1948 წელს დავით გურამიშვილის საფლავზე წაიღეს 4 მუჭა მიწა, რომელიც აღებული იყო 4 ქართველი მამულიშვილის საფლავიდან, დაასახელეთ 3 მათგანი მაინც.
ილია, აკაკი, ვაჟა და ნიკოლოზ ბარათაშვილი.
მექარავნეებს უდაბნოში სიარულისას ხშირად თან დაჰყავდათ ეს ფრინველი, მათ გერბზე იგი აქლემთან ერთად იყო გამოსახული. მისი ხმა უდაბნოში აფრთხობდა მტაცებლებს და სწორედ ამიტომ იყო იგი მექარავნეების თანამგზავრი. დაასახელეთ ის.
მამალი.
ესპანეთის ერთ ერთ სასტუმროში მომსახურე პერსონალს პიჯაკებზე მიმაგრებული აქვთ სხვადასხვა ქვეყნის დროშა, რა მიზნით აქვთ ეს გაკეთებული?
რათა კლიენტს მიახვედროს, რომელ ენაზე საუბრობს ის.
ანეკდოტი: ატომური ომის შემდეგ ცოცხლები მხოლოდ ქალი და კაცი გადარჩა, კაცმა მოითხოვა საჭმელი, ქალმა მას რაღაც მიაწოდა, რაზეც კაცმა უპასუხა - ძვირფასო, არ გვინდა ყველაფრის თავიდან დაწყება. რა მიაწოდა ქალმა?
ვაშლი.
ქართველებისათვის ეს უძვირფასესი რელიქვია საზღვარგარეთიდან შემოიტანეს, იგი შემოტანიდან 18 საუკუნის დამდეგამდე ანდრიას კაპოეტის ციხე-სიმაგრეში იყო, შემდეგ თეიმურაზ მეფის ბრძანებით ანანურის ეკლესიაში წააბრძანეს. 1749 წელს მიტროპოლიტმა ტიმოთე გაბაშვილმა იგი რუსეთში წაიღო. რუსეთის მეფე ალექსანდრე პირველმა იგი 1801 წელს საქართველოს დაუბრუნა, იგი დღესაც სიონის საკათედრო ტაძარში ინახება. რაზეა საუბარი?
წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი.
მsoflios bevr qveyanaSi transportis es saxeoba eleqtroenergiis didi raodenobis xarjvis gamo aramomgebianad iTvleba da amitom ar gamoiyeneba. dasavleT evropis qveynebSi, sadac eleqtroenergiis fasi Zalze maRalia, transportis es saxeoba farTod gamoiyeneba mxolod safrangeTsa da SveicariaSi. daasaxeleT es transporti!
troleibusi (ტრამვაიც ითვლება)
ერთი საბჭოთა მძღოლი, რომელიც დიდ ხანს ცხოვრობდა აფრიკაში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამბობდა, რომ ადგილობრივები მას ეძახიან ”ნადოკი ა მენდელე”, რაც ნიშნავს ”თეთრი ადამიანის ჩიტი”. რაზეა საუბარი?
თვითმფრინავი.
ცნობილი ეთნოგრაფი კლოდ ლევი სტროსი წერდა, რომ ქალაქი სან პაულუ ბრაზილიაში მდიდრდებოდა ყვითელი, თეთრი და შავი ოქროს ექსპორტით. დაასახელეთ 2 მათგანი მაინც რაც მან იგულისხმა.
ყვითელი - ოქრო. თეთრი-შაქარი, შავი ყავა.
მან 17 წლის მანძილზე 8 ჯერ დალაშქრა საქართველო, მან შემოსევები 50 წლისამ დაიწყო და 67 წლისამ დაასრულა, მაგრამ თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია. მან წასვლისას წარმოთქვა სიტყვები: ”დიდი ისკანდერის ბედის რაშიც კი მუხლებს მოიმტვრევდა გურჯისტანის მიწაზეო”. ვინ იყო ეს დამპყრობელი?
თემურ-ლენგი.
დიდ ფრანგ მწერალთან ონორე დე ბალზაკთან ერთხელ მივიდა მოხუცი ქალი და სთხოვა კალოგრაფიით ბავშვის მომავალი განესაზღვრა. ბალზაკმა დიდი დაკვირვების შემდეგ თქვა: ”მოძრავი, ცოცხალი ბავშვი ჩანს, მაგრამ გონებაჩლუნგია, მისგან არაფერი გამოვა”. ვის ეკუთვნოდა ეს ნაწერი?
თვითონ მას.
დაასახელეთ ზღვაოსანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის კვლევაში და რომლის სახელსაც ატარებს კუნძული, ზღვა და ყურე ამ რაიონებში, აგრეთვე მყინვარი ახალ ზელანდიაში.
აბელ იანზორ ტასმანი.
პირველად ეს ფრინველები მაგელანმა ნახა და უწოდა მათ ”უცნაური ბატები”, რომელ ფრინველებზეა საუბარი?
პინგვინები.
ვიქტორ ჰიუგომ, როცა დაწერა თავისი პოემა ”განკიცხულნი” წავიდა პარიზიდან და თავის მდივანს უმოკლესი წერილი გაუგზავნა, რითაც იგი თავისი წიგლის გაყიდვის მდგომარეობაზე ეკითხებოდა, ეს იყო ერთადერთი ნიშანი ” ? ”. რა მიიღო მან პასუხად?
!
რა სიტყვა ითარგმნება იაპონურიდან როგორც ”ცხენი გასიებული ზურგით”?
აქლემი.
ყურანში არაფერი არ წერია სავაჭრო ოპერაციების შესახებ, მაგრამ მასში მოხსენიებულია ისეთი რამ, რისთვისაც აკრძალულია ფულის აღება, მიუხედავად ამისა დღეს ისლამური ქვეყნების უმრავლესობაში ეს იყოდება და საკმაოდ ძვირადაც და დიდი რაოდენობით. მაშ რის გაყიდვას კრძალავს ყურანი?
წყლის.
დააკვირდით შედარებებს: ინდოეთში-თეთრი. ბრაზილიაში - წითელი, მექსიკაში - ყვითელი. საქართველოში?
შავი (გლოვის სიმბოლური ფერი)
1819 წელს ფრანგმა დიურვილმა კუნძულ მილოსზე ერთი გლეხის სახლში იპოვა ქანდაკება, ამ ქანდაკებას მაშინ ჯერ კიდევ ეჭირა ხელში ვაშლი. ფრანგი მიხვდა, რომ ეს ქანდაკება უდიდესი ხელოვნებით იყო გაკეთებული. შემდგომში ქანდაკებამ სახე იცვალა და დღეისათვის ხელებმოტეხილია. რომელი ქანდაკებაა ეს?
ვენერა მილოსელის ქანდაკება.
ზედწოდებით ”რეგვენი” ისტორიაში შესულია ქართველი მეფე ბაგრატ მეორე, ეს ზედწოდება ტახტზე ასვლისას პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებოდა. მაშ რით იყო გამოწვეული ასეთი ”ზედსახელი”?
მისი მცირეწლოვნობით.
ეს ყვავილი საკმაოდ ცნობილი იყო მსოფლიოში, მისი 3 ყვავილი გამოსახული იყო საფრანგეთის გერბზე, ხოლო მისი სახელი (სომხურად) ერქვა ერთ-ერთ ქართველ მოწამეს. რომელ ყვავილზეა საუბარი?
შროშანი.
ეს მოვლენა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა 1955 წელს — 7 წთ და 8 წმ. მეცნიერების პროგნოზის მიხედვით ეს 7 წთ და 29 წმ გაგრძელდება 2186 წელს. ჯორჯ ელიოტმა ამ მოვლენას შემდეგი ეპითეტი მოუძებნა: ორი მეგობარი, რომელთა შორის ჩამდგარია მტერი. დაასახელეთ, თუ რას ვუწოდებთ ჩვენ ამ მტერს.
ჩვენ ამ მტერს მთვარეს ვუწოდებთ (საუბარი იყო მზის დაბნელებაზე).
ძველი დროის ექიმი არაბი აბუ ალ ფარაჯი თავის პაციენტებს ეუბნებოდა: ”ჩვენ სამნი ვართ, მე შენ და ის. მე და შენ მას გავუმკლავდებით, მაგრამ თუ შენ მის მხარეს იქნები, მაშინ მე მარტო ვერ მოგერევით. ” კითხვა: რა იყო ის მესამე?
ავადმყოფობა.
ერთ-ერთმა ინგლისელმა მეცნიერმა მეცხრამეტე საუკუნეში გადაკვეთა აფრიკა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, გამოიკვლია მდინარე ზამბეზი. მასზე აღმოაჩინა დიდი ჩანჩქერი და მას ინგლისელი დედოფლის პატივსაცემად ვიქტორია უწოდა. მას ძალიან უნდოდა ეპოვა აფრიკის და მსოფლიოს უდიდესი მდინარის ნილოსის სათავე, მაგრამ სიკვდილმა არ დააცადა. ვისზეა საუბარი?
დევიდ ლივინგსტონი.
ლევან გოთუა ამბობდა: ”ჩვენ 2 რამ მივეცით კაცობრიობას, ყველაზე მტკიცე და ყველაზე აღმაფრთოვანებელი და მე ვფიქრობ, ქართულ ხასიათში ორივე დაგვრჩა”. დაასახელეთ ორივე მათგანი.
რკინა და ღვინო.
პირველმა მიიღო თავისი სახელწოდება თავისი ზომების გამო, მეორემ მისი უნარით, რადგან იძლევა დამატებით ინფორმაციას, მესამემ თავისი ადგილმდებარეობით, მეოთხე ამჯობინებს ინკოგნიტოდ გამოსვლას. მეხუთე მათ შორის ყველაზე პატარა და სუსტია და სახელიც შესაბამისი აქვს. დაასახელეთ მეხუთე.
ნეკა
რომის სასამართლოში ნებისმიერი საქმის გარემოების გარჩევის პროცედურა შედგებოდა შვიდი კითხვისაგან, აი 4 მათგანი: ”ვინ? ვისი დახმარებით? რისთვის? როგორ?” დაასახელეთ დანარჩენი სამი კითხვა.
რა? სად? როდის?
მისი სახელიდან გამომდინარე ის არის მონა. მის წარსულზე თითქმის არაფერია ცნობილი, ერთი ვერსიით იგი ვიღაც ფრანცისკმა შეიძინა სააბაზანო ოთახისათვის პატრონისაგან 4000 ეკიუდ. ახლა ის ბევრს მოგზაურობს, ნამყოფია ნიუ-იორკში, ტოკიოში, მოსკოვში და ა.შ. დაასახელეთ ის.
მონა ლიზა - ჯოკონდა.
ყველაზე გრძელი ეს, რომელიც შესულია გინესის 2002 წლის რეკორდების წიგნში შექმნა ჯეი ორბერგმა (კალიფორნია, აშშ). მისი სიგრძეა 30,5 მეტრი. სხვა აუცილებელი მოწყობილობების გარდა მას აგრეთვე გააჩნია საცურაო აუზი, დიდი საწოლი, 6 ტელეფონი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც კი. დაასახელეთ ეს.
ეს არის ლიმუზინი.
საქართველოში რამდენიმე ადგილას არსებობს ეკლესია, რომლის სახელი შეიცავს სიტყვა სიონს. მაგალითად: ბოლნისის სიონი, ატენის სიონი. კონკრეტულად რომელი წმინდანის სახელობის ტაძრებია იქ?
ღვთისმშობლის მიძინების.
Carlz darvinis vaJi, jorj darvini amtkicebda, rom Zalian didi xnis win kosmosurma Zalebma dedamiwas moaglijes sakmaod didi masa da gaCnda "wynari okeanis" Rrmuli. ra warmoiSva dedamiwis amoglejili nawilisagan jorj darvinis azriT?
mTvare.
თავის ერთ-ერთ წიგნში ტურ ჰეიერდალი წერს: ”მსგავსება ძველი ეგვიპტისა და მექსიკის ცივილიზაციებს შორის გასაოცარია. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო.” რა დააყენა მან ამ მსგავსებათა შორის პირველ ადგილზე?
პირამიდები.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გრძელი წინადადების ავტორია ვიქტორ ჰიუგო. ეს წინადადება შეიცავს: 823 წიტყვას, 93 მძიმეს, 51 ორწერტილს, 4 ტირეს და.... კიდევ რას და რამდენს?
ერთ წერტილს.
როდესაც მე-19 საუკუნის ბოლოს მთელმა მსოფლიომ შეიტყო ამ გამოგონების შესახებ, ბრიტანეთის ფოსტის მინისტრმა სერ უილიამ პრისმა თქვა: ”ამერიკელებს ის შეიძლება გამოადგეთ კიდეც, მაგრამ ჩვენ ის ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენი ფოსტალიონები მშვენივრად მუშაობენ.” რომელ გამოგონებაზე იყო საუბარი?
ტელეფონი.
თურქმენეთში არის სოფელი ”ხოჯა-პილ-ატა” მისი თარგმანი ასეთია ”ხოჯა”-წმინდა, ”პილ” - სპილო, ”ატა”- მამა. თავისი სახელწოდება სოფელმა მიიღო იმ დიდი ნაკვალევის მიხედვით რომლებიც აღმოჩენილ იქნა სიახლოვეს. ლეგენდები გვამცნობენ, რომ ეს ნაკვალევი დატოვა ალექსანდრე მაკედონელის ცხენმა ბუცეფალმა და მისმა საბრძოლო სპილოებმა. სინამდვილეში ვინ, ან რამ დაოვა ეს ნაკვალევი?
დინოზავრებმა.
საქართველოს ერთიანი სამეფოს წარმოქმნიდან 1801 წლამდე საქართველოში მოღვაწეობდა 9 მეფე, რომლებიც ისტორიას ნუმერაციის გარეშე შემორჩნენ: ქართლის მეფეები-ქაიხოსრო ,ბაქარი, იესე; კახეთის მეფე ლევანი, იმერეთის მეფეები - მიქელი და ლევანი. ამ ნუსხას 3 მეფის სახელი აკლია. დაასახელეთ 2 მათგანი მაინც.
თამარი, რუსუდანი, როსტომი.
ეს საგანი ინგლისში სანამ ფართოდ დამკვიდრდებოდა მანამდე 50 წლით ადრე გამოჩნდა, მაგრამ პოპულარული გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინგლისში მოდაში შემოვიდა ფარფაშა თეთრი საყელოები. რა საგანია ეს?
ჩანგალი.
დაასახელეთ მდინარე, რომელიც 2 -ჯერ გადაკვეთს ეკვატორს.
კონგო (ზაირი).
დააკვირდით ჩამონათვალს: 5 დოლარი - ლინკოლნის მემორიალი, 20 $ - თეთრი სახლი, 50 $ - კაპიტოლიუმი. რომელ კუპიურაზე არის გამოსახული დაუსრულებელი პირამიდა?
1 $
მეთორმეტე საუკუნეში პარიზში დაიწყო ორი გრანდიოზული მშენებლობა, რომლებიც ახლაც ამშვენებენ პარიზს.1187 წელს მეფე ფილიპე მეორის ბრძანებით დაიწყეს პარიზის ირგვლივ გალავნის შემოვლება, ხოლო რისი მშენებლობა დაიწყო 1163 წელს?
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის.
ამ ზღვაში შეუძლებელია თავის დახრჩობა, რადგან მასში მარილის უდიდესი კონცენტრაციის გამო ადამიანი არ იძირება. რომელ ზღვაზეა საუბარი?
მკვდარი (მარილიანი ზღვა)
ეს შინაური ფრინველი კორეაში ერთგულების სიმბოლოა, ამიტომ ქორწილების „საპატიო სტუმარია“, თურქეთში კი ახალი წლის სუფრას „ამშვენებს“. რა ფრინველია ეს?
ბატი
როგორც ვიცით ქართული ანბანი გადიოდა განვითარების სტადიებს, რის შემდეგაც მან თანამედროვე სახე მიიღო. ასომთავრული, ხუცური და მხედრული ასოები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თუმცა არსებობს ერთი ასო, რომლის მოხაზულობა არ შეცვლილა. დაასახელეთ ის.
„ს“
ქართულ ლიტერატურაში ცნობილია 2 ნაწარმოები, რომელთა მთავარი გმირები სახელებით არ მოიხსენიება, დაასახელეთ ერთ-ერთი მათგანი მაინც, თუ ისინი ორივე ქალბატონებია და მათი ზედსდახელები თვით ამ ნაწარმოებების სათაურებია.
ოთარაანთ ქვრივი და თავსაფრიანი დედაკაცი
არსებობს მეცნიერების მიერ შემუშავებული მეოცე საუკუნის 3 უდიდესი მიღწევა. აი, ორი მათგანი: ატომის გახლეჩა, კოსმოსის ათვისება. დაასახელეთ მესამე.
კომპიუტერის გამოგონება.
ეს ცხოველი წარმოადგენს ჩინეთის ეროვნულ განძს, მიუხედავად აკრძალვისა, ჩინეთიდან ის უამრავი გადის. გარდა ამისა ის იყო გამოსახული ოქროსა და ვერცხლის მონეტებზე 1982 წელს. რაზეა საუბარი?
პანდა
სირბილში შეჯიბრებისას ერთმა მონაწილემ მოცემულ დისტანციაზე მიაღწია 9 მ/წმ სიჩქარეს. რა სიჩქარით ამოძრავებდა იგი თითოეულ ფეხს?
18 მ/წმ
კომენტარი: სირბილის ან სიარულის დროს თითოეული ფეხი მოძრაობს, მეორე კი გაჩერებულია, მაშასადამე თითოეულმა ფეხმა 2-ჯერ უფრო სწრაფად უნდა იმოძრაოს.
ამ მუსიკალური ინსტრუმენტის დასამზადებლად საჭიროა 1500 მეტრი მავთული. დაასახელეთ ის მაქსიმალურად ზუსტად, თუ მისი ხილვა ყველას შეგვიძლია?
როიალი
ტრადიციულ იტალიურ პიცაში ცომის გარდა აუცილებლად უნდა იყოს 3 კომპონენტი: ტომატის სოუსი, ყველი და ოხრახუშის ფოთლები. ამ სამ კომპონენტს კულინარიული დატვირთვის გარდა აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. კერძოდ რა?
ისინი განასახიერებენ იტალიის დროშის ფერებს.
რომელი სამეფოს გერბზე იყო გამოსახული ირემი, თავზე ჯვრით, სამეფო გვირგვინი და ნამგალა მთვარე?
იმერეთის გერბზე.
пятница, 11 декабря 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий