четверг, 13 мая 2010 г.

გაზაფხულის ნახევარფინალები


პირველი ნახევარფინალი
1588 წლის 12 მაისს კათოლიკური ლიგის მომხრეებმა პირველად საფრანგეთის ისტორიაში პარიზის ქუჩებში აღმართეს ის, რაც შემდგომ არაერთხელ აიგო სხვადასხვა მიზეზებით. რაზეა საუბარი?
ბარიკადები
1979 წლის 3 თებერვალს ფრანკფურტის ”აინტრახტისა” და მიუნხენის ”ბაიერნის” თამაშის მე-80 წუთზე გამოჩენილი თვდამსხმელის გერდ მიულერის კარიერაში პირველად მოხდა ისეთი რამ, რამაც მას განაცხადებინა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ. რა მოხდა?
შეცვალეს.
ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ რუსულ ანბანში ასო ”Ё შემოიღო ნიკოლოზ კარამაზინმა XVIII საუკუნის ბოლოს. ყურადღებით შეკითხვა, რომელი ასო შემოიტანა რუსულ ანბანში მეცნიერებათა აკადემიამ 1735 წელს?
Й
ეგვიპტელი ბრძენების წარმოდგენებით, ადამიანი 9 რამისაგან შედგება, ესენია: სხეული, სული, მუმია, გული, სასიცოცხლო ძალა, კიდევ ერთი სული, უკვდავი ორეული, ლანდი. დაასახელეთ მეცხრე შემადგენელი, თუ ის ყველა ჩვენგანს გააჩნია.
სახელი
60-იან წლებში NASA-მ გადაწყვიტა სპეციალური კალმის გამოშვება, რომელიც იმუშავებდა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, ასტრონავტებისათვის. გამოშვებულ იქნა სულ 50 უნიკალური "ასტრონავტის კალამი". ეს პროექტი NASA-ს დაუჯდა რამოდენიმე მილიონი დოლარი. ამავე დროს იგივე პრობლემა დადგა საბჭოთა კოსმონავტიკის წინაშეც. იგი საბჭოთა კავშირში ზედმეტი დანახარჯების გარეშე გადაჭრეს და კოსმონავტებს დაურიგეს ის, რაც დევს შავ ყუთში. მაშ, რა დევს შავ ყუთში?
ფანქარი
პირველყოფილი ტომების მასხარები ხშირად ბაძავენ თეთრკანიანებს.. ასე მაგალითად, ახალი გვინეის ხუმარები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდიდან ხტებიან მაღალი ხეებიდან. ვის ბაძავენ ისინი?
პარაშუტისტებს.
ჰეროდოტეს შრომების კრებულს თავისი სახელწოდება მალე არ მიუღია. მისი გარდაცველებიდან 2-3 ასწლეულის შემდეგ მისი ნაშრომი გაყვეს 9 ნაწილად და საერთო სახელი უწოდეს: ”ისტორია 9 წიგნად”.  ამ წიგნის მეორე სახელწოდების გაგება არ არის რთული, თუ გავიხსენებთ, რომ თითოეულ წიგნს კონკრეტული სახელები ქვიათ. მაშ რა არის მეორენაირი სახელწოდება ამ წიგნისა?        მუზები
ერთ-ერთი სუფისტური ამბავი გადმოგვცემს: რომ მოლა ნასრედინი შეხვდა ინდოელ ბრძენს, რომელიც ცდილობდა მიეღწია ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიისთვის. მოლამაც მოუყვა მას საკუთარი ისტორია, თუ როგორ იხსნა ის ერთხელ  სიკვდილისგან თევზმა. გაიხსენეთ მოლას ენამახვილობა და მიპასუხეთ, რისგან ელოდა მას სიკვდილი, თევზს რომ არ გადაერჩინა?             შიმშილისაგან
მოისმინეთ ანეკდოტი: ქალი ხმამაღლა გაჰკივის ქუჩაში:  - მიშველეთ, ჩემმა შვილმა ფული გადაყლაპა... უცებ ხალხის მასიდან  გამორბის მამაკაცი, ბავშვს კიდებს ფეხებში ხელს და ანჯღრევს, სანამ ფული არ გადმოუვარდება.
-         მადლობთ ექიმო, ეუბნება ქალი. თქვენ რომ არა . . .
-          მე ექიმი არ ვარ, პასუხობს მამაკაცი. მაშ რომელი დაწესებულებიდან იყო ის?
საგადასახადო :)
ფილმში  “ღამე მუზეუმში 2” მოქმედება  მიმდინარეობს მუზეუმში, სადაც ყველა ექსპონატი ცოცხალია. ფილმის გმირები რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდებიან. რჩევის მისაღებად ისინი მიდიან ქმნილებასთან, რომელიც თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე მათ უნდა დაეხმაროს, მაგრამ ამის ნაცვლად ის საკუთარი სხეულის დემონსტრირებას იწყებს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ქმნილების სახელწოდება.                      მოაზროვნე
30 წლის მათემატიკის პროფესორმა ჩარლზ დოდსონმა ერთხელ ნავით საცურაოდ წაიყვანა დეკან ლიდელის სამი ქალიშვილი. სეირნობის დროს მან ყველაზე უფროს და საყვარელ გოგონას ზღაპარი უამბო, ხოლო შემდეგ, როცა სახლში მივიდა, ეს ზღაპარი ლოგიკურად და მათემატიკურად დაამუშავა, რამდენიმე ნახატიც დაუმატა და გოგონას გაუგზავნა. 1988 წელს ლონდონში ეს ხელნაწერი 154 000 გირვანქად გაიყიდა. რა ერქვა ამ გოგონას?                 ალისა (დოდსონის ფსევდონიმი - ლუის კეროლი)
2002  წლის შემოდგმოაზე დიდი ბრიტანეთის ქიმიის სამეფო საზოგადოებამ პირველად გადაუხვია თავის ტრადიციებს და საკუთარ რიგებში მიიღო უცნაური წევრი, რომელიც მისი მოღვაწეობის ასი წლის იუბილეს დაემთხვა. სამეფო საზოგადოების განმარტებით, თავის საქმიანობაში ის იყო პირველი, რომელმაც ქიმიის მიღწევები გამოიყენა. თუ მიხვდით ვისზეა საუბარი, დაასახელეთ ცხოველი, რომელიც ფიგურირებს ამ დახასიათებაში.
ძაღლი (ბასკერვილების)
მეორე ნახევარფინალი
ეს მოიგონეს მამაკაცებმა 3000 წლის წინ.  შუა საუკუნეების ევროპაში ქალები ამ საქმეში არ დაიშვებოდნენ და ის რაინდების პრეროგატივა იყო. შემდეგ ეს საქმიანობა კაცებმა დაივიწყეს და მთლიანად ქალების ხელში გადავიდა. დაასახელეთ რა საქმიანობაზეა საუბარი?          ქსოვა
1784 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა თავის ქალიშვილს: ”მე არ მინდა ამ მიზნით თეთრთავა არწივი გამოიყენონ. ის ხომ თავის არსებობას უპატიოსნო და არამშვიდობიანი გზით უზრუნველყოფს. უროგო არ იქნებოდა, საამისოდ გამოგვეყენებინა ინდაური. იგი მამაცი ფრინველია”. რა მიზნით სურდა ფრანკლინის ინდაურის გამოყენება?
აშშ-ს გერბზე გამოსახატავად
ვიქტორ ჩიჟიკოვის კარიკატურაზე გამოსახულია მოსწავლე, რომელიც კალმით მერხზე გაუჩერებლივ აკაკუნებს, თითქოს ცდილობს დაფასთან გასულ მეგობარს უკარნახოს და რის გამოც მასწავლებელი მას კიცხავს. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ მერხთან მჯდომი ბავშვის გვარი.      მორზე
ვან გოგმა შთამომავლობას დაუტოვა ფოსტალიონ რულენის 6 ფერწერული და 3 გრაფიკული პორტრეტი. საინტერესოა, რომ რულენზე ხშირად ის ხატავდა მხოლოდ ერთ ადამიანს. ვის?
საკუთარ თავს
მის შემქმნელებად ითვლებიან ნისეფორ ნიეპსი და ლუი ჟაკ მანდე დაგერი დაახლოებით 1830-იან  წლებში. საქართველოში - ალექსანდრე როინიშვილმა, რუსეთში-ალ. როდჩენკომ, ევროპაში - ვარანცო მიხონედის ნამუშევრებმა კუთვნილი ადგილი დაუმკვიდრეს ხელოვნების ამ დარგს მსოფლიოში. ამ დარგის  ჩვეულებრივი პროდუქცია კი დევს შავ ყუთში. მაშ რა დევს შავ ყუთში?
ფოტოსურათი.
ძველ ბერძნებს ნებისმიერი შემთხვევისათვის გააჩნდათ მელოდია. მაგალითად, დაკრძალვისათვის, ქორწილისათვის, ომისათვის და ა.შ. რის დროს სრულდებოდა მელოდია ორი სასულე ინსტრუმენტით, რომელთაგანაც ერთ-ერთი უფრო დიდი იყო, მაგრამ უკრავდნენ თანაბარი ჟღერადობით?
ქორწინების
ავტომობილის ეს დეტალი გამოიგონა შვედმა ინჟინერმა ნილს ბოხლინმა და დააპატენტა კომპანიავოლვომ” 1959 წელს. მისი დამზადების ტექნოლოგია ამავე კომპანიამ 1968 წელს შეიმუშავა. აშშ- ჩქაროსნული გზების მმართველობის ადმინისტრაციამ გამოთვალა, რომ მარტო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ დეტალმა სიკვდილს გადაარჩინა 55 600 ადამიანი. რა დეტალზეა საუბარი?
ეს დეტალია უსაფრთხოების ქამარი
დაასრულეთ ხუმრობა, რომელიც ჩვენს დროში პოპულარულია ისრაელში: ”ისრაელში კომპიუტერების გაფიცვაა - ისინი უარს ამბობენ გამოიყენონ ოპერაციების დროს არაბული ... რა?
ციფრები (რიცხვები)
ინდოეთში მცხოვრები ბხილების ტომის ლეგენდის თანახმად, ერთმა არსებამ მოუყვა ადამიანებს იმის შესახებ, რომ ღმერთს ჩაფიქრებული აქვს ადამის მოდგმის დაღუპვა და ადამიანებმა თავი გადაირჩინეს. გაიგო რა ამის შესახებ ღმერთმა, კაცობრიობას შეუნარჩუნა სიცოცხლე. აი, არსება კი, რომელმაც გასცა მისი ზრახვები - მკაცრად დასაჯა, თანაც ისე, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. დაასახელეთ ეს არსება.
თევზი.
ქართულ ისტორიულ საბუთებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დავით აღმაშენებლის ანდერძს გელათის მონასტრისადმი. ისტორიკოსთა უმრავლესობა ამ საბუთის სათაურითვე ამტკიცებს, რომ ანდერძი ყალბია და არა 12-ე საუკუნეში, არამედ გაცილებით გვიანაა შედგენილი. დაასახელეთ სათაურში დასახელებული სიტყვა, რაც მიუთითებს ფაქტის სიყალბეზე.
აღმაშენებელი.
ტაილანდის დროშა გადაწყვეტილია იმავე სამ ფერში, რომლებიც გამოსახულია რუსეთის დროშაზე. წითელი აღნიშნავს ერს, ნაციას. ლურჯი - მონარქიას. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად რას აღნიშნავს ტაილანდის დროშაზე თეთრი ფერი?
ბუდიზმს.
ჩვენს წ. აღმდე 107 წელს მხედარმთმთვარმა გაიუს მარიუსმა რომში დაიწყო პირველი პროფესიული არმიის ჩმოყელიბება. თვის ჯარში მან ჩრიცხა რომის სამხედრო სკოლებში აღზრდილი ახალგაზრდები, რომლებსაც საბრძოლო თვისებების გარდა აუცილებლად უნდა სცოდნოდათ ... რა? დაასახელეთ ის, რაც რომაელებს ბევრ გამარჯვებაში დაეხმარა.
ცურვა

Комментариев нет:

Отправить комментарий