გამოიყენებს, მაგრამ “მარიო ალარკონისათვის” მშვენიერი რეკლამა გამოვიდა. დაასახელეთ ზუსტად, რას აწარმოებს ეს ფაბრიკა?
სიგარებს.
იალტის კონფერენციის წინ სტალინმა ბრძანა დაემზადებინათ შპაგინის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამი ცალი სასაჩუქრო ვარიანტი. ორი მათგანი კონფერენციაზე გადაეცათ ადრესატებს. მესამე კი მოხვდა სსრკ შეიარაღებული ძალების მუზეუმში. ვისთვის იყო განკუთვნილი მესამე საჩუქარი?
შარლ-დე-გოლისათვის.
IV ჯგუფი
ოკეანიის მცხოვრებლებში ოდითგანვე გავრცელებულია ზღვის “რუკები” ისინი წარმოადგენენ სელისაგან დაწნულ ქსელს, რომლებიც აღნიშნავენ ზღვის დინებებს, ტალღების მიმართულებებს და მათ შორის მანძილს. რას აღნიშნავენ ნიჟარები ასეთ რუკებზე?
კუნძულებს.
ევროპარლამენტი ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, რომელიც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანას უწევს კოორდინაციას. ის ფინანსდება მისი წევრი ყველა ქვეყნის მიერ. როგორ ფიქრობთ, რაზე იხარჯება მასში ყველაზე დიდი თანხა, მთელი ბიუჯეტის 60%?
თარგმანებზე (თარჯიმნების ხელფასებზე).
ზოგიერთი წამლები აუმჯობესებენ სისხლით მომარაგებას, იღებენ რა მას ჭარბად მომარაგებული უბნებიდან და გადასცემენ ცუდად მომარაგებულ ორგანოებს. ვის სახელს ატარებს ეს ეფექტი?
რობინ ჰუდის.
ჟურნალისტმა ვინმე იაროსლავმა მოიფიქრა ასეთი იგავი, რომელიც ილუსტრირებას უკეთებს ფსიქოლოგიურ განსხვავებას ადამიანების ამ ორ ჯგუფს შორის: მიდის 2 ადამიანი, მოულოდნელად დაინახეს ზარდახშა. “საინტერესოა საიდან მოხვდა ის აქ” – გაიფიქრა ერთმა, გაიფიქრა პირველი ჯგუფის წარმომადგენელმა. “საინტერესოა, რა არის მასში?” გაიფიქრა მეორე ჯგუფის წევრმა. დაასახელეთ ეს 2 ჯგუფი.
ქალები და კაცები
(შავი ყუთი) ქალაქ ნალჩიკის - ყაბარდო ბალყარეთის დედაქალაქის დასახელება აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ეს საგანი აღნიშნულია ქალაქის გერბზე. თუმცა ყაბარდოელი ცხენები და ჯიგიტები აქ არაფერ შუაშია. სინამდვილეში მისი სახელის მიზეზია მთების მასივი, რომელიც მას სამი მხრიდან აკრავს. ეს საგანი დევს შავ ყუთში. რა?
ნალი
ფრთიანი ფრაზა მას სამკურნალო თვისებებს მიაწერს. ხოლო ჯონ აპლაიკის რომანის “კენტავრი” ერთი მოსწავლე სრულიად მოულოდნელად ასახელებს მას პასუხად მასწავლებლის შეკითხვაზე: “რომელი ეროზიული აგენტები იცითო”.
დრო.
კოლორადოს უნივერსიტეტის ზოოლოგების დაკვირვებით, ემ ცხოველების თავზე თმების განლაგება მეტყველებს მათ ტემპერამენტზე. თუ შუბმზე ლაქა მაღალზე აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ, მაშინ ისინი ნერვიულები და აგრესიულები არიან, ხოლო თუ თვალებს შორის არის – მაშინ წყნარი თვისებები ახასლათებთ. თუ მიხვდით რა ცხოველებზეა საუბარი, მაშინ დაასახელეთ თუ რისთვისაა საჭირო ეს გამოკვლევები?
კორიდაზე წასაყვანად.
ამ გამოგონებაში სამ ადამიანს მიუძღვის წვლილი. პირველმა – ვაინჰოდმა – 1879 წელს გააკეთა ეს ნივთი. მეორემ – დიუარმა – 1890 წელს შევერცხლა იგი. მესამემ – ბურგერმა – მიუჩინა მას ადგილი სამზარეულოში. თქვენ ყველას თითო ასეთი ნივთი ოჯახში აუცილებლად უნდა გქონდეთ. რომელ ნივთზეა საუბარი?
თერმოსი
რობესპიერმა ერთ ქალს 2 შვილი მოუკლა. მისი დასჯის დღეს ეს ქალბატონი ეშაფოტთან იდგა და როდესაც რობესპიერი დასაჯეს, თეატრალურად წამოიძახა ერთი სიტყვა.რა სიტყვა?
ბის
ერიხ ფრომი ამბობდა, რომ ადამიანები მორტოსულნი არიან იმიტომ, რომ პირველების ნაცვლად აგებენ მეორეებს. პირველები, ენციკლოპედიის თანახმად, არსებობს მოცურავე, გადასატანი (მოსახსნელ-დასამონტაჟებელი), ჯაჭვის, ბეწვის, დაკიდული, ბოძებზე, თაღებიანი და ა.შ. მეორეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კი შექმნა ინგლისურენოვანმა როკ-ჯგუფმა. დაასახელეთ პირველიც და მეორეც!
ხიდები და კედლები (“პინკ ფლოიდის” “კედელი”)
ჩინური ხალხური თქმულება ამბობს, რომ თუ ქალი სიზმარში ნახავს წყალში ჩავადრნილ ხმალს, ის მალე გარდაიცვლება. რა მოხდება თუ ის იღებს ხმალს წყლიდან?
მალე შვილი შეეძინება.
რუსი მხატვრის პეტრე მალკოვის იუმორისტულ ჩანახატზე გამოსახულია ორი გამოჩენილი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანია მხატვარი, პოსტიმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. თუ მიხვდით რომელ მხატვარზეა საუბარი, დაასახელეთ მეორე პიროვნება, ამერიკელი პროფესიონალი სპორტსმენი და გაითვალისწინეთ, რომ ისინი შემთხვევით არ არიან ერთად გამოსახულნი.
მაიკ ტაისონი.
V ჯგუფი
როგორც მოგეხსენებათ ძველეგვიპტური იეროგლიფები ამოხსნა გამოჩენილმა ფრანგმა ეგვიპტოლოგმა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა. ამაში მას დაეხმარა ორი სახელი, თანაც პირველი სახელის მე-4, მე-3 და 1-ლი ასოები (იეროგლიფები) დაემთხვა მეორე სახელის მე-2, მე-4 და მე-5 იეროგლიფებს. პირველი სახელია პტოლემეოსი. მეორე?
კლეოპარტა.
ჩვ. წ. პირველ საუკუნეში რომის იმპერატორმა ნერონ კლაუდიუს ცეზარმა გაგზავნა მონები მთაში. რაც მათ მოიტანეს, იმას დაუმატეს თაფლი და ხილი. მაშ, რისთვის გაგზავნეს მონები?
თოვლისათვის (ყინულისათვის).
ძველ ბერძენ ზღვაოსნებს ჰქონდათ ასეთი წეს-ჩვეულება: ღამით გემის ერთ-ერთ ანძაზე ისინი კიდებდნენ ცხვრის ტყავს. კითხვა: რისთვის?
წურავდნენ და ღებულობდნენ მტკნარ წყალს
მეორე საუკუნეში დაწერილ აპოკრიფულ თხზულებაში “სოლომონის სიბრძნე” ნათქვამია, რომ ეს არის ურწმუნო სულის ძეგლი. აი, თუ როგორ გამოიყურება ეს ძეგლი, თქვენ შეიძლება გაიგოთ (ან უკვე იცით), თუ დაკვირვებით წაიკითხავთ ბიბლიას. ყურადღება კითხვა – რისგან არის დამზადებული ეს “ურწმუნო სულის ძეგლი”
მარილისაგან
(შავი ყუთი) მობილური ტელეფონების სადგურები გამოიყურება როგორც ანძები, რომლებიც ძალზე აფუჭებენ პეიზაჟს, ამიტომ აშშ-ში დაიწყეს მისი შენიღბვა – როგორც ფიჭვის ხეები, ქარის წისქვილები, კლდეები, საეკლესიო ზარები. რად ნიღბავენ მათ აშშ-ს სამხრეთ შტატებში, თუ ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ზომისა დევს შავ ყუთში?
კაქტუსი.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდია “ახალი სომხების” ერთ-ერთ გამოსვლაზე ნახსენები იყო “ცივილიზაციის ისეთი მიღწევების” შესახებ, როგორიცაა “შაითან – ორპირი ქარი” და “ბიულ-ბიულ ჭა”. დაასახელეთ, თუ რას გულისხმობდნენ ისინი ამ სიტყვების ქვეშ.
კონდინციონერი და ჯაკუზი.
ღმერთი სლამპანდაი მუდმივად ქმნის ადამიანებს. და ყოველთვის, როდესაც მორიგ ბავშვს დაამზადებს, მიჰყავს ის სხვა ღმერთებთან, რომლებიც ბავშვს უსვამენ ერთადერთ შეკითხვას: “რა გინდა რომ გეჭიროს ხელში?”. კითხვა, რაზე ახდენს გავლენას ბავშვის პასუხი?
მის სქესზე (გოგო იქნება თუ ბიჭი).
1998 წელს გამოჩნდა ახალი კომპიუტერული თამაში “რბოლა გვირაბში”. დაასახელეთ ქალბატონი, რომელიც ზის ამ თამაშის დროს უკანა სკამზე.
პრინცესა დაიანა.
ერთხელ გენადი ხაზანოვმა Yთქვა: “თუ გინდა, რომ გადაეხვიო და ჩაეხუტო მთელ მსოფლიოს იყიდე ეს” რა?
გლობუსი.
ლათინურ ენაზე: “შექმნილი” – კრეატურა. “გაფერადებული” – პოლიტურა. “დახატული” – პინტურა. გადამითარგმნეთ ლათინურად სიტყვა “დასვრილი, ჭუჭყიანი”
მაკულატურა.
1949 წელს ალბერტ აინშტაინმა დაწერა ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელშიც პატიებას სთხოვდა ამ ადამიანს. ვის?
ისააკ ნიუტონს.
კონფუცი თვლიდა ცუდ მმართველად იმას, ვინც ხალხს სძულდა, ცოტათი უკეთესად იმათ, ვინც ხალხს უყვარდა. ვის სთვლიდა ის საუკეთესო მმართველად?
ვისაც ხალხი ვერ ამჩნევდა (ითვლება – არ იცნობდა).
VI ჯგუფი (საბაზო სკოლები)
ზიმბაბუეს ნაციონალურ პარკში სეირნობისას 50 წლის ამერიკელმა ტურისტმა დაკარგა საფულე. მან ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა. ქურდი სწრაფად აღმოაჩინეს, მით უმეტეს რომ მას დამალვა სულაც არ უცდია. მაგრამ ის არ დაუპატიმრებიათ. რატომ?
მაიმუნი იყო.
ჰოკაიდოზე ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრი, რომელსაც იაპონელები იუკიგასენს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ის პოპულარულია ევროპაშიც, ძირითადად კი სკანდინავიის ქვეყნებში. სპორტის ამ სახეობის სახელწოდებაში ფიგურირებს თოვლი, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვობაში ყველა ჩვენგანს მიუღია მონაწილეობა ამ შეჯიბრში. მაშ, რაში ეჯიბრებიან ერთმანეთს იუკიგასენის მონაწილეები?
გუნდაობაში.
მიქელანჯელო სტუმრად იყო ნაკლებად ნიჭიერ კოლეგასთან, რომელმაც მას თავის სახლი დაათვალიერებინა, თან უთხრა, რომ მან დარბაზის კედლები შეათეთრებინა, რათა მერე მოეხატა. რა ურჩია მიქელანჯელომ კოლეგას?
ურჩია დაეტოვებინა თეთრი კედლები.
ვინც საჭმელად ვარგისი მოლუსკების მოშენებითაა გატაცებული, “ეს” მისთვის დიდი დაბრკოლებაა. ამის გამო მოლუსკები საჭმელად უვარგისი ხდება. სელექციონერები მუშაობენ ისეთი მოლუსკების გამოსაყვანად,რომელშიც “ის” არ იქნება. რაზეა საუბარი?
მარგალიტი
(შავი ყუთი) მომავალი იმპერატორის კონსტანტინე VI-ს საცოლის შესარჩევად, მისმა დედამ რეგენტმა ირინამ ყველა ქალაქში გააგზავნა შიკრიკები, გრაგნილით, რომელშიც მითითებული იყო მომავალი დედოფლის ასაკი, სიმაღლე და სხვა მახასიათებლები. ყველაზე საოცარია, რომ სარძლოს ასარჩევად შიკრიკებს კიდევ დაურიგეს ის, რაც დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ფეხსაცმელი
ესპანეთის კუნძულ პალმა დე მაიორკაში გაიმართა ფოსტალიონის გაბრიელ გრანადოსის სასამართლო. ბრალდების მხარემ მოითხოვა მისთვის 384 912 წელის მისჯა, სერიული დანაშაულებისათვის, რომელთა რაოდენობა 42 768 – ს შეადგენდა. რა დანაშაულს სჩადიოდა ის?
არ არიგებდა წერილებს.
პალესტინაში იყო 2 ქალაქი სოდომი და გომორი, მათი მცხოვრებნი საყოველთაოდ ცნობილნი იყვნენ თავისი გარყვნილებით. უფალმა დასაჯა ეს ქალაქები, მოუვლინა მათ ცეცხლის წვიმა და მოსპო იქ ყოველივე ცოცხალი. რა მდებარეობს ახლა იმ ადგილზე?
მკვდარი (მარილიანი) ზღვა.
რას უდრის პარიზის მერიდიანის მეოთხედის ერთი მემილიონედი ნაწილის სიგრძე?
ერთ მეტრს.
ალ. დიუმა (მამა) თავის კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებში წერს: “აქ მისვლისას მე აღმოვჩნდი ზღვის, მდინარისა და ტბის შუა და ამიტომ ბუნებრივია პირველად თევზი მოვითხოვე.” მაშ, რომელ ქალაქში იმყოფებოდა ალ.დიუმა?
ფოთში
ერთხელ ერთ ჯამბაზს იტალიაში შეუსრულებია საცირკო ნომერი ბოთლის გამოყენებით და წარმოდგენა ჩაშლია, ბოთლის იტალიური სახელწოდებიდან მოდის სიტყვა, რომელიც დაღმასვლას, მიზნების შეუსრულებლობას, სრლ კრახს ნიშნავს. დაასახელეთ ეს ცნობილი სიტყვა.
ფიასკო
ამ მწერმა მუჰამედის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა, როცა ის მექადან მედინაში გარბოდა. რომელ მწერზეა საუბარი?
ობობა
რუსული “მატრიოშკა” მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ძველ ბერძნებსაც ქონდათ ასეთი რამ. ეს იყო დიდი სათამაშო, რომელშიც სხვა პატარა სათამაშოები ელაგა, მათ ყველას საკუთარი სახელები ქვიოდათ. კითხვა:რისი ფორმა ქონდა დიდ სათამაშოს?
ცხენის.
среда, 31 марта 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий